City News
არ არსებობს სილამაზე ჯანმრთელობის გარეშე
თბილისში, დარიალის 19 ნომერში, მდებარეობს კლინიკა "სტიმული", რომელიც ნამდვილად ამართლებს სახელს. აქ მისულ ადამიანს სხეულისა და წონის კორექცია თანამედროვე აპარატურით შეუძლია, რომელსაც ამერიკული და ევროპული სერტიფიკატები აქვს მიღებული. რაც ყველაზე მთავარია, თავდაჯერებულობას ნამდვილად შეგმატებთ კლინიკის დამფუძნებელი, ექიმ-ენდერმოლოგი, თამუნა იდუკაშვილი თავისი მცირერიცხოვანი გუნდით. მისთვის მთავარი პაციენტთან შემოქმედებითი მიდგომაა.

"პატარა რომ ვიყავი, გარშემო თითქმის ყველა გოგონას ჰქონდა სხეულზე რაღაც ისეთი, რისი შეცვლაც უნდოდა. ეს განსაკუთრებით წონას ეხებოდა. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ადამიანი როგორიც იბადებოდა, ისეთი უნდა მომკვდარიყო. არ არსებობდა ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა. აი, ასე ვცხოვრობდით მაშინ" - გვიყვება თამუნა და იხსენებს, როგორ დადიოდნენ მთელი თბილისის ქალები ცნობილ წოპესთან, ვახტანგ ხურციძესთან, ცხვირის კორექციისთვის.

ქალები ცხადად ხედავენ თავიანთ გარეგნობაში ცვლილების აუცილებლობას. დღეს, მაშინდელისგან განსხვავებით, ესთეტიკური მედიცინა სწრაფად ვითარდება. თამუნა გვიყვება, რომ მაშინ კუს ნაბიჯებით მიდიოდნენ წინ და ყველაფერი ძალიან, ძალიან რთული იყო.

"სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და ნევროლოგიის განხრით ვაპირებდი მუშაობას. თუმცა იმ დროს, 90-იან წლებში, რაღაც ახალი აპარატი ჩამოვიდა, რომელიც მიოსტიმულაციას, "გალიფეების", მოდუნებული კუნთების აღდგენას, სხეულის დეფორმირებული ადგილების კორექციას აკეთებდა. ისე დამაინტერესა, საკუთარი თანხებით შევიძინე. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. არ ვიცოდი რას ვყიდულობდი, რა იყო, როგორ უნდა მოვქცეოდი".

აღმოჩნდა, რომ ექიმ-ენდერმოლოგმა, თამუნა იდუკაშვილმა ბევრი შრომის, სწავლის, ახალი ხედვების შეჯამებისა და ძლიერი სურვილის ფონზე შეძლო და დღეს "სტიმულს" ერთგული მომხმარებელი და ბევრი ახალი პაციენტი ჰყავს.
რატომ "სტიმული"?

"სტიმული" არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველა გზა მოსინჯა გასახდომად, საკუთარ სხეულს დეტალურად იცნობს და მისთვის ვარჯიშის პროცესიც არ არის უცხო, მაგრამ "სტიმულის" მიდგომები და აპარატურა სჭირდება.

ეს არის იმის შანსი, რომ იყო ისეთი, როგორიც გსურს. უზარმაზარი შესაძლებლობის აპარატურა განკუთვნილია ქალისა და მამაკაცის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა