City News
ავთო გვასალია
აფხაზეთში არ დავბადებულვარ. თუმცა, მგონია, რომ ჩვენ შორის განსაკუთრებული კავშირია. როდესაც მეკითხებიან სადაური ვარ, ვპასუხობ - მე ვარ აფხაზეთიდან და ვარ სოხუმელი. ჩემი მშობლები, ჩვენი ოჯახის რამდენიმე თაობა აფხაზეთში ცხოვრობდა. ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ მგონია, რომ რაღაც დროის შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდებით. მთავარია იმედი არ დავკარგოთ, განსაკუთრებით, ჩვენმა თაობამ. ალბათ ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, ომის შემდეგ დაბადებულები, რომ ჩვენც აფხაზეთიდან ვართ.

მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ბებია აფხაზეთზე განსაკუთრებულ ამბებს მიყვებოდა. იქაურ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე. ხშირად ამბობდა, რომ აფხაზეთის სილამაზეს ვერცერთი კუთხის სილამაზე შეედრებოდა. ასე, ბებიის მონათხრობით შევქმენი ჩემს წარმოსახვაში ჩემი აფხაზეთი და ჩემი სახლი. წარმოვიდგენდი ქუჩას, რომელზეც ეს სახლი დგას, ეზოს, ოთახების განლაგებასაც კი. წლების შემდეგ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა, სახლი Google earth-ით ვნახე. ხშირად შევდიოდი, ვაკვირდებოდი ახალი ფოტოები ხომ არ იყო დამატებული. რამდენიმე წლის წინ, როცა უკვე ტელევიზიაში ვმუშაობდი, დავუკავშირდი ერთ ჟურნალისტს, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს. თავიდანვე შევუთანხმდი, რომ მასთან მხოლოდ მეგობრობა მინდოდა და არ ვაპირებდი პოლიტიკაზე საუბარს. ცოტა რთული იყო, მაგრამ ჩვენი კომუნიკაცია შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ, ვთხოვე ჩემს სახლთან მისულიყო და ეჩვენებინა. ახლაც მძაფრად მახსოვს შეგრძნება, როცა მომწერა - გიგზავნი. წამებში, სანამ ვიდეო ჩაიტვირთებოდა, რეალურად უნდა მენახა ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ჩემს გონებაში ჯერ კიდევ ბავშვობაში გაჩნდა. რომელზეც ამდენი მსმენია და მიფიქრია. სხვათა შორის, რეალობა გავდა იმას, რასაც ბებო და მამა წლების განმავლობაში აღმიწერდნენ. მათთვის, საკუთარი ხელით აშენებული სახლის ნახვა კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა. განსაკუთრებით ბებოსთვის. ახლა იქ სხვა ოჯახი ცხოვრობს...

ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ჟურნალისტიკის და ტელევიზიის მიმართ. ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ტელევიზიაში პირველად შევდგი ფეხი და მას შემდეგ ეს პროფესია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სულ მაქვს განცდა, რომ ჟურნალისტის თითოეული სიტყვა, სიუჟეტი იარაღია, რომელიც დიდი ძალაა და ბევრი კარგი საქმის გაკეთების საშუალებას იძლევა. წლებია ვამბობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ერთი დღე მაინც ჩავიდე აფხაზეთში და გავაკეთო ჩემი საოცნებო რეპორტაჟი.

ავთო გვასალია, ჟურნალისტი
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა