City News
Entourage - სივრცე თქვენი სილამაზისთვის
დღესდღეობით, სხვადასხვა მომსახურების მისაღებად, სულ უფრო და უფრო ხშირად ვეძებთ საუკეთესო სივრცესა თუ პროფესიონალ სპეციალისტებს. ამისათვის, ვისმენთ მეგობრებისა და ნაცნობების რეკომენდაციებს. ძირითადად კი, მაინც სოციალურ ქსელებს მივმართავთ, სადაც ინფორმაციას და ყველაზე გულწრფელ შეფასებებს მარტივად ვპოულობთ. სახელი და გვარი, რომელიც უკვე დიდი ხანია განსაკუთრებულ შეფასებებთან ასოცირდება - ბაია კონდრატიევაა. ბაია ესთეტიკური მედიცინის სფეროში უკვე 9 წელია მოღვაწეობს. მის პროფესიონალიზმსა და პაციენტების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მისი პაციენტები ყოველთვის გამორჩეულად საუბრობენ. სულ ახლახანს, ბაიამ არაჩვეულებრივი სივრცე, სახელად "ანტურაჟი" გახსნა. "ანტურაჟი", ეს ლამაზი ჟღერადობის სიტყვა, გარემო პირობების ერთობლიობას აღნიშნავს. აქ მართლაც განსაკუთრებული, დახვეწილი გარემოა. ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც სილამაზისა და ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. რაც მთავარია, მოსულ სტუმრებს პროფესიონალთა საოცრად თავაზიანი და მოწესრიგებული გუნდი მასპინძლობს.

რამდენი ხანია რაც ესთეტიკური ცენტრი "ანტურაჟი" გაიხსნა?

ესთეტიკური ცენტრი "ანტურაჟი" დაახლოებით, ერთი თვეა რაც გავხსენი, თუმცა, ესთეტიკური მედიცინის სფეროში უკვე 9 წელია ვმოღვაწეობ. ხშირად მითქვამს, რომ გზა, რომელიც დღემდე გავიარე, მარტივი არ ყოფილა. საქმისა და პაციენტებისადმი სიყვარული, მთავარი მოტივაციაა ამ გზაზე.

რა ტიპის მომსახურების მიღება შეიძლება კლინიკაში?

ჩვენს ესთეტიკურ ცენტში შესაძლებელია სრული კოსმეტოლოგიური მომსახურება, დერმატოლოგის კონსულტაცია და ლაზერული ეპილაცია. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ესთეტიკური ცენტრის ლოგო, რომელიც თანასწორობის სიმბოლოა და მოიაზრებს ესთეტიკური მედიცინის მნიშვნელობას როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.

მომიყევით გუნდზე, რომელიც ქმნის "ანტურაჟს"

"ანტურაჟი" - ეს ლამაზი ჟღერადობის სიტყვა, გარემო პირობების ერთობლიობას აღნიშნავს. იმ პოზიტიური გარემო პირობების ერთობლიობას, რომელსაც ჩემი გუნდი და მე ვქმნით: ცოდნის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, პაციენტისადმი დიდი სიყვარულის, ზრუნვის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით… ყველა სპეციალისტი გახლავთ ექიმი და საკუთარი საქმის პროფესიონალი.

როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ესთეტიკურ მედიცინაში მთავარი გამოწვევა?

დღევანდელ რეალობაში სტერეოტიპული გახდა სილამაზის აღქმა და სამწუხაროდ, ხშირად ზომიერების შეგრძნება ეკარგებათ პაციენტებს. ესთეტიკური მედიცინის მთავარი გამოწვევა დღეს ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაა. მეცნიერების დამსახურებით, უამრავი საშუალება არსებობს დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ამავდროულად, არ უნდა დავკარგოთ მთავარი ხიბლი, შარმი და ის ინდივიდუალიზმი, რაც თითოეულ ადამიანს გააჩნია.

ახლა გაზაფხულია. როგორია ზოგადი რეკომენდაციები ამ პერიოდისთვის. რა პროცედურების გაკეთებაა რეკომენდებული კანის ზაფხულისთვის მოსამზადებლად?

არსებობს ზოგადი რეკომენდაციები კანის ზაფხულისთვის მოსამზადებლად. ესენი გახლავთ - გარქოვანებული (ზედაპირული) უჯრედების ექსფოლიაცია (აშრევება), წმენდა, მსუბუქი პილინგი და კანის დატენიანება (ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმალიფტინგი) ასაკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ დატენიანება სჭირდება ყველა ტიპის კანს. ასევე, ნებისმიერი სქესისთვის უმნიშვნელოვანესია მზისგან დამცავი ნელსაცხებლის გამოყენება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენი და თქვენი გუნდის შესახებ, სოციალურ ქსელებში ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით წერენ. პროფესიონალიზმის გარდა, ყველა ხაზგასმით აღნიშნავს თქვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პაციენტების მიმართ... მსგავსი სიყვარულის დამსახურება ნამდვილად არაა მარტივი...

ჩემთვის ყოველი პაციენტი თანასწორია და თითოეული მათგანი საოცრად დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რადგან პაციენტი მანდობს ყველაზე ძვირფასს რაც მას გააჩნია - საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია მოხდეს მისი სურვილისა და ჩემი შესაძლებლობების თანხვედრა. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ გავარკვიო პროცედურის არსში, შევადგინო მისი ანამნეზი, გავაფრთხილო მოსალოდნელი გართულების შესახებ… ვთვლი, რომ პაციენტის ინფორმირებულობა წარმატებული პროცედურის საწინდარია.

ბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია. ნახევრად უკრაინელი ვარ, უკრაინაში ცხოვრობს ბევრი ჩემი ნათესავი და იმის ყურება, რაც ახლა იქ ხდება, ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია.


ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ნათია ასანიძე/ LIG Studio
მისამართი: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი #49


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
სამშენებლო კომპანიის მართვა
ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი
პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს.
07:12 / 09.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა