City News
სითი POWER WOMAN - ხათუნა გაბრიჭიძე
ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა. "სითისთვის" კი, უკვე წლებია, მარტი ძლიერი, წარმატებული ქალბატონების აღმოჩენის და მათ შესახებ თქვენთვის მოყოლის თვეა. ამჯერად, ექიმ ხათუნა გაბრიჭიძის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც თავისი საქმიანობით ყველაზე მნიშვნელოვანს, ახალი სიცოცხლის დაბადებას ემსახურება.

პროფესია, რომელსაც წვლილი შეაქვს ახალი სიცოცხლის დაბადებაში. რას ნიშნავს იყო მეან-გინეკოლოგი?

მეან-გინეკოლოგი განსაკუთრებული ექიმია ქალის ცხოვრებაში. შენ, როგორც ექიმს, გაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო იმ დიდ ცხოვრებისეულ სასწაულში, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია, გაიზიარო ოჯახის დიდი ბედნიერება. თითოეულ მშვიდობით დასრულებულ ორსულობასა და მშობიარობას დიდი სიხარული მოაქვს. ამ დროს გეუფლება განცდა კიდევ ერთი გამარჯვებისა. თუმცა, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ პაციენტის გვერდით დგომა ყველაზე ნეგატიურ დღეებშიც არის საჭირო. მაგალითად, როდესაც ქალს ეუბნები, რომ ორსულობა შეწყდა ან ნაყოფს აქვს განვითარების ანომალია, ზუსტად ისევე განიცდი და გტკივა, როგორც პაციენტს და ეხმარები მას მძიმე დღეების გადალახვაში. გინეკოლოგიური თვალსაზრისით, ქალი განდობს ყველაზე ინტიმურ დეტალებს, მის ქალურ ჯანმრთელობას, რაზეც რეალურად არის დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება.

თუ გახსოვთ პირველად როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ინტერესი ამ პროფესიის მიმართ? რა იყო ამის მიზეზი?

მე პირველი ვარ ოჯახში, ვინც მოინდომა გამხდარიყო ექიმი. არ მახსოვს როდის გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ამ პროფესიისადმი ინტერესი, მაგრამ არჩევანი კი ზუსტი გამოდგა. ეს ნამდვილად ის არის, რაც მინდოდა. პროფესია, რომელსაც მოაქვს სიხარული, მოტივაცია და შესაძლებლობა იყო სასარგებლო, დაეხმარო ადამიანებს და წვლილი შეიტანო მათ ბედნიერებაში. განსხვავებით სხვა სპეციალიზაციის ექიმებისგან, რომლებიც მუდმივად ებრძვიან ავადობასა და სიკვდილს.

შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით?

ყველა ქალი ოცნებობს გამოიყურებოდეს ლამაზად, მიაღწიოს წარმატებას, ჰქონდეს არაჩვეულებრივი ოჯახი და გაზარდოს ჯანმრთელი შვილები. როგორც ვიცით, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თუკი არის ჯანმრთლობა. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ თავად არ ვუფრთხილდებით მას. ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია დავიწყოთ ადრეული ასაკიდანვე. პირველ რიგში, დედასა და გოგონას შორის ნდობის და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებით. მნიშვნელოვანია მოზარდს დროულად და გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრების შედეგებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, კონტრაცეფციაზე, აბორტის საფრთხეებზე. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი შვილები და მომავალი თაობა. ამაზე უნდა ვიფიქროთ თავიდანვე და მივცეთ მაგალითი. მინდა მშობლებმა იცოდნენ პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის შესახებ გოგონებსა და ვაჟებში, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველად პრევენციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოში. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 13-დან 18 წლამდე გოგონებისთვის. აქამდე მხოლოდ 10, 11 და 12 წლის გოგონებში იყო ხელმისაწვდომი უფასო ვაქცინაცია. ყველა ქალს მოვუწოდებ წელიწადში ერთხელ, რუტინულად ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, აწუხებს თუ არა რამე. ქალბატონებო, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით, მიირთვით ჯანსაღი საკვები, იძინეთ სრულფასოვნად და თავიდან აირიდეთ სტრესი. იყავით ბედნიერები ყველა ასაკში და ყველა სტატუსით.

წარმატებული კარიერა და ოჯახი. არ არის რთული ამ ბალანსის დაცვა?

კარიერის აწყობა მარტივი არ არის, მითუმეტეს, სამედიცინო სფეროში, რომელიც სავსეა ბარიერებით. ყველა პრობლემისა და წინააღმდეგობის გადალახვაში პროფესიისადმი სიყვარული მეხმარება. ოჯახიც, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობს. სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. მედიცინა მოითხოვს მუდმივ განვითარებას, სწავლას და პაციენტებთან უწყვეტ კომუნიკაციას, რასაც დიდი დრო მიაქვს. ვცდილობ ჩემს შვილებს ყურადღება არ მოვაკლო. ჩართული ვარ მათ აღზრდაში, სწავლა-განათლებაში. როდესაც გიყვარს ერთიც და მეორეც, შეუძლებელი არაფერია.

ფოტოგრაფია, როგორც განტვირთვის საშუალება...

ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. სამწუხაროდ, საკმარისი დრო არ მრჩება კამერისთვის... ჩემი აზრით, ფოტოგრაფია უნივერსალური ენაა, რომლის საშუალებითაც ამყარებ კავშირს გარე სამყაროსთან. ის გაძლევს სამყაროს აღქმის ახალ შესაძლებლობას და განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას. კამერის მიღმა ისეთი დეტალები ხდება შესამჩნევი, რასაც ზოგადად ვერ ხედავ ხოლმე ან არ აქცევ ყურადღებას. ფოტოგრაფია, ჩემთვის, სამყაროს უფრო რეალურად წარმოაჩენს...

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა? მთავარი მიზანი როგორც პროფესიული, ასევე პირადი მიმართულებით?

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ერთადერთი, რასაც უფალს შევთხოვ, მშვიდობაა. მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ჩემი მთავარი მიზანი კი, ჩემი შვილების ბედნიერი მომავალია. რაც ეხება პროფესიულ მიმართულებას, ჩვენს დარგში დიდია ზრდის და თვითგანვითარების საშუალება. არ ვაპირებ გაჩერებას. სწავლა და განვითარება ერთადერთი რამაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო.


ავტორი: ანა არაბიძე / ფოტო: ზურაბ ცერცვაძე / მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი / ვარცხნილობა: ეკატერინე ჩანჩიბაძე
გადაღების ადგილი: სასტუმრო Unfound door


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა