City News
მურო თაკალანძე
ალბათ ამ რუბრიკის ყველა მონაწილეს აქვს ბედნიერება გაიხსენოს აფხაზეთი. იქ გატარებული წლები, გააცოცხლოს მოგონებები, განსაკუთრებულს და დაუვიწყარს რომ ხდის იქაურობას. ჩემთვის აფხაზეთის რეალური კადრები მხოლოდ ნაცრისფერია, რადგან ომის შემდეგ, 1997 წელს, თბილისში დავიბადე და 2007 წლამდე, ვიდრე ნაომარ მხარეს პირველად ვესტუმრებოდი, ჩემთვის აფხაზეთი მხოლოდ ისტორიები იყო, ისტორიები - ძალიან საყვარელი და საამაყო.

სწორედ ამ სიამაყემ და სიყვარულმა ჩამომიყალიბა იდენტობა - აფხაზეთიდან დევნილი ქართველი. მიუხედავად იმისა, რომ იქ არც დავბადებულვარ და არც მიცხოვრია, ეს ადგილი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე მკითხველი წარმოიდგენს.

აფხაზეთი ყველაზე მეტად შემაყვარეს ბებიამ და ბაბუამ, რომლებმაც ხავსმოკიდებულ, ნატყვიარ და უკარფანჯრო სახლში ხელმეორედ დაიწყეს ჩვენი ოჯახის ისტორიის გაგრძელება აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მართალია ბავშვობაში და სულ რამდენჯერმე, მაგრამ მეც მომეცა შესაძლებლობა რეალური აფხაზეთი მენახა. თუნდაც ისეთი, როგორზეც ქვემოთ გიამბობთ და რომელზეც უსასრულოდ საუბრობდნენ ჩემს ოჯახში.

დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვესტუმრე ჩემს მშობლიურ აფხაზეთს. მოგზაურობა ენგურის ხიდიდან დაიწყო, სადაც გულისცემის რიტმი სხვანაირად გადაეწყო. თითქოს მშობლიურ გარემოს ჩვეულებრივობა არ ეკადრებოდა.

მეგონა, რომ მონათხრობის ნახევარს მაინც ვნახავდი, თუმცა დამხვდა გადამწვარი და განადგურებული ისტორია, რომელშიც ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ჩემი ოჯახის წევრების მიერ აღწერილი კუთხისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობა. დამწვარ და დანგრეულ კედლებსაც კი ბოლომდე არ გასცლოდა შერჩენილი ბრჭყვიალა მარმარილო. გაჩერებულ საათზე, რომელიც ჩამოგლეჯილი ფარდის უკან ჩანდა, იკითხებოდა ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომის დროს გაჩერდა.

სახლში შესულს, ტყვიებით დახვრეტილი კედლები დამხვდა. თურმე ჩვენს სახლში ყოფილა აფხაზებისა და რუსი მეომრების დროებითი საცხოვრებელი ბაზა. სწორედ ამან გადაარჩინა ის გადაწვას და შემოინახა ისტორია ჯერ არდაბადებული შვილიშვილებისთვის - ჩემთვის და ჩემი უმცროსი ბიძაშვილისთვის.

შემდეგ, ჩვენმა აფხაზმა ნათესავმა ექსკურსია მომიწყო. ექსკურსია მანქანით, საიდანაც გადმოსვლა არ შეიძლებოდა, რადგან ზედმეტად ქართული გარეგნობა თვალშისაცემი არ ყოფილიყო. ასე, მანქანით, ერთ დღეში მოვიარე მთელი აფხაზეთი, სოხუმიდან - გაგრამდე. სოხუმის ცნობილ ბულვარში თითქოს ძველებურად თამაშობდნენ ნარდს შუახნის მამაკაცები, მაგრამ ცნობილი, ქვიშაზე მოდუღებული ყავა, რომელიც ყველას გამორჩეულად უყვარდა, არსად ჩანდა.
ალბათ ბევრი ისტორიის მსგავსად, ამ მძიმე წლებში მეც "შემთხვევით გაჩენილი" ბავშვი ვარ, რომელიც იმ იმედით გააჩინეს, რომ "რამე იქნებოდა". მერე იყო ბევრი წვალება და ბრძოლა გადარჩენისთვის: ერთი ტაფა მთელ საერთო საცხოვრებელს, საზიარო ტანსაცმელი, საზიარო ნივთები და ზოგჯერ ულუკმაპურობაც. მაგრამ, ისევე როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს დადებითი მხარე და ეს იმ შეუპოვარ მუროში გამოიხატება, რომლის კარიერულ გზაზეც ერთ-ორ სიტყვას გეტყვით...

2009 წელს, არდადეგებზე, აფხაზეთში წასულს, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან სწავლას "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში" გავაგრძელებდი. ამ დღიდან ჩემთვის ყველაფერი განსაკუთრებულად შეიცვალა. 2014 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და იქვე დავიწყე სტაჟიორად მუშაობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში. რამდენიმე თვეში სტუდენტური პროექტების კოორდინატორი გავხდი "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში". შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად გავაგრძელე მუშაობა პიარის სამსახურში. ამჟამად გაეროს კომუნიკაციების ოფიცერი, "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის" წინასაბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვარ. ამასთანავე, რამდენიმე ორგანიზაციას, როგორც ფრილანსერი, ვუწევ კონსულტაციას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.
ჩემს ძირითად საქმიანობებთან ერთად, ვარ სხვადასხვა მოდულის ტრენერი და ამ კუთხითაც ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

მიხარია, რომ მე აფხაზეთისთვის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც სასარგებლო საქმის კეთება დღეს თბილისიდანაც შემიძლია. ჩემი ერთ-ერთი პროექტი "გახდი საიდუმლო სანტა~ სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებას ემსახურება. წელს ამ პროექტის ფარგლებში ჩემს მშობლიურ, მაგრამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ 20 ბავშვს აუსრულდება საახალწლო სურვილები.

ვიცი, რომ ჩემია აფხაზეთი და მჯერა, რომ ოდესმე გავისეირნებ თოლიებით სავსე სოხუმის სანაპიროზე, აღდგენილი ტრადიციით - ქვიშაზე მოდუღებული ყავით ხელში.

მურო თაკალანძე, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა