City News
ალერგია და COVID-19
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან. COVID-19-ის გამოვლენის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ბრონქული ასთმის მქონე ადამიანები, SARS-CoV2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, განსაკუთრებულ პრობლემებს წააწყდებოდნენ. რა გვაჩვენა განვლილმა პერიოდმა? რეალურად, რა სირთულეები მოუტანა ასეთ პაციენტებს COVID-19-მა?

COVID -19-მა მართლაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელ კაცობრიობას. ალერგიული დაავადებების სიხშირე მსოფლიოში მკვეთრად იზრდება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მსოფლიოს სხვადასხვა პოპულაციაში დაახლოებით 30-40%-ს, ზოგან კი, 50%-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება ალერგიის ერთი ან რამოდენიმე გამოვლინება. მეცნიერების მიერ გაკეთებულია პროგნოზი, რომ 2025 წლისთვის კაციობრიობის ნახევარი იქნება ალერგიული. შესაბამისად, ალერგიული ადამიანები კაცობრიობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. მათაც ემართებათ COVID-19, შესაბამისად, ეშინიათ არ გაურთულდეთ ალერგიული დაავადება განსაკუთრებით კი, ბრონქული ასთმა, რადგან COVID-ის ცენტრალურ სამიზნეს სასუნთქი სისტემა წარმოადგენს და გართულებაც რესპირაციული ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს. კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომია, რაც იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქციას, ციტოკინურ შტორმს. ციტოკინური შტორმის დროს, პირველ რიგში, ფილტვები ზიანდება. ფილტვებთან ერთად, დარტყმას იღებენ სხვა ორგანოებიც. მოლოდინი მართლაც დიდი იყო, რომ ასთმის მქონე პაციენტებს შეექმნებოდათ სერიოზული პრობლემები COVID-19-ის დროს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრონქული ასთმის მთავარი მაკონტროლებელი მედიკამენტები - საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არა მხოლოდ ასთმის სამკურნალო ანტიანთებითი თვისებებით ხასიათდება, არამედ უკურეგულაციას უკეთებს იმ რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან COVID -19-ის გამომწვევი SARS-CoV2 ვირუსები. აქედან გამომდინარე, მოწესრიგებული ასთმის მქონე პაციენტებს არ აქვთ დაავადების გამწვავების განსაკუთრებული რისკი. ამიტომაც, აუცილებელია, რომ პანდემიის პირობებში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს ასთმა ჰქონდეთ ზედმიწევნით გაკონტროლებული და საჭიროების შემთხვევაში, ღებულობდნენ ექიმის დანიშნულებას, რათა თავი დაიცვან გართულებისაგან. მით უფრო, თუ პაციენტებს აქვთ სხვადასხვა თანმხლები გულ-სისხლძარღვთა თუ სასუნთქი სისტემის პათოლოგია, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა. ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების სრული კონტროლი მნიშვნელოვანია შემდგომი შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები ზოგადად, ვირუსის საწინააღმდეგო თუ კოვიდ-19-ის სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატების გამოსაცდელად, სადღეისოდ ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პირბადის ტარებასა და დისტანცირებასთან ერთად, რჩება ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს პრევენციულ საშუალებად ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ. მისი, ამჟამად ცირკულირებადი დელტა შტამი, ხასიათდება მაღალი გავრცელებით, მძიმე მიმდინარეობით, არცთუ იშვიათად - ლეტალური შედეგით და ხშირად - არაპროგნოზირებადია მიმდინარეობის სირთულის თვალსაზრისით. მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ COVID-19-ის რისკის მქონე ასაკოვანი ადამიანი, არამედ პატარები, ჯანმრთელი ახალგაზრდები და განსაკუთრებით, ორსული ქალბატონები.

როგორ უნდა მოიქცნენ ის პაციენტები, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, მაგრამ ალერგიისკენ არიან მიდრეკილნი?

ვაქცინაციის გზით ხდება ადამიანის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა ინფექციის წინააღმდეგ. იმუნიზაცია ჩვენ გვძენს ჰუმორულ და/ან უჯრედულ იმუნიტეტს, რათა ინფექციასთან რეალური შეხვედრის დროს, ჩვენ ვიყოთ მომზადებული მასთან საბრძოლველად. ამიტომაც, გასაკვირი არაა რომ საქართველოში გარდაცვლილთა შორის 98.96% არ იყო ვაქცინირებული. ჰოსპიტალიზირებულთა შორის -94,4%, ხოლო ინფიცირებულთა შორის, 95.92% არ იყო ვაქცინირებული. ეს ციფრები მიუთითებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობაზე და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაზე. საქართველოში ვაქცინაციის დაწყების დღიდან მოგვმართავს უამრავი პაციენტი, რომლებსაც სურთ აიცრან, მაგრამ ეშინიათ მათი მაღალი ალერგიულობის გამო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენებაა სწრაფი ტიპის, მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე ან ვაქცინის შემადგენლობაში არსებული კომპონენტის მიმართ სწრაფი ტიპის, მძიმე ანაფილაქსიური ჰიპერმგრძნობელობის არსებობა. ასეთ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მივიდეს სპეციალისტთან, რათა მოხდეს მისი ალერგიული მდგომარეობის ინდივიდუალურად შეფასება. საბედნიეროდ, საქართველოში მიმდინარეობს სხვადსხვა ვაქცინით აცრა და ყველა შემთხვევაში შესაძლებელია გამოინახოს ის ვაქცინა, რომელიც ოპტიმალურად მიესადაგება კონკრეტული პაციენტის ალერგიულ პრობლემებს.

შეიძლება თუ არა იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომელთაც ანაფილაქსიური შოკი აქვთ გადატანილი?

ალერგიული პასუხი ყოველთვის სპეციფიკურია და მიმართულია კონკრეტული ალერგენის მიმართ. ამიტომაც, ყოველთვის მნიშვნელოვანია თითოეული ალერგიული ადამიანის ვაქცინაციის საკითხის ინდივიდუალური გადაწყვეტა. ზოგადად, ანაფილაქსიური შოკი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში არ შედის კვერცხი, ჟელატინი, ლატექსი, ანტიბიოტიკები. ანაფილაქსიური შოკი ნატურალურ პროდუქტებზე და მწერების ნაკბენზეც არ არის უკუჩვენება ვაქცინაციისათვის. უნდა გავითვალისწინოთ აქვს თუ არა პაციენტს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, სხვა ტრადიციულ ვაქცინებსა და ზოგადად, ვაქცინებში შემავალ კონკრეტულ ექსციპიენტებზე. აუცილებლად გასათვალისწინებელია ალერგიული პაციენტების ემოციური მხარეც, რადგან ერთხელ გადატანილი ანაფილაქსიური რეაქციის შემდეგ, ისინი ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან სტრესის მიმართ. მათ არცთუ იშვიათად, უვლინდებათ ვაქცინაციის სტრესთან ასოცირებული სინკოპე-გულის წასვლა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციასთან. პაციენტის დაწვენისა და ფეხების აწევის შემდგომ, ისინი სწრაფად მოდიან გონს. რთული ალერგიული ისტორიის მქონე პაციენტებს ვურჩევთ აიცრან ისეთ დაწესებულებაში, სადაც არის გადაუდებელი დახმარების განყოფილება, რათა მშვიდად აიცრან და იყვნენ ზედმიწევნით დაცული. ყველა სტუქტურას, სადაც აცრა ტარდება, აქვს გავლილი სპეციალური ტრენინგი ანაფილაქსიური, სწრაფი ტიპის, მძიმე რეაქციის შემთხვევაში როგორ აღმოუჩინოს დროული და ეფექტიანი დახმარება ალერგიულ პაციენტებს.

როგორია თქვენი რჩევები ზამთრის სეზონისთვის?

ზამთარში ალერგიულ პაციენტებს ახალი გამოწვევები აქვთ. ზამთრის მთავარი მოქმედი ალერგენებია - კარშიდა ალერგენები. ესენია: მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ალერგენები, ბალიშის ბუმბული, სოკოვანი ალერგენები და სხვ. დაზუსტებული ალერგიის შემთხვევაში, სასურველია პაციენტი მოერიდოს "დამნაშავე" ალერგენებს. ალერგენებისაგან გაწმინდოს მისი უახლოესი გარემო. სიცივის დროს, როცა იხურება ფანჯრები და ნაკლებ დროს ვატარებთ ჰაერზე, უნდა ვეცადოთ, რომ საძინებლებში მაღალი ტემპერატურა არ გვქონდეს. ხშირად გავანიაოთ ოთახები და ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. ვიყოთ ბალანსირებულ, ჯანსაღ კვებაზე. ზამთარი არის საუკეთესო პერიოდი გაზაფხულის ალერგიისათვის მოსამზადებლად. მაშინ, როცა მცენარეები არ ყვავის, ხელსაყრელი პერიოდია ალერგოლოგთან მიმართვისთვის, დიაგნოსტიკისა და სპეციფიკური იმუნოთერაპიისთვის. ეს უკანასკნელი გულისხმობს "დამნაშავე" ალერგენების აღმავალი დოზების შეყვანას პაციენტის ორგანიზმში კანქვეშა ინექციების ან ენისქვეშა შეფრქვევის გზით, რათა პაციენტმა გამოიმუშაოს ტოლერანტობა/შეგუება იმ ალერგენების მიმართ, რომლებიც მის ორგანიზმში იწვევენ ბრონქულ ასთმას ან ალერგიულ რინიტს. დღეს ალერგოლოგია სწრაფი ტემპით ვითარდება. ახალი მოლეკულური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ნატიფი, კომპონენტური ალერგოდიაგნოსტიკა და მაღალეფექტური ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021
ამ პროექტით
ამ პროექტით "სითიში" ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას.
09:13 / 10.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა