City Story
Home, Sweet Home
თეონა ბაღდავაძე, KEY Communications 
დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ეტაპია. შევიძინე და ვარემონტებ სახლს, რომელსაც დიდხანს ვეძებდი. მინდოდა, ჩემი ოცნების სახლი ყოფილიყო დახურულ, დაცულ კომპლექსში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ქალაქთან ახლოს. ასეთი აღმოჩნდა "მეტრა პარკი" ბაგებში. რემონტის პროცესიც კი ძალიან სახალისოა, ეს გარკვეულწილად იმის დამსახურებაცაა, რომ სახლი კარგად არის ნაშენები. ბაგების სიახლოვე ქალაქთან იმის საშუალებას მაძლევს, რომ სახლში დღეში რამდენჯერმე მოვიდე და რემონტის პროცესი მოვინახულო. იმედი მაქვს ძალიან მალე ახალმოსახლეობაზეც დავპატიჟებ "სითის" გუნდს!
Print