City News
MarkLab ანუ ის, რაც წარმატებული ბიზნესისთვის გჭირდებათ
ამბავი, რომელიც ამ სტატიით უნდა მოგიყვეთ ასე იწყება: თავის სფეროში ძალიან წარმატებული სამი გოგო, ნინი ხუროძე, თამთა ნიქაბაძე და კატია აბსანძე, რომელთა შესახებაც, სხვათა შორის, "სითის" ფურცლებიდან არაერთხელ მოგვიყოლია, 2019 წელს ქმნიან კომპანიას, სახელად MarkLabწარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მცირე ბიზნესი. რა უნდა იყოს თქვენი პირველი მიზანი? ცნობადობის გაზრდა, მყიდველის მოზიდვა თუ მარკეტინგულ ბაზარზე სწორად პოზიციონირება? პასუხი ნათელია – სამივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია.
როგორ გაჩნდა MarkLab-ის შექმნის იდეა?

კატია აბსანძე, მარკეტერი

დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგიების განვითარება, ბიზნესი, მარკეტინგი და მომავალი წარმატება ერთმანეთთან მჭიდრო და განუყოფელ კავშირშია. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა შეგვექმნა მარკეტინგული კომპანია, რომლის მთავარი მიზანია ნებისმიერი ბრენდისა თუ ბიზნესისთვის მაქსიმალური წარმატების მოტანა მცირე დროში. MarkLab მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რაც წარმატებულ კომპანიას სჭირდება, იქნება ეს ბაზრის ანალიზი, PR აქტივობების შემუშავება, ბრენდის შექმნა, სოციალური მედია მომსახურება, თუ სხვა.

რომელია MarkLab-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულება?

თამთა ნიქაბაძე, მარკეტერი

MarkLab
-ის მომსახურება საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს:
• ბრენდის შექმნას და მის განვითარებას (Naming, ლოგო, ბრენდბუქი, ბრენდის პლატფორმა)
• მარკეტინგულ კონსულტაციას, როგორც ციფრული, ასევე სხვა არხებისთვის
• სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას: სარეკლამო რგოლების შექმნას და განთავსებას
• ფოტოგადაღებას – თქვენი პროდუქტისთვის საუკეთესო ფოროგრაფისა თუ ლოკაციის შერჩევას, შესაბამისი სცენარის შექმნას და შესრულებას.

როგორ გაქვთ გადანაწილებული საქმიანობა?

ნინი ხუროძე, მარკეტერი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობის სტილი. თითოეულ ჩვენგანს შეგვაქვს საკუთარი ქვიშის მარცვალი, რათა გუნდური მუშაობის საუკეთესო შედეგი დავდოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ გუნდში ეფექტურად მუშაობისას ჩნდება სინერგია, რაც საბოლოო შედეგებზე ეფექტურად ისახება.

მომიყევით წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ

კატია აბსანძე

რომელიმე ერთი პროექტის გამოყოფა ნამდვილად გამიჭირდება, რადგან MarkLab სხვადასხვა სფეროს, ტიპისა და სიდიდის კომპანიებთან თანამშრომლობს. ჩვენს არქივში არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი დევს. MarkLab-ის დამკვეთები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კომპანიები.
როგორია MarkLab-ის სამომავლო გეგმები?

ნინი ხუროძე

რამდენიმე კვირაში დავაანონსებთ MarkLab-ის ქოუჩინგის სერვისს.

რატომ ქოუჩინგი?

დღეს, მსოფლიოში ყველა წარმატებულ ადამიანს თუ ბიზნესს ჰყავს პირადი ქოუჩი. ჩვენ დავეხმრებით მათ ახალი საქმის დაწყების, სიძნელეების წარმოქმნის დროს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში… ბიზნესქოუჩინგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა და ვთვლით, რომ საქართველოში ეს მიმართულება საკმაოდ კარგად ვითარდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ სერვისის დამატება ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში. ამავდროულად, გვინდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, გავუზიაროთ ადამიანებს, ვინ ამ სფეროში იდგამს ფეხს და უკეთ გავაცნოთ მარკეტინგის საინტერესო სამყარო.

ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა