City მთავარი თემა
სითი გოგო - ანი ფხაკაძე
სექტემბრის დასაწყისში ჩემს მშობლებთან ერთად გავემგზავრე "ლანსერჰოფში" დეტოქს - ის გასაკეთებლად. ლანსერჰოფი ავსტრიაში ქალაქ ლენსში მდებარეობს, ამ გამაჯანსაღებელ სასტუმროს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ
სხვადასხვა მიზნით: ზოგი წონაში დასაკლებად მიდის, ზოგიც გამოკვლევებისთვის, ზოგი, უბრალოდ, დეტოქსს იტარებს და ცდილობს ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას. სასტუმრო "ლანსერჰოფი" შუა ტყეში მდებარეობს. ცალკე თემაა ამ ტერიტორიის ჰაერი და ბუნება, რომელიც შეუძლებელია მსოფლიოს რომელიმე სხვა საკურორტო ქალაქს შეადარო.

ჩასვლის პირველსავე დღეს შევხვდი მთავარ ექიმს, რომელმაც ჩემს რეჟიმსა და ცხოვრების წესზე კითხვები დამისვა. ამ შეხვედრის შემდეგ ექიმი, როგორც წესი, ნიშნავს პროცედურებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭირო და ეფექტიანია პაციენტისთვის. პროცედურების პარალელურად ინიშნება დეტოქს-დიეტა. დეტოქსი დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.


ეს არ არის დიეტა, ეს არის ყველა ადამიანისთვის საჭირო და, ალბათ, აუცილებელიც _ ორგანიზმის გაწმენდა. თითოეული პაციენტისთვის დგინდება სპეციალური, ინდივიდუალურად მასზე მორგებული დეტოქს-დიეტა და გამაჯანსაღებელი გეგმა."ლანსერჰოფში" ყველა სტუმარი ჩასვლის წუთიდან ივიწყებს ყავასა და ტკბილეულს. აქ ყველანაირი რძის პროდუქტი შეცვლილია ულაქტოზო ალტერნატივებით. ჩემი დეტოქს-დიეტა არ იყო ძალიან მკაცრი, ვინაიდან ექიმმა კილოგრამების დაკლება არ ჩათვალა საჭიროდ. ვჭამდი თითქმის ყველაფერს, თუმცა, რა თქმა უნდა, "ლანსერჰოფში" ყველაფერი არის ორგანული, სპეციალური ზეთითა და ინგრედიენტებით მომზადებული. მე შემეძლო მიმეღო თევზიც და ხორციც, მაგრამ იქ იყვნენ პაციენტები, რომლებიც დღის განმავლობაში ან მარტო ბოსტნეულს ჭამდნენ, ან მხოლოდ ჩაის სვამდნენ. დილა "ლანსერჰოფში" საკმაოდ ადრე, 7 საათზე იწყება. ამ დროს მე უკვე ტყეში გავდიოდი სავარჯიშოდ. ტრენერი სხვადასხვა დილის ვარჯიშს გვაკეთებინებდა. ამის შემდეგ დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მიწევდა ვარჯიში.საუზმეზე ვიღებდი მხოლო ჩაისა და წიწიბურას პურს. საუზმის შემდეგ ტარდება იოგისა და პილატესის ვარჯიშები, რომელსაც შეგიძლია დაესწრო. დანარჩენი დროის განმავლობაში კი იტარებ სხვადასხვა პროცედურას. მე გავიკეთე ბევრი დეტოქს-მასაჟი და აბაზანა, რომლებსაც კანზე საოცარი ეფექტი ჰქონდა. "ლანსერჰოფს" აქვს ცალკე დერმა განყოფილება, სადაც ძალიან ძლიერი კოსმეტოლოგები მუშაობენ სახის კანზე. ამ პროცედურების გარდა, დანიშნული მქონდა სხვადასხვა მასაჟი; ზოგი რელაქსაციისთვის, ზოგიც - მენტალური ჯანმრთელობისთვის, რომელიც მსუბუქ ჰიპნოზსაც შეიცავდა.


"ლანსერჰოფში" აუცილებელია ბევრი დეტოქს-ჩაის დალევა, რომელიც ასევე ორგანიზმს წმენდს და პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ვარჯიშიც, რომელიც "ლანსერჰოფში" ძალიან სასიამოვნოა. საჭიროების შემთხვევაში, ყველა სტუმარს დამატებითი წამლებით ამარაგებენ. მაგალითად, მე დღემდე ვაგრძელებ ვიტამინებისა და რკინის მიღებას. ყოველ საღამოს ექიმები და ტრენერები ატარებენ შეხვედრებს და საუბრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იცხოვრო და პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ვარჯიშიც, რომელიც "ლანსერჰოფში" ძალიან სასიამოვნოა. შესაძლებელია ტყეში გასვლა და ველოსიპედით სეირნობაც, "ჰაიკინგი" და ა.შ.
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს დეტოქსი; ამისთვის არ არის აუცილებელი "ლანსერჰოფში" ყოფნა, დეტოქსის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. გასათვალისწინებელია, რომ დეტოქსი მხოლოდ კვებით არ შემოიფარგლება, ეს არის ვარჯიში, გარემო და რაც მთავარია, შემართება, რომელიც "ლანსერჰოფში" ძალიან მარტივი მისაღწევია. ეს არის ყველაზე მშვიდი, სუფთა და ჯანსაღი გარემო, სადაც ოდესმე ვყოფილვარ.

ფოტო:ლიგ სტუდიო
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
თეგები ანი ფხაკაძე /
ამავე კატეგორიაში
ჩემი პირველი
ალბომი
ჩემი პირველი ალბომი
10:34 / 08.07.2019
ჩემი პირველი
ალბომი
ჩემი პირველი ალბომი
10:34 / 08.07.2019
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის
ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ
იქნება.
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა