City News
ხარისხზე ორიენტირებული "ზაჰა ქონსთრაქშენი"
სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს. "ზაჰა ქონსთრაქშენმა", სამშენებლო სექტორში 25-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდით, "იორკ ჰოლდინგ ჯგუფის" სამშენებლო-საინჟინრო მიმართულება ჩაიბარა.

ამ ყველაფერს კი, სათავეში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ლორთქიფანიძე უდგას. იგი 10 წელია აღნიშნულ ბიზნესშია. მონაწილეობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო, გლობალურ და ადგილობრივ მასშტაბურ პროექტებში. მან, პრაქტიკულად, დააფუძნა ჰოლდინგის სამშენებლო ბიზნესი და გააკეთა ამისთვის მთავარი - შეკრიბა გუნდი, შექმნა სტრატეგია და დაიწყო პროცესები.

ამჟამად, კომპანია მუშაობს ორ მასშტაბურ პროექტზე ლისის ტბასა და ტაბახმელაში. პროექტები გულისხმობს არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სხვადასხვა სახის დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტებს არ აქვთ მხოლოდ საცხოვრებელი დანიშნულება. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, დაისვენოს, იმუშაოს და ამავდროულად, განიტვირთოს. გარდა ამისა, დაწყებულია "ბაზალეთი რეზორტის" წინა-სამშენებლო სამუშაოები 2 000 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, რომელიც საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებს, ასევე სასტუმროს და მრავალფეროვან კომერციულ, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ობიექტებს მოიცავს. `ვამაყობთ, რომ ბაზარზე ლიდერის როლი მოვირგეთ, გავუძელით პანდემიის პერიოდს და ავაგეთ ჩვენი ბიზნესის მყარი საფუძველი", - განუცხადა მარიამ ლორთქიფანიძემ ჟურნალ "სითის".

საქართველოში უამრავი სამშენებლო ბიზნესია, რა გამოარჩევს "ზაჰა ქონსთრაქშენს"? რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა?

პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ღია კომუნიკაციით და მიზანმიმართული თანამშრომლობით მუშაობს ნულიდან გასაღების ჩაბარებამდე. სხვაგვარად მიუღწეველი შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ სერვისს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ერთი ფანჯრის" კონცეფციას. ვფიქრობ, როდესაც ინვესტორები არქიტექტორებთან, მშენებლებთან, ინჟინრებთან და შემფასებლებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან, სწორედ მაშინ იბადება საუკეთესო იდეები. ეს გზას ხსნის კრეატიული გადაწყვეტების დასამკვიდრებლად რაც, თავისთავად, იწვევს ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას და ეფექტიანობის ზრდას.

ამას გარდა, გვაქვს თანამედროვე სისტემები და ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ, რაც აჩქარებს ნებისმიერი მშენებლობის პროცესს, მომგებიანია როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვის, ანუ ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაში, ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ სხვა კომპანიებს, ტექნიკურ-სისტემური უზრუნველყოფით გამოწვეული უპირატესობის გამო.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამშენებლო ბიზნესი და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას?

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კომპლექსურია, ზოგ შემთხვევაში არის მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის გამო, ხშირად ვხვდებით შეფერხებებს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, რაც თავისთავად, ზეწოლას ახდენს რიგ კომპანიებზე. აუცილებელია გაიზარდოს ბაზარზე მიწოდება, რათა ნაწილობრივ მაინც, შემცირდეს ფასების ზრდა.

ასევე, საკმაოდ რთულია საქართველოში კვალიფიციური პერსონალის მოძიება, თუმცა, მაინც დავძლიეთ ეს გამოწვევა. ჩვენი კომპანიის ძირითადი აქტივი გამოცდილი კადრებია. "ზაჰა ქონსთრაქშენი" დღეისათვის 25-მდე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული და ეს ადამიანები ჩვენი სიმდიდრეა, რადგან მათ კონკრეტული საინჟინრო მიმართულებით მუშაობის ათეული წლის გამოცდილება აქვთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის ბირთვსა და ტვინს. ეს ადამიანები პროექტის დასაწყისისა და განვითარების თითოეულ ეტაპს განსაზღვრავენ და გეგმავენ. ცხადია, პროექტის შემდგომი განვითარება უკვე სპეციალისტი მუშა-პერსონალის საქმე და კომპეტენციაა. ამ მიმართულებითაც კომპანია კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. დღევანდელი მდგომარეობით, "ზაჰა ქონსთრაქშენში" დაახლოებით, 140 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, მომავალ ორ წელიწადში ეს ციფრი მინიმუმ, გაორმაგდება.

მე ასევე, მტკიცედ მჯერა მომავალი თაობის. მუდმივად ვართ ტალანტების ძიებაში და გვინდა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განვითარებას სამშენებლო სფეროს მიმართულებით. სულ ახლახანს, "ზაჰა ქონსთრაქშენსა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების მომზადებას და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას. პროექტს დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ და დარწმუნებული ვართ ბევრ საინტერესო კადრს აღმოვაჩენთ თანამშრომლობის პერიოდში.

შეგიძლიათ გაგვიმხილოთ რამდენიმე სამშენებლო პროექტი, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ?

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი კვ.მ მშენებლობა უკვე დაგეგმილი გვაქვს. ეს ყველაფერი, ძირითადად, "იორკ ჰოლდინგ ჯგუფის" პროექტების მეშვეობით განხორციელდება. თუმცა, აქტიურად ვმუშაობთ მესამე მხარეებთანაც. "იორკ თაუერსთან" ერთად გადავდივართ "ლისი ვიუს" და "იორკ თაუნის" მშენებლობის მეორე ფაზაზე, რაც საკმაოდ დიდ მასშტაბებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში ვიწყებთ "ბაზალეთი რეზორტის" პროექტს. ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ. მისი განხორციელება დიდ სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით და როგორც უკვე აღვნიშნე, თავისთავად დააყენებს დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგების საჭიროებას.

დაბოლოს, ამხელა გუნდის მართვა გარკვეულ სტრატეგიას და მართვის სტილს მოითხოვს. საინტერესოა, როგორია მარიამ ლორთქიფანიძის მიდგომა?

"ზაჰა ქონსთრაქშენის" გუნდის წევრების უმრავლესობა უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს სრულ კვლევით, საინჟინრო და საპროექტო მომსახურებაზე. ეს იმ დროიდან, როდესაც ამ საქმის მთავარი იარაღი ე.წ. "მეტრიანი" და ქაღალდი იყო. დღეს კი, ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უახლესი ტექნოლოგიით, რათა პროექტზე მუშაობის პროცესი უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე ზუსტი და ჭკვიანი შესაძლებლობებით.

ჩვენი გუნდის წევრები პროფესიონალები არიან, ლიდერები თავიანთ საქმეში. შესაბამისად, ჩემი მართვის სტილი ჰორიზონტალურია და არა ვერტიკალური. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის იდეებს და მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებებამდე. ჩემი მიზანია გუნდის წევრების წახალისება, მოტივირება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა.

ავტორი: თეა ხოფერია
ფოტო: LIG Studio
ლოკაცია: Courtyard by Marriott Tbilisi
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ
ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე
კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს,
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი
პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან
თბილად მახსენდება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი მოგონებები უკრაინასთან და უკრაინელებთან ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება.
09:07 / 13.04.2022
ნამდვილი ქართული, უფრო სწორად კი, იმერული და კიდევ უფრო დაზუსტებით,
ნამდვილი ქუთაისური სუფრა შუაგულ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩის 46 ბ
ნომერში, ახლადგახსნილ რესტორანში -
ნამდვილი ქართული, უფრო სწორად კი, იმერული და კიდევ უფრო დაზუსტებით, ნამდვილი ქუთაისური სუფრა შუაგულ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩის 46 ბ ნომერში, ახლადგახსნილ რესტორანში - "იმფერი" დაგხვდებათ.
16:27 / 05.04.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა