City News
თამთა ცხვიტავა
პირველი, რაც აფხაზეთზე ფიქრისას მახსენდება, რა თქმა უნდა, ჩემი სახლია. ხშირად მესიზმრება ხოლმე. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან გამომიგზავნეს ფოტოები. ალბათ, ჯობდა არ მენახა... ჩემს მოგონებებში შემორჩენილი ჩვენი სახლი და ულამაზესი ბაღი გაპარტახებულია. ეზოში ხეებიც კი მოჭრილია.

სოხუმში ვცხოვრობდით. დღემდე კარგად მახსოვს გზა ჩემს სკოლამდე, რომელსაც ფეხით 7 წუთში გავდიოდი და შემდეგ გზა მუსიკალურ სასწავლებლამდე, რომელიც, ასევე, ახლოს იყო ჩემს სახლთან, სულ რაღაც 5 წუთის სავალზე.

როდესაც აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბა და სწავლაც არ განახლდა, თბილისში, ჩვენს ნათესავებთან ჩამოვედით და მე და ჩემმა ძმამ სწავლა აქ გავაგრძელეთ. ზაფხულში აფხაზეთში ისევ ჩავედით. ოღონდ, ამჯერად, ბებიასთან, დრანდაში. მახსოვს, მაშინ საკმაოდ ბევრი ხალხი დაბრუნდა, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ სახლში ვბრუნდებოდით. ცოტათი უჩვეულო იყო, როდესაც სწავლის დაწყებამდე ბებიამ დაიჟინა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ალბათ, გული უგრძნობდა... მშვიდად მივედით აეროპორტში და დავბრუნდით თბილისში. რამდენიმე დღეში კი, ყველაფერი შეიცვალა. ბებო დარჩა, თუმცა, რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ მანაც შეძლო წამოსვლა.

თბილისში ახალი ცხოვრების დაწყება, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი. ჩავაბარე "თეატრალურ უნივერსიტეტში" მუსკომედიის ფაკულტეტზე. გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში ვსწავლობდი. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარულ ბარში, "ვილსი". ჩემს გიტარისტთან ერთად ვმღეროდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი ხელფასიც.

მუსიკამ შემახვედრა ჩემს მეუღლესთანაც. როგორც თავად ამბობს, პირველად ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. პაატაც მუსიკოსია, პიანისტი. შემოქმედებით გზასაც, უკვე წლებია, ერთად გავდივართ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტები ჩემს შემოქმედებაში, ალბათ, მაინც არაერთი იყო. ბევრმა, 2008 წელს, რადიო "ნაცნობში" გაკეთებული ჩანაწერით გამიცნო. მალევე იყო საქართველოში პირველი ხმის ჩამწერი სტუდიის, "ბრავო რექორდსის" გახსნა. სჭირდებოდათ შემსრულებელი, რომელიც მათი კომპანიის პირველი ვარსკვლავი და სახე გახდებოდა. ზაზა შენგელიას მანამდეც არაერთხელ ჰქონდა ჩემი ნამღერი მოსმენილი. მის ამ შემოთავაზებაზე, რასაკვირველია, დავთანხმდი. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა რეპერტუარის, ალბომის, კლიპის მომზადებას. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც "სამეფო უბნის თეატრში" გამართული ჩემი სოლო კონცერტი იყო. განსაკუთრებული აუდიტორია მყავდა და კონცერტმაც წარმატებით ჩაირა.

დღეს მყავს არაჩვეულებრივი ბენდი, რომელთან ერთადაც საკმაოდ კარგი პროგრამა მაქვს შედგენილი. პანდემია რთული პერიოდია ყველასთვის. ამ ეტაპზე შემცირებულია კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თუმცა, მთავარია არ დავკარგოთ იმედი და საკუთარი საქმის სიყვარული.

თამთა ცხვიტავა,
მომღერალი
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა