City News
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან? დიზაინი ჩემი პროფესიული ცხოვრების ყველაზე მოულოდნელი არჩევანი იყო. სამწუხაროდ, სერიოზული გამოცდილება ან ქსოვილთან შეხება მანამდე თითქმის არ მქონია.

მანამდე იყო...
მზადება რადიკალურად სხვა ცხოვრებისეული არჩევანისთვის. ხელოვნებასთან მხოლოდ მხატვრობა მაკავშირებდა. მუდმივად და ყველგან ვხატავდი. თუმცა, განსაკუთრებული და გამორჩეული ნიჭიერებით არ გამოვირჩეოდი.

ლაშა დევდარიანი და მოდა...
ყოველდღიურობა, საქმიანობა, ჰობი, სამსახური ...ის, რაც ალბათ ვიცი და ყველაზე მეტად მიყვარს.

პირველი აღიარება...
ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის კონკურსზე Newcomers სპეციალური პრიზის, მარტინ მარჯიელას მოდის სახლში სტაჟირების მიღება დემნა გვასალიასგან.

დემნა გვასალიას შეფასება...
პირველ რიგში, ეს იყო უზარმაზარი მოტივაცია, რწმენა, თავდაჯერებულობა, საკუთარი არჩევანის აღიარება საკუთარ თავთან. პიროვნული, შემოქმედებითი თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება.

ადამიანები, რომელსაც შენი სამოსი აცვიათ, არიან...
არტისტული ბუნების, თამამი, ბედნიერი და თავისუფალი, მხიარული განწყობის ადამინები, რომელთაც უყვართ ფერადოვნება და ემოციები.

რა გაძლევს მოტივაციას, შთაგონებას?
მოგზაურობა, ადამიანები,ზოგჯერ ყოველდღიურობაც. ახალი აღმოჩენები, მრავალფეროვანი ეთნოკულტურა.

მომიყევი უშუალოდ სამოსის შექმნის პროცესზე... როგორ იქმნება შენი ნამუშევრები?
ძირითადად, ქსოვილი ხდება განმსაზღვრელი იდეის, სტილის თუ ფორმის. მე ერთი ტიპის სამოსზე ვმუშაობ - outfit/ხალათი, კაფტანი, კიმონო. ამიტომ, ფერით, ფაქტურით, ნაქარგებით დეკორაციული დეტალებით ვცდილობ ვითამაშო და შევქმნა სამოსის ხასიათი.

მუშაობისას ყველაზე ხშირად რა მუსიკას უსმენ?
johannes bornlöf, olafur arnalds, max richter Ryuichi Sakamoto. თანამედროვეს, კლასიკას. მიყვარს მინიმალიზმი მუსიკაში.

რამეზე ოცნებობ?
ოცნებები და შორსმიმავალი გეგმები არ მაქვს. ცხოვრებისეულ დინებას მივყვები. თუმცა, არასოდეს ვჩერდები და ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე და ახალი აღმოვაჩინო სამყაროში თუ საკუთარ თავში და მისი რეალიზება შევძლო.

ლაშა დევდარიანის მთავარი მიზანი არის.
.
ვეძებ….

სამი სიტყვით, როგორია შენი ხელწერა?
ბოჰემური, ფერადი და თავისუფალი.

პირადად შენი სტილი?
ძალიან მარტივი, სპორტული და კომფორტული. ძირითადად, შავი ფერის.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?
შრომა, სიყვარული და იღბალი.

დიზაინერი, რომელიც შენთვის ყველაზე საინტერესო სამოსს ქმნის
ძალიან ბევრია. ბოლო დროის გამორჩეულად Daniel Roseberry, Walid al Damirji, Pierpaolo Piccioli - მომწონს.


ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
ვიზაჟი: კრისტი ვეკუა
ვარცხნილობა: ეკატერინე ჩანჩიბაძე
ყვავილები: Sisters flowers



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021
ამ პროექტით
ამ პროექტით "სითიში" ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას.
09:13 / 10.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა