City Story
ისტორია , შორენა ბეგაშვილი, სპეციალური პროექტი
შორენას გაცნობისას რწმუნდები, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი, თუკი ძალიან მოინდომებ. ბევრი სირთულის მიუხედავად, ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და არც დაშვებული შეცდომების შეშინებია. ბევრმა ლანძღვამ და მისი მიმართულებით ნასროლმა ტალახმაც არ გააბოროტა, გარკვეულწილად დაეხმარა კიდევაც ბევრი შეცდომის გააზრებაში. შორენა იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც კრიტიკა ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც კი არ თრგუნავს, არამედ აძლიერებს და საკუთარ თავზე მუშაობის მეტ სტიმულს აძლევს. მსახიობის კარიერა რომ არა, ასეთი ხასიათითა და შემართებით, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ კარიერასაც შეიქმნიდა, თუმცა თავად ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ზუსტად იქ, სადაც არის. სურს, კიდევ დიდხანს იყოს მოთხოვნადი სახე სარეკლამო ბაზარზე, იღებდნენ კინოშიც და გამოიყურებოდეს ისევე კარგად, როგორც ახლა.

თუ გქონდა შენი კარიერის დასაწყისში დახმარება და გვერდში დგომა ოჯახის წევრების, ან სხვა ადამიანების მხრიდან?
ძალიან მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი გამიკეთა მამაჩემმა, ან ბიძამ, ან სხვა ვინმე ახლობელმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თუმცა დედაჩემი, ნინელი ბაიდოშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც სულიერად ძალას მაძლევდა, გვერდში მედგა.ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი, თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი. სტანდარტული თამაშებით არ ვერთობოდი, სულ ქუჩის კატებს მოვათრევდი ხოლმე სახლში. ძუნგლიან, აკნავებულ კნუტებს სადმე ვიპოვიდი, ვაბანავებდი და ეს იყო ჩემი უდიდესი ბედნიერება. დედა არ მიშლიდა ამას.ახალ უბანში ვცხოვრობდი _ შეჩერებული მშენებლობებით, ამწეებითა და სხვა მიგდებული სამშენებლო მასალებით. დროდადრო ჩემი მეგობრები ჩამოვარდებოდნენ ხოლმე ამწიდან, ან შენობიდან, მერე ჩვენ, დანარჩენები ვაკითხავდით საავადმყოფოში და ასე გადიოდა დრო რუსთავში.
რუსთავში რომ ცხოვრობდით, უკვე პოპულარული იყავი?
კი, იმიტომ რომ მე-8 კლასში რუსთავის სკოლებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ვმუშაობდი რუსთავის საბავშვო თეატრში, ტელევიზიაში. რუსთაველები მიცნობდნენ.

ვინ იყო შენთვის მაშინ მისაბაძი მსახიობი, მომღერალი და შთაგონების წყარო?
იმ დროს პოპულარული იყო ინგლისური პოპ ჯგუფი Spice Girls. პირველად რომ დავხედე მათ ფოტოს ჟურნალში, ეს იყო წარმოუდგენელი სილამაზე ჩემთვის ლამაზი გოგოები, საოცარ ჩექმებში, შორტებში, ტოპებში, ლამაზად შეღებილი თმებით. მაშინ მივხვდი, რომ აქ არ იყო ჩემი ადგილი, შეიძლებოდა უკეთ ცხოვრება და უკეთესი სამყაროს პოვნაც.
სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
არცერთი საგანი არ მიყვარდა, მაგრამ ყველაფერს ვსწავლობდი ბეჯითად. მათემატიკაში მეც, როგორც ჩემს შვილს, ცუდი ნიშნები მყავდა, მაგრამ სხვა დანარჩენ საგნებს ვიზუთხავდი, იმიტომ რომ მჭირდებოდა. ღამეებს ვათენებდი სწავლაში.
მომავალი პროფესია ბავშვობიდან აირჩიე?
საერთოდ, ჟურნალისტობა მინდოდა, თეატრალურში კი იმიტომ ჩავაბარე, რომ ჯერ იქ იყო გამოცდები. წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვცდიდი ბედს. დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, რადგან კარგად ვსწავლობდი. თეატრალურის სტუდენტი ისე გავხდი, არავინ დამხმარებია. პარალელურად სულ ვმუშაობდი. მოგვიანებით ჭოლამ ამიყვანა ვაკის სარდაფში და მას მერე არ გავჩერებულვარ, სულ მაქვს სამსახური და ბედს არ ვუჩივი. თავდაპირველად მართლა არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა თეატრალურში სწავლა. ახლა კი სხვა პროფესია ჩემთვის წარმოუდგენელია.
თეატრალურში რომ ჩააბარე, უკვე პატარა ევა გყავდა, როგორ ახერხებდი სწავლას, მუშაობას და დედობას ერთდროულად?
17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ახლა უკვე ულამაზესი 13 წლის ევა მყავს. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ჩემთვის შვილი ტვირთი იყო, თუმცა მაინც ადრე იყო ჩემს ასაკში ბავშვი. გადაღებების დროს ევას ტელევიზიაში შეერთებულ სკამებზეც ხშირად სძინებია, ყველგან თან დამყავდა, რადგან დამტოვებელი არ მყავდა. ჩემთან როცა იყო, არ ვნერვიულობდი და მშვიდად ვმუშაობდი
ხშირად ჩანხარ სხვადასხვა სააგენტოს ახალ ამბებში შვილთან ერთად. შენსაზე არანაკლებ ხშირად აზიარებენ მის ფოტოებს სოციალურ ქსელში და პოპულარულობას, ალბათ, ისიც არ უჩივის... მომიყევი ევაზე.
ევა მე-9 კლასშია და ჯერ პროფესია არ აურჩევია. ემზადება ფრანგულში, ინგლისურში, რუსულში. მათემატიკაში კი ჩემნაირია... ჰუმანიტარული განხრით არის ძლიერი უფრო და ამიტომ ვასწავლი ენებს.ჩვენ მეგობრები ვართ, თუკი საზღვარგარეთ მიწევს წასვლა, ევაც აუცილებლად მიმყავს. კარგია, რომ ჩემ გვერდით გაიზარდა და ხედავდა, როგორ ვშრომობდი, როგორ მივაღწიე ყველაფერს. ხალხი ჩემზე უამრავ სიბინძურეს ლაპარაკობდა, თუმცა ჩემი შვილი რეალურად ხედავდა, რას ვაკეთებდი და დღეს ჩემით ამაყობს. ორივეს ერთმანეთი გვეამაყება, ის ჩემი სიმდიდრეა.
ახლა ჰიპ-ჰოპითაა დაინტერესებული. დადიოდა ტანვარჯიშზე, ცურვაზეც სულ დადის. ძალიან სპორტული აღნაგობა აქვს, ლამაზია. ჩემი ყველას სჯობსო, რომ ამბობენ მშობლები, მეც სულ ასეთი შეგრძნება მაქვს. შემიძლია მასზე დაუსრულებლად ვილაპარაკო...

შორენა, შენს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც ადამიანები არა მარტო გაქებდნენ, არამედ ბევრი ნეგატივიც მოდიოდა შენი მისამართით; ჟურნალ "ფლეიბოისთვის" შენმა გულახდილმა ფოტოსესიამ, ასევე გადაცემამ "ღამე შორენასთან" დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ისე შემიძულეს, მგონი, ყველა უბედურებაში მე მადანაშაულებდნენ, თუკი ვინმე საყვარელს გაიჩენდა, იმასაც მე მაბრალებდნენ. ახლა ვფიქრობ, რომ ასეთ გადაცემას განსხვავებული ფორმით მივაწვდიდი საზოგადოებას. იყო ასეთი პერიოდიც, ამბობდნენ, რომ შტერი ვარ და ლაპარაკი არ ვიცი, რომ შორენა ბეგაშვილმა გარყვნა საქართველო. თუკი სიტყვა "სექსს" ახსენებდი, უკვე უარყოფითად გაფასებდნენ და დიდ შეურაცხყოფად აღიქვამდნენ. ვფიქრობ, მაშინ ის გადაცემაც არასწორად იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის, არასწორი იყო სახელწოდებაც და ფორმატიც. მე კი დავზარალდი,
მახსოვს შენი გამოჩენა სარეკლამო ბილბორდებსა და სატელევიზიო სივრცეში, ეს იყო რეკლამა "დასვენება ერთ ლარად..."
ეკა ანდრონიკაშვილს ჰქონდა სარეკლამო სააგენტო და გაწევრიანება შემომთავაზა. ისე, 30 რეკლამაში რომ გადაგიღებენ, არაა სახუმარო ამბავი. კამერასთან მუშაობის გამოცდილებაც აქედან შევიძინე. ქუჩის ბილბორდებზე "ბანკ რესპუბლიკის" რეკლამა იყო, "დასვენება ერთ ლარად" კი "ლიკანის". ეს უკანასკნელი ისეთი პოპულარული იყო, სადაც შევდიოდით მე და ლევან ხურცია, ყველგან ეს ტრიალებდა ეთერში. თუმცა ეს რეკლამები არ იყო ჩემთვის პირველი, იქამდე არაერთ სარეკლამო რგოლში მივიღე მონაწილეობა. პირველი იყო ბანკის რეკლამა, გამოჩნდა ჩემი მხოლოდ ფეხი და ხელი, მერე მიხვდნენ, რომ ზურგიც კარგი მქონდა და ისიც გამომიჩინეს.
სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა "ფლეიბოისთვის" გადაღება, "თეატრალურ სარდაფშიც" ორ სპექტაკლში დამაკავეს. ესენი იყო "გველისმჭამელი" გველის როლში და "ქრონიკები საქართველოს ისტორიიდან", სადაც ერთ-ერთი დედოფლის როლს ვასრულებდი, ნანკა კალატოზიშვილთან და ლელა მებურიშვილთან ერთად. მაშინ მეგონა, რომ ამის იქით აღარაფერი მოხდებოდა და ეს იყო ყველაფერი, რისი მიღწევაც შემეძლო.
საზოგადოებაში განსაკუთრებულად უარყოფითი გამოხმაურება "ფლეიბოის" გარეკანზე ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია. ამ გადაღების მერე დაახლოებით ერთი წელი უმუშევარი ვიყავი. შემდეგ მიმიწვიეს პირველ არხზე, ეს იყო სერიალი "კაბარე ხუთი ვარსკვლავი", კუკის როლს ვთამაშობდი, თეთრი პარიკი მეხურა და დღემდე ვერავინ მცნობს.
არაერთ ფილმშიც ხარ გადაღებული; გაქვს ისეთი საოცნებო როლი, რომლის მსგავსი შემოთავაზება დღემდე არ გქონია?
გადაღებული ვარ თექვსმეტამდე ფილმში, ზოგში მთავარი როლი მაქვს, ზოგშიც _ ეპიზოდური. ამჟამად არცერთ ფილმზე არ მაქვს შემოთავაზება. მხოლოდ სარეკლამო გადაღებებით ვარ დაკავებული. რაც შემისრულებია, ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლებია, ვისურვებდი, სხვა ტიპის სახეც შემექმნა. ერთხელ რეჟისორი დედის როლზე ეძებდა ქალს და ვუთხარი, მე ხომ ვარ დედა-მეთქი, არა, შენ რა დედა ხარო. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია დედაც იყო და კარგადაც გამოიყურებოდე.
ხშირად სპექტალებში მონაწილეობას მთავაზობენ, მაგრამ ამას ძალიან ბევრი დრო მიაქვს და უარს ვამბობ.
რა ხდება ამჟამად შენს პროფესიულ კარიერაში და რა გეგმები გაქვს?
ამ ეტაპზე ვარ ორი ფირმის სახე, მათ შორის ერევანშიც. სულ გადაღებები მაქვს, პარალელურად, მიმყავს გადაცემა "იღბლიანი ბორბალი". ახალი საქმეც წამოვიწყე: ტანსაცმლის საკუთარი ხაზი SHORENA. დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. პირველ ეტაპზე, ჩემი დიზაინით შევქმენი თბილი ჟაკეტები, როგორიც ახლა მაცვია. ჩემი მეგობრებისგან შეკვეთები უკვე მიღებული მაქვს. ფასები იქნება საშუალო, ყველა ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად რომ იყოს ხელმისაწვდომი. ზოგადად, ძალიან ბევრი სურვილი და გეგმა მაქვს, ვნახოთ...
თავს როგორ უვლი?
უკვე წლებია ვვარჯიშობ, ეს მაძლევს სტიმულს და კარგად ვგრძნობ თავს. თმებს არ ვიღებავ. მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, ვასვენებ ხოლმე კანს. ვერიდები შემწვარ-მოხრაკულებს. ყველას ვურჩევ, ყველაფერში ზომიერება დაიცვას, განსაკუთრებით, როცა საქმე ქართულ სამზარეულოს ეხება, თორემ ზოგჯერ ნამცხვარსაც ვჭამ, გოჭსაც და ცოტას ვსვამ კიდეც. ყველაზე მეტად კი კარგ ფორმაში ყოფნაში ჩემი ხასიათი მეხმარება. სტრესთან გამკლავების საკუთარი მეთოდიც მაქვს: თუკი რაიმე ცუდი მოხდა, გავდივარ სახლიდან და მანქანით ვსეირნობ, მერე აუცილებლად ავდივარ კუს ტბაზე, ვწყნარდები, სახლში ვბრუნდები და ვვარჯიშობ. შედეგი? ვხდები უფრო ლამაზი და ვდგები უკეთეს ხასიათზე. დეპრესია წამიერად მაქვს ხოლმე, მეორე წუთს ისე მეცვლება განწყობა, რომ აღარც მახსოვს, თუკი რაიმე ცუდი მოხდა.



სითი : ეკა ხოფერია
ფოტო : ლიგ სტუდიო
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა