სილამაზე კახეთში
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს


თუმცა შემოდგომა მევენახეობისა და მეღვინეობის მხარეში მაინც განსაკუთრებულია.
თუ ერთხელ მაინც ხართ კახეთში რთველში ნამყოფი, შეუძლებელია თქვენმა შემოდგომამ ამ დღის გარეშე ჩაიაროს; აუცილებლად გეგმავთ მეგობრებთან ერთად წასვლას და არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენედ ესწრებით რთველს, ყველა აქტივობაში ჩურჩხელის ამოვლებით დაწყებული საწნახელში ყურძნის ჩაყრით დამთავრებული, დიდი სიხარულით ერთვებით.

"სითის" ოქტომბრის ნომრის ერთ-ერთი მთავარი ფოტოპროქტიც შემოდგომის კახეთიდანაა. თუმცა ვენახში გადაღებული ფოტოები ამჯერად კადრს მიღმა დარჩა. სტუმრებთან ერთად "ყვარლის ედემში" რთველის წინა დღეს ჩავედით. ულამაზესი ტერიტორიის დათვალიერება ჩვენი სპეციალური პროექტის მონაწილეებმა ჩასვლისთანავე დაიწყეს. ყველამ თავისი პროგრამა შეარჩია ზოგი საჯინიბოში გაიქცა, ზოგი  ღია აუზზე და სამასაჟო ოთახში, ნაწილმა კი სავარჯიშო დარბაზს მიაშურა. ეს ორდღიანი მოგზაურობა კახეთში უკვე კარგად აღწერილი რთველის ტრადიციულ დღის განრიგს ოდნავ ასცდა და ცოტა უცნაურად განვითარდა. ქალბატონები _ ყოფილი მოდელები, მსახიობები, ტელეწამყვანები კახეთში მამაკაცების გარეშე დავპატიჟეთ და ჩვენს სტუმრობას "სილამაზე კახეთში" დავარქვით. პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე ფოტოების გადაღება მთავარი აქტივობების დასრულების შემდეგ მოვახერხეთ და "სითის" არქივს ლამაზი ქალბატონების კიდევ ერთი პროექტი შევმატეთ სახელად "სილამაზე კახეთში".

სითი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: კახაბერ შარტავა 
იხილეთ ფოტოგალერეა
Print