City News
Map Of The Heart
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული. რის მიხედვით ირჩევთ სუნამოს? როგორ? რამდენი ხანი გჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ის თქვენია?

თუ თქვენ, სუნამოს მხოლოდ სურნელით ირჩევთ, ჩასქროლეთ ან გადაფურცლეთ.

თუ თქვენთვის სუნამო სურნელზე მეტია, თუ ის ემოციების, ფორმისა და ისტორიის ერთიანობაა, მაშინ ჩვენ თქვენთვის ვწერთ.

გსმენიათ ბრენდის Map Of The Heart ? ავსტრალიაში დაბადებული და შექმნილი საფრანგეთში, ის მსოფლიოს რუკაზე 2012 წელს გამოჩნდა. კინოინდუსტრიის ორმა ნიჭიერმა და კრეატიულმა ადამიანმა, სარა ბლერმა (Sarah Blair) და ჯეფრი დარლინგმა (Jeffrey Darling) თავიანთი ბრენდით სრულიად ამოაყირავა პარფიუმერიის კლასიკური და ტრადიციული სამყარო.

თავად სახელწოდება Map Of The Heart მიგვანიშნებს, რომ ბრენდის მთავარი გზავნილი თქვენი სხეულის მთავარ ორგანოს - გულს უმიზნებს.

კინოწყვილის პარფიუმერულ სამყაროში მოხვედრის ისტორია ასეთია: სარა, კვლევებისა და სიახლეების შეცნობის დიდი მოყვარული, პარფიუმის ისტორიით დაინტერესდა. კითხულობდა და სწავლობდა ყველაფერს. კვლევის დასასრულს მიხვდა, რომ კინოს შემდეგ, მას სამყაროსთან კომუნიკაციის ახალი გზა სჭირდებოდა, სურნელის გზა. მიხვდა, აზრი ჯეფრის გაუზიარა და იდეა საქმედ იქცა. იდეების ხორცშესხმა ამ საქმის ვარსკვლავებს ანდეს, ცხადია, ევროპაში. იქ, სადაც პარფიუმის სამშობლოა. სუნამოთა შესაქმნელად ჯოვანა აიქარდს (Giovanna Aicardi) მიმართეს, ხოლო ბოთლის დიზაინისთვის - პარფიუმის სამყაროს როკ ვარსკვლავს, პიერ დინანდს (Pierre Dinand). კოლაბორაცია განწირული იყო წარმატებისთვის.

- ერთხელ ჯეფრიმ ნეპალიდან ქვები ჩამოიტანა. ისინი ხელში მეჭირა და ვამბობდი -- ზუსტად ასეთი შეგრძნება მინდა მეუფლებოდეს ჩვენი სუნამოს ბოთლის ჭერისას... ეს ამბავი ჩვენი დიზაინერისთვის, პიერისთვის, არ გამიზიარებია... ბრენდის კონცეფციაზე ვუყვებოდით მხოლოდ. პირველი ფლაკონი რომ ჩამოვიდა და ხელში დავიჭირე, ზუსტად იგივე შეგრძნება დამეუფლა, რაც ნეპალის ქვების ჭერისას მქონდა. ასეთია პიერი, ის გენიალურია. - ყვება ბრენდის თანადამფუძნებელი, სარა ბლერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

საოცარი ფორმა აქვს თითოეულ გულს. ბევრნი სუნამოს ფლაკონს ხელოვნების ნიმუშს უწოდებენ. ის ისე ორგანულად და კომფორტულად თავსდება თქვენს ხელის გულზე, რომ თითი ავტომატურად მიდის პულვერიზატორისკენ, გულის სურნელი რომ გადმოაფრქვიოს. გენიალური, ლამაზი და ამავდროულად, საოცრად პრაქტიკული.

Map Of The Heart
7 სურნელს აერთიანებს, 7 გულს. თითოეულს საკუთარი ფერი, სახელი და ისტორია აქვს. თეთრ გულს - White Heart, სიყვარულის გული ჰქვია, ჟოლოსფერს - Pink Heart - ექსტაზის, ოქროსფერს - Gold Heart - სიმშვიდის, წითელს - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული. მისი შემქმნელები დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი ამ სამყაროში გულიდან მოდის: ვნებაც, სიყვარულიც, თავისუფლებაც და სიმამაცეც.

სარა სიტყვების სამყაროს ადამიანია, ჯეფრი - ვიზუალისტი. მათი ტანდემი ძლიერ გზავნილს ქმნის. ეს გზავნილი, გულის ფორმებში ჩასხმული სუნამოების გარდა, შინაარსის მატარებელია. თითოეულ გულს თავისი ვიდეოისტორია აქვს. თუ ამ სტატიის წაკითხვისას მათ მოძებნით და ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ჩვეულებრივ სარეკლამო რგოლებთან კი არა, პატარა ფილმებთან გაქვთ საქმე. ქერა გოგოს ხელით წითელი, გულის ფორმის ხელყუმბარა მოაქვს. ერთი დაჭერა და ვნებისგან აფეთქდება - ასეთია ვნებიანი Red Heart-ის ვიზუალიზაცია. ოქროსფერ მდელოში ულამაზესი გოგოს პროფილი მოჩანს და მხოლოდ თავთავების შრიალის ხმა ისმის - ასე ყვება Gold Heart-ი სიმშვიდეზე. ნახეთ, აუცილებლად.

ზოგისთვის უცნაური იყო სუნამოს ბოთლის არაორდინალური გულის ფორმა. მათთვის ბრენდმა 30 მილიგრამიანი სტანდარტული და სიმპათიური ბოთლები გამოუშვა. ამ დროისთვის ბრენდის დამფუძნებლები მერვე გულზე მუშაობენ. რა ერქმევა მას, რა ფერის იქნება და როგორი სურნელის, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, გამოჩენისთანავე მას აქ, თბილისში, Map Of The Heart-ის სახლში, "არომატეკაში" აუცილებლად შეხვდებით.





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
ამ პროექტით
ამ პროექტით "სითიში" ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას.
09:13 / 10.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა