City News
ანა ყიფიანი
აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ. ჩემთვის აფხაზეთი ბებოს მოგონებებია. მოგონებები განსაკუთრებულად ლამაზ სახლზე, რომელიც სოხუმში, ზღვის სანაპიროზე იდგა. სახლზე, სადაც სულ ისმოდა მუსიკის ჰანგები და რომელიც საოცარი ადამიანების შეკრების ადგილი იყო. დღემდე, ბებოსთვის ეს ყველაზე ძვირფასი მოგონებებია, რომელზე საუბრითაც არასდროს იღლება. როცა ჩვენთან სტუმარი მოდის, მისი პირველი კითხვაა - სოხუმელი ხომ არ ხარ? ფიქრებით სულ იქაა, მის საყვარელ ზღვის ნაპირზე, მაგნოლიებსა და ბამბუკებში... თითქოს, სულის ნაწილი აქვს იქ დატოვებული. დედასთვის ეს იმდენად რთული თემაა, რომ ცდილობს ამაზე არ ისაუბროს.

დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან ისინი გმირები არიან. წარმოდგენაც კი მიჭირს რამდენად რთულია შენი ცხოვრება დატოვო და ასე "უარაფროდ", ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ცხოვრება. ვერცერთი ფოტოს თუ ნივთის წამოღება ვერ შეძლეს. ერთადერთი, რაც აფხაზეთიდან სამახსოვროდ დარჩათ, მოგონებებია. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩემთვის, როდესაც ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ საიტზე მაჩვენა, რომ ჩვენი სახლი იყიდება...

ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ექიმებია. ოჯახში თითქმის არავინ უკრავს. თუმცა, ფაქტობრივად, ბავშვობიდანვე გადაწყდა ჩემი პროფესია რა იქნებოდა. ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა ჩემს მშობლებს ურჩიეს, ენის ბარიერის გამო, ბაღის მაგივრად კერძო პედაგოგთან ვეტარებინე. მასთან უნდა მესწავლა ქართულად ლექსები, საბავშვო სიმღერები, ცოტა ცეკვა და ა.შ. როგორც მიყვებიან, როგორც კი პიანინოსთან აღმოვჩნდი, ჩემებურად დაკვრა დავიწყე. პედაგოგმა ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მუსიკის მიმართ მალევე შენიშნა და მშობლებს ურჩია "ნიჭიერთა ათწლედში" გამეგრძელებინა სწავლა. 5 წლის ვიყავი, როდესაც ორკესტრთან ერთად პირველად დავუკარი ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. ინსტრუმენტს წესიერად ვერც ვწვდებოდი. კადრებში ჩანს, რომ სკამზე წიგნები მიდევს სიმაღლის მოსამატებლად.

17 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წავედი. ძირითადად, ევროპის ქვეყნებში მიწევს ცხოვრება და მუშაობა. პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო ერთი წელია თბილისში ვარ. თუმცა, მანამდე ყოველთვის ვცდილობდი, არდადეგები აქ გამეტარებინა. თბილისში ყოფნა ჩემთვის მაინც, განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული და ძალიან მიყვარს. ვამბობ ხოლმე, რომ პანდემიას ჩემთვის ერთი პლუსი მაინც ჰქონდა, რომ შევძელი სამშობლოში შედარებით დიდხანს დავრჩენილიყავი. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მენატრება აქტიური მუშაობის პროცესი, თვეში რამდენიმე გადაფრენა ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის, სცენა, კონცერტები... იმედი მაქვს, ძალიან მალე ყველა ერთად შევძლებთ და დავუბრუნდებით ჩვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ანა ყიფიანი,
პიანისტი
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა