City News
FIABCI-GEORGIA PRIX D’ EXCELLENCE AWARDS - უძრავი ქონების ოსკარები საქართველოში
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს. ჩვენი კოლაბორაცია გულისხმობს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ერთობლივი საინტერესო პროექტების მომზადებას. ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ის მრავალფეროვნება და მაღალპროფესიონალური მიდგომები, რომლითაც, ამ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა ქართველმა არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა გაითქვა სახელი. ნამდვილი შედევრები შექმნა და გავლენიან საერთაშორისო კონკურსებში აღიარებაც მოიპოვა.

2022 წლის აპრილში, საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence-ს დაჯილდოება, სადაც ჟურნალი "სითი" FIABCI-Georgia Prix d’ Excellence-ის რჩეულ დიზაინერს დაასახელებს. დაჯილდოების შესახებ უფრო მეტს კი ლიკა ქარდავა, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი და ქეთი ტაბატაძე, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი მოგვიყვებიან.

ქეთი ტაბატაძე, PROPERTY GEORGIA-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI-GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი

მანამ, სანამ საქართველოში FIABCI-ს ისტორია დაიწყებოდა, იყო Property Georgia, რომელიც 2016 წელს დააფუძნა ლიკა ქარდავამ. იმ დროისთვის საქართველოში ფაქტობრივად, არ არსებობდა ონლაინ პლატფორმა, სადაც ხარისხიანი, ახალი მშენებლობები ერთ სივრცეში იქნებოდა წარმოდგენილი. სწორედ მაშინ მოხდა ჩვენი, როგორც ბიზნეს პარტნიორების, დაკავშირება. დავიწყეთ საქმე, რომელიც იმ პერიოდში მართლაც აუთვისებელი იყო. გავაერთიანეთ არა მხოლოდ დეველოპერული, არამედ საერთაშორისო საბროკერო კომპანიებიც.

რამდენიმე წლის შემდეგ დავინახეთ, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საერთაშორისო გაყიდვებზე. ამიტომ, დადგა საჭიროება ჩვენი პარტნიორებისთვის შეგვეთავაზებინა საერთაშორისო პლატფორმა. ვეძებეთ და მალევე აღმოვაჩინეთ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI, რომელსაც საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში წარმომადგენლობა არ ჰქონდა. დავუკავშირდით და ასე დაიწყო 2019 წელს FIABCI-ს ისტორია საქართველოში. პირველი ორი წელი იყო ძალიან საინტერესო და საკმაოდ წარმატებული.

პირველივე წელს დავისახეთ მიზნად, რომ FIABCI Georgia-ს ცნობადობა გაგვეზარდა საზღვრებს გარეთ. ამიტომ, 2019 წლის ოქტომბერში ორგანიზება გავუკეთეთ მასშტაბურ ფორუმს "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა". რამდენიმე ქვეყნიდან გვყავდა მოწვეული სტუმრები, უძრავი ქონების პროფესიონალები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიება, რითაც წარმატების გზას დავადექით. მალევე მიგვიწვიეს ბელგიაში, FIABCI-ის გლობალურ სამიტზე სადაც კიდევ უფრო უკეთ წარმოვაჩინეთ საქართველო და აქ არსებული უძრავი ქონება. ასეთი იყო ჩვენი პირველი ნაბიჯები მთავარი მიზნისკენ-დავაპოზიციონიროთ საქართველო უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა.

ნუცა აბრამიშვილი, FIABCI Georgia-ს ვიცე პრეზიდენტი

FIABCI-Georgia Prix d' Excellence Awards იქნება ეროვნული მნიშვნელობის და საერთაშორისო მასშტაბის, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორს და ქვეყანას აქვს კარგი შანსი წარმოაჩინოს უნიკალური რეგიონები, ქალაქები და მნიშვნელოვანი კერძო პროექტები. ოსკარის მნიშვნელობის დაჯილდოება უძრავი ქონების სექტორში ნამდვილად იქნება მოტივაცია ქვეყანაში სანიმუშო და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნის და ახალი ინვესტიციების გაჩენის.

ლიკა ქარდავა, PROPERTY GEORGIA-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI-GEORGIA-ს პრეზიდენტი

FIABCI რეგიონში პირველად Property Georgia-მ შემოიყვანა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენი ამოცანა იყო მოგვეხდინა საქართველოს პოზიციონირება უძრავი ქონების გლობალურ რუკაზე. FIABCI უნივერსალური პლატფორმაა, რომელიც ფაქტობრივად, ყველა მიმართულების კომპანიას აერთიანებს, რომელთაც უძრავი ქონების სექტორთან აქვთ კავშირი.

საკმაოდ წარმატებული სტარტი გვქონდა. 2019 წელი მაქსიმალურად დატვირთული იყო. ვუმასპინძლეთ ფორუმსაც. მალევე დაიწყო პანდემია. ეს პერიოდი ჩვენთვისაც გამოწვევა იყო. სრულად გადავედით ონლაინ ფორმატზე. გარკვეულწილად, ეს იყო ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ონლაინ რეჟიმში უფრო აქტიურად გავმართეთ არაერთი საინტერესო ონლაინ ვებინარი, პრეზენტაციები და შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.
ახლახანს, მონაწილეობა მივიღეთ "ექსპო ჯორჯიას" მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების ფორუმში, სადაც 30-მდე დეველოპერული კომპანია შევახვედრეთ ერთმანეთს. ეს იყო ძალიან შედეგიანი ღონისძიება, ერთგვარი გამოცოცხლება ბაზარზე. ამავე ღონისძიებაზე დავაანონსეთ FIABCI-GEORGIA Prix d’ Excellence-ის პირველი დაჯილდოება. ამ დაჯილდოებას აქვს 30 წლიანი ისტორია. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. დაჯილდოება იმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჰყავს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური. მათ მიერ კონკურსანტების შეფასება მოხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
პროექტების შეფასება ექვსი კრიტერიუმით მოხდება. ესენია: კონცეფცია - რამდენად ორიგინალურია პროექტის იდეა, არქიტექტურა, დიზაინი, ინოვაციები, ჭკვიანი გადაწყვეტები და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი - მდგრადი განვითარების, მწვანე, ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები მშნებლობაში.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ექსპლოატაციაშია შესული.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 ნომინაციაში ოქროს და ვერცხლის კატეგორიებში:

საცხოვრებელი კომპლექსი (მაღალსართულიანი, საშუალო სიმაღლის და დაბალსართულიანი);
ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსი (ე.წ affordable housing);
მრავალფუნქციური კომპლექსი;
სასტუმრო/სასტუმროს ტიპის კომპლექსი;
საკურორტო ზონები;
საოფისე სივრცეები;
სავაჭრო სივრცეები;
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა;
გენერალური გეგმა;
მდგრადი განვითარება;
ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები;
კულტურული მემკვიდრეობა;

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიაში, FIABCI World Prix d’ Excellence Awards. ეს პრესტიჟის ბილეთია როგორც საქართველოსთვის, ასევე, რა თქმა უნდა, კომპანიისთვის. გარდა 12 ძირითადი ნომინაციისა, გვექნება სხვა, დამატებითი ნომინაციები, როგორიცაა მაგალითად, რჩეული დიზაინერის ნომინაცია, რომელსაც დაასახელებს ჟურნალი "სითი".
დაჯილდოების პარალელურად გაიმართება ფორუმი, რომლის მთავარი თემაა - საქართველოს ქალაქების მწვანე მომავალი. მასში, ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები. ფორუმის მიზანია კიდევ ერთხელ ვუბიძგოთ კომპანიებს მაქსიმალურად დიდი ყურადღება მიაქციონ ქალაქების მწვანე მომავალს.

დაჯილდოება 2022 წლის აპრილში გაიმართება. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეუძლიათ ვებგვერდზე http://en.fiabciprixgeorgia.ge


ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: აზი სვანიძე, ქეთი გულისაშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021
ამ პროექტით
ამ პროექტით "სითიში" ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას.
09:13 / 10.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა