City Story
ტიმჩენკოს მირანდა - სითი ART
ხელოვანი მამაკაცისა და მისი ნეკნის, ქალის, მისტიკური დუეტი ჩვენ არ მოგვიფიქრებია, ეს მსოფლიო შემოქმედებების ერთგვარ განუყოფელ ნაწილადაც იქცა. ყოველთვის უფრო მეტად მაინტერესებდა იმ შემოქმედის ცხოვრების ისტორია, რომელშიც ქალი ფიგურირებდა და შეიძლება, სწორედ ამ ქალში იყო ყველაფერი. ალბათ, ამიტომ ვიყავი მოხიბლული მოდილიანით, მისი და ჟანას სიყვარულის ტრაგიკული ისტორიით, ალბათ, იმიტომ ვფურცლავდი ბავშვობაში სალვადორ დალის წიგნს, რომ მკერდმოშიშვლებული გალას ნახატს კიდევ ერთხელ შევხვედროდი. ისტორიას ბევრი ასეთი ქალი ახსოვს, რომლებიც დაკავშირებული და, შეიძლება ითქვას, განუყოფელნიც იყვნენ მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედებისგან. სასკია ფონ ეილენბიურხი - რემბრანდტის მებრძოლი და პრაგმატული მუზა, ჟანა დიუვალი - კაბარეს მომღერალი, რომელიც მწერალ შარლ ბოდლერის "იდუმალთა შორის იდუმალი" მუზა იყო და ეს "შავი ვენერა" მისტიკური და ფატალური სილამაზის სიმბოლო გახდა, ედი სეჯვიკი პოპკულტურის მეფის, ენდი უორჰოლის, არაორდინარული გოგონა. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, ისინი ბევრნი არიან. ჩვენც გადავწყვიტეთ ოლეგ ტიმჩენკოს პორტრეტისთვის მუზა შეგვექმნა და წარმოგვეჩინა მხატვარი, არა მარტო, არამედ ქარიზმატულ ქალბატონთან ერთად, რომლის წინაშე იგი დაიჩოქებდა, იქნებოდა მსახურიც, მბრძანებელიც და მეგობარიც. ტიმჩენკოს ცვლილებების მიმართ სიყვარული ჩვენ მიერ დაგეგმილ ფოტოსესიაშიც კარგად აისახა: ის ხან ქალბატონის მსახურად მოგვევლინა, თუმცა მალევე "ჯოკრის" გრიმასა მოირგო და მკლავებში მოიქცია ლამაზი არტისტი ქალბატონი მირანდა მირიანაშვილი. ფოტოკამერა აჩხაკუნდა, ტიმჩენკომ და მირანდამ სხვადასხვა როლის მორგება დაიწყეს და "სითის" ფურცლებზეც ცეცხლოვანი არტტანგო დატრიალდა.

ბავშვობიდან ხატავს; ფუნჯთან მუშაობის ფუნდამენტურ პრინციპებს სამხატვრო სკოლაში დაეუფლა და შემოქმედებითი სვლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორი წელი არ ხატავდა. როგორც თვითონ ამბობს, ფიქრობდა. ორი წლის შემდეგ ისევ დახატა და მას შემდეგ აღარც დაუდია ფუნჯი.როგორც მხატვარმა, ბევრი ეტაპი გაიარა, ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმეც და თვლის, რომ ბევრს კიდევ მიუბრუნდება."მთელი ჩემი მხატვრული ცხოვრება ამ ეტაპებისგან შედგება, ეტაპებისგან, რომლებსაც მიმდინარეობები და სხვადასხვა დროს ჩემი განსხვავებული ხედვა განაპირობებს. საერთოდ, ვთვლი, რომ ადამიანი ერთ ცხოვრებას არ ცხოვრობს. ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი არ ჰგავს მეორეს, მეორე - მესამეს და ასე დაუსრულებლად, ჯაჭვი უწყვეტია. ვიღაცას ეს შეუძლია -  მთელი თავისი ცხოვრება დაუთმოს რაიმე ერთს, მე მბეზრდება. რა თქმა უნდა, როდესაც ახალ საქმეს ჰკიდებ ხელს, რისკი დიდია, თუმცა მე არ მეშინია მომავალი გამოწვევების. ჩემთვის საინტერესო თავად მუშაობის პროცესია, თუ ეს ასე არ იქნება, ხელოვნება უბრალოდ აზრს დაკარგავს".როგორც ამბობს, მასზე დიდი ზემოქმედება მოახდინა ჩინურმა პოეზიამ: "ჭრიჭინა, რომელიც საკუთარ ჩრდილზე ნადირობს, ცდილობს დაიჭიროს, ის ხომ დასაწყისშივე განწირულია დაღუპვისთვის... ცხოვრებისეული დრამაა, რომელიც დაგაფიქრებს. ჩინური პოეზია მხატვრობასთან ძალიან ახლოსაა, კონკრეტულია, თუმცა მუდამ საიდუმლოს გიტოვებს, ეს ჩემთვის ფილოსოფიაა. სიღრმე, აბსოლუტური ჰარმონია, როგორც სურათი, მინიმალურით გიტოვებს მაქსიმალურ სათქმელს."



ეტაპები

კარგად ახსოვს შემოქმედებითი ეტაპების განვითარება. აკადემიის დამთავრების პირველ წლებში გატაცებული იყო რეალისტური ნახატების შექმნით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.მალევე შეიქმნა მხატვრების ჯგუფი - "არქივარიუსები". მხატვრობით "მოწამლული" მეგობრები იკრიბებოდნენ, აწყობდნენ გამოფენებს და ერთმანეთს თავიანთ ხედვას უზიარებდნენ, ეს იყო საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო, სასარგებლო მათი განვითარებისთვის. სწორედ აქ შეაპარა ტიმჩენკომ რეალიზმს ცოტაოდენი ფანტაზია.
შემდეგმა გაჩერებამ ექსპრესიონიზმში დაისადგურა. ტიმჩენკოს ნამუშევრებში დაიბადა უამრავი ფერი და ლტოლვა რომანტიზმისკენ. ტილოზე გამოჩნდა ზღაპრული სამყარო, თოჯინები, ცირკი, თუმცა ტიმჩენკო მალევე მიხვდა, რომ მთელ ცხოვრებას მათ ვერ დაუთმობდა."ყოველთვის მიზიდავდა მინიმალიზმი, როგორც პოეზიაში, ლიტერატურასა და თეატრში, ასევე მხატვრობაში. ეს იყო რაღაც ზუსტი და კონკრეტული, თანაც მინიმალური. ჩემი ხელოვნება ტექსტურ ნამუშევრებსაც ითვლის, მაგალითად, შავ ფონზე დაწერილი სიტყვა "არასოდეს".თანამედროვე ხელოვნებაშიც "გამისვრია ხელი"; როდესაც ხელთ გაქვს სივრცე, სადაც ვერ გამოფენ ფერწერულ ნამუშევარს, სათქმელის გამოსახატად გრჩება მხოლოდ რამდენიმე გზა: სლაიდპროექციები, ინსტალაცია, ან პერფორ-მანსი."ტიმჩენკოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ტრანსავანგარდმა ითამაშა.
მხატვრების სახელოსნო ტრანსავანგარდით გაიჟღინთა, მათ უამრავი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მიეცათ და ისინიც არ გაშეშდნენ: აბსტრაქციონიზმით გამოხატავდნენ საკუთარ შინაგან ემოციებს, მომენტალურად, დაუფიქრებლად ასახავდნენ უზარმაზარ ტილოებზე საკუთარ "შიგნეულობას"."შეიძლება, ეს არ არის კარგი, რომ არ მაქვს კონკრეტული მიმართულება. ალბათ, ყველა მხატვარი ფიქრობს თავის იმიჯზე, სახეზე, მანერასა და სტილზე, თუმცა მე ჩემი სახე ნაკლებად მაინტერესებს, მთავარია, მაყურებელს მივაწოდო ის, რისი თქმაც მსურს."

გამოხატვის თანამედროვე ბილიკი:
პერფორმანსები ოლეგ ტიმჩენკოსგან

ბნელი 90-იანები. ხელოვნება გაუფასურდა, თუმცა ყველის ფასმა ბაზარში საგრძნობლად იმატა. გალერეაში ნახატების გამოფენა მითად ქცეული მირაჟია, თუმცა ტიმჩენკომ მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად საინტერესო გზა გამონახა: დეზერტირების ბაზარში მისი ნახატები გამოჩნდა. არაორდინალურმა შემოთავაზებებმაც თავი იჩინა, ხელოვნების მოყვარულმა ვაჭრებმა მხატვარს საფასურად გოჭი შესთავაზეს, თუმცა იმ დღეს ბაზარში ყველაფერი იყიდებოდა, ხელოვნების გარდა.
არანაკლებ ეფექტიანი იყო ოლეგ ტიმჩენკოსა და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსი "მანეკენები". მიწისქვეშა გადასასვლელში მოფუსფუსე ხალხის ყურადღება ორმა მანეკენმა მიიქცია, მათი გრიმი და ტანისამოსი უსიცოცხლო, გამოთლილი ფიგურის ასოციაციას იძლეოდა, ესენი ტიმჩენკო და ცეცხლაძე იყვნენ. იქ, სადღაც კი 90-იანები იყო, შორს ტყვიები ზუზუნებდა.
"ოლიგარქი" - დღეს ბევრმა იცის ამ პერფორმანსის შესახებ, თუმცა როდესაც ქარვასლასთან ლიმუზინი გაჩერდა, არავინ იცოდა, ვინ იჯდა შიგნით. ვერსიები გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით იცვლებოდა: მილიონერი? ოლიგარქი? თუმცა ყველა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც ლიმუზინიდან ორ "ბოდიგარდს" შორის მოქცეული ტიმჩენკო გადმოვიდა, მშვიდად დაათვალიერა ნამუშევრები და დატოვა ქარვასლის ტერიტორია დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად. "მე არ მჭირდებოდა მსახიობები, კონტრაქტით გაფორმებულმა "ბოდიგარდებმა" კარგად იზრუნეს ჩემზე."
ქარვასლას ტერიტორია დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად. "მე არ მჭირდებოდა მსახიობები, კონტრაქტით გაფორმებულმა "ბოდიგარდებმა" კარგად იზრუნეს ჩემზე."

უახლესი გამოფენა

ტიმჩენკოს გამოფენათა სიას პირმშო მოევლინა, სახელწოდებით, "ავტოპორტრეტი, კულმინაცია". გამოფენის პირველი ნაწილი "ავტოპორტრეტი", შეიძლება ითქვას, დოკუმენტური სახისაა: ეს არის ავტოპორტრეტები მანქანებისა, რომლებიც მეოცე საუკუნის ისტორიის შემქმნელ ფიგურებს ეკუთვნოდათ. ერთი შეხედვით, ოთხ ბორბალზე მოძრავი რკინის კონსტრუქცია ადამიანის სახედ შეიძლება იქცეს და დაგვანახოს მისი ხასიათი. მათ ყველა იცნობს: კენედი, მერლინ მონრო, ალ კაპონე, ბრეჟნევი, ელვის პრესლი და სხვები.
"ზოგიერთ მათგანს ათ-ათი მანქანა ჰყავდა, მე ვარჩევდი ერთს, რომელიც ამ ადამიანს დამანახებდა."
გამოფენის მეორე ნაწილი "კულმინაცია" ადამიანთა ემოციების უმაღლეს წერტილს წარმოგვიჩენს: ტკივილი, სიამოვნება, აგრესია, სიხარული, უბედურება - მაყურებელმა შეიძლება ვერც კი განასხვავოს სიხარულისა და ტკივილის ცრემლები, ნახატი ინახავს საიდუმლოს.


ქალი მხატვრობაში

"მხატვრები ხშირად სპეკულირებენ ქალით, რადგან ეს ქმნილება ისედაც გამზადებულია, მზა მასალაა, თანაც საინტერესო. არ არსებობს მხატვარი, ქალისთვის რომ არ აემოძრავებინოს ფუნჯი. სხვანაირად არც შეიძლება, ის ხომ კაცის მეორე ნახევარია და მაინც ამოუხსნელი საიდუმლო და მისტიკა."

მირანდა მირიანაშვილი - მომღერალი


ერთი სიტყვით, მე მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ძნელია ერთი სიტყვით აღწერო ტიმჩენკო. ვხედავ უამრავ გზას, რომლებსაც ოლეგი უნდა გაუყვეს, ის აღარ არის ახალბედა მხატვარი, ჩამოყალიბებულია და სწორედ ამიტომ მე მეტი მინდა მისგან. ოლეგი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამთ და იმისთვის, რომ ის ყველამ დაინახოს, მან უნდა აკრიფოს თავისი მიმოფანტული ნაწილები და შეაწებოს, მაშინ მას მსოფლიო მოუხრის ქედს.


სითი : ნინჩო ბალანჩივაძე 
ფოტო: ირა კურმაევა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა