City News
სალომე დემურია
პირველი, რაც აფხაზეთზე ფიქრისას ჩემს გონებაში ჩნდება, რა თქმა უნდა, არის ჩემი სახლი გალში. იქ დღესაც დგას ორასწლიანი მაგნოლიის ხე, უზარმაზარი ფესვებით. ამ ფესვებშია მთელი ჩემი ბავშვობა. ეს სახლი უკავშირდება ყველაფერ, ყველაზე ბედნიერს...

აფხაზეთის დატოვების შემდეგ, მომიწია ძალიან ბევრ ადგილას ცხოვრება, მუშაობა და მოგზაურობა თითქმის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ჩემთვის ის სახლი არის ადგილი, რომელიც ენითაღუწერელ შეგრძნებებთან ასოცირდება. იქ სუნიც კი განსხვავებულია და გულიც სხვანაირად ცემს. მახსოვს, ერთხელ, კალიფორნიაში ყოფნისას ვიგრძენი მსგავსი სუნი. რამდენიმე წუთით, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი. შეგრძნებების დონეზე მახსოვს და მიყვარს ყველა იმდროინდელი მოგონება.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე ვისაუბრო. ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ მე ვარ აფხაზეთიდან.

ექვსი წლის ვიყავი, ომი რომ ვნახე. ამ განცდებსა და ემოციებზე ბევრი საუბარი არ მიყვარს... ვფიქრობ, ჩვენ ეს თვალებში გვეტყობა. სწორედ თვალებში დარჩენილმა ამ "დიდმა რაღაცამ" მომიყვანა კინოში.

"თეატრალურ უნივერსიტეტში" სწავლისას ჩემთან ერთად საოცარი თაობა იზრდებოდა. არ ვიცი რა მოხდა და როგორ შეიძლება გამოირჩეოდე მათ შორის... ეს მხოლოდ შრომის შედეგი ვერ იქნება. მჯერა იმ ზებუნებრივი ძალების, რომელიც შენს თავზე განლაგდება და გაგიხსნის გზას... იყო ბევრი საინტერესო პროექტი, მთავარი როლები... წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. იანვრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფილმის გადაღებები მეწყება.

ძალიან საინტერესო იყო მუშაობა რუსუდან გლურჯიძის ფილმზე "სხვისი სახლი". განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ფილმის მიმართ. ფილმი არის აფხაზეთის შესახებ. თუმცა, არა ომის თემაზე. ის გვიყვება პოსტ-ომის სინდრომსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც მის დაძლევას ღირსეულად ცდილობენ. ამ ფილმთან ერთად მოვიარე მთელი მსოფლიო. ყველგან სიამაყით ვამბობდი, რომ მე აფხაზეთიდან ვარ და ეს არის ჩემი "პირადი" ფილმი. ინტერვიუების დროს მე მქონდა შესაძლებლობა აფხაზეთზე მელაპარაკა ყველაფერი, რაც მსურდა. სრულიად მსოფლიოს ვუთხარი ჩემი სათქმელი. მე ამ ომმა გამომწვრთნა და იმ ტკივილს, რომელიც მაქვს, არ ვერჩი, მჭირდება. ის, რაც ვნახე და გამოვიარე, არ უნდა მენახა, მაგრამ დღეს, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.


სალომე დემურია, მსახიობი
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა