City Story
რთველი შატო მუხრანში
პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის ივანე მუხრანბატონის მიერ შექმნილი მეღვინეობის უნიკალური ტრადიციის გაგრძელებაა. "შატო მუხრანი" ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახს, მარანს, სასახლესა და ისტორიას.
მუხრანის ღვინის წარმოება მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს ივანე მუხრანბატონს უკავშირდება. მან ჯერ კიდევ 1876 წელს საფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო. "შატო მუხრანში" ღვინის დაყენება მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. მარანი ვენახებთან ახლოსაა გაშენებული და დანიშნულების ადგილამდე ყურძნის მისატანად მაქსიმუმ 15 წუთია საჭირო.
უკვე 8 წელია "შატო მუხრანში" ტრადიციად იქცა რთველში სტუმრების მასპინძლობა, რომლებიც სასახლის ულამაზეს ტერიტორიაზე დილიდან იწყებენ შეკრებას. რთველი 2015 მუხრანბატონების მამულში წელს 18 ოქტომბერს გაიმართა და იქაურობა ქართული კულტურის ნამდვილ ცენტრად გადაიქცა. 



პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. პანოს ასლი ამიერიდან "შატო მუხრანის" სასახლეში დაიდებს ბინას. წელს, რთველის პარალელურად, სტუმრების მიღების განსაკუთრებულ მიზეზად საქართველოს მნათობად წოდებული წმინდა ქეთევან დედოფლის (1570-1624 წწ.) მოწამეობრივი ცხოვრებისა და აღსასრულის ამსახველი პანოს ასლის გახსნა იქცა. პანო ქალაქ ლისაბონში დაგრასას მონასტერში დაცული გრავიურის ზუსტი ასლია, რომელიც დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით. პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. პანოს ასლი ამიერიდან "შატო მუხრანის" სასახლეში დაიდებს ბინას.
სტუმრებმა თავდაპირველად ვენახში გადაინაცვლეს და ყურძნის კრეფას შეუდგნენ. ყურძენი ძალიან სწრაფად საწნახელში აღმოჩნდა და ღვინის დაწურვაც დაიწყო. ახლა მან დიდი გზა უნდა გაიაროს, ვიდრე იმ ღვინოდ იქცევა, რომელსაც "შატო მუხრანის" სტუმრები მოსვლისთანავე მოიკითხავენ ხოლმე. "გორული მწვანე", "შავკაპიტო", "თავკვერი" თუ "მუსკატი" _ "შატო მუხრანში" ყველა სტუმრისთვის სასურველი ღვინო ყოველწლიურად იწურება, სასახლის კარი კი, რა თქმა უნდა, სტუმრებისთვის ყოველდღე ღიაა.

სითი: ლიკა მენაღარიშვილი
ფოტო: ირა კურმაევა 
იხილეთ ფოტოგალერეა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა