City Story
თავისუფალი ქალღმერთი, ია ფარულავა
ფატუნას თეთრ ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი, ოდნავ დაღლილი მზერით, სარკეში საკუთარ თავს უყურებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით აღარ აქვს. უკვე დიდი ხანია იცის, რომ ლამაზია და, რაც დღეს ასე აქტუალურად ჟღერს, კარგ ფორმაშია. ამ "კარგ ფორმაში" ყოფნა დღეს, და უკვე დიდი ხანია, მისი სამსახურია, ისევე, როგორც ციფრები, სარეიტინგო ციფრები. მისი ათასჯერ მოყოლილი ისტორია.

ნებისმიერ თოქ-შოუში ისმინება, როგორც ახალი, ვინაიდან ყვება ახალივით. ერთი სკივრი აქვს, 47-წლიანი, რომელიც უამრავ ცნობილ და გასაიდუმლოებულ ისტორიას ინახავს, მათგან ზოგი წიგნად რომ გამოიცეს, ბესტსელერი გახდება. მაგრამ ის ისტორიები ჯერ კიდევ სკივრშია, არც გახსნის, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მოწყურებული ტელე თუ მედიასაზოგადოება იასგან ათასჯერ მოსმენილსაც ჯერ კიდევ სულგანაბული ისმენს.



"საიდან მოდის ეს მაღალი რეიტინგი? ყველას აინტერესებს; ჯერ ერთი, აინტერესებთ, როგორ გამოვიყურები, მოსწონთ, რომ გავხდი, მოსწონთ, რომ ლამაზი ვარ, თანაც ამ ასაკში, მერე ისიცაა, ელოდებიან: მოიცა, ერთი ვნახოთ, ია რას დააბრეხვებს, მეც ვაბრეხვებ." _ მეუბნება უკვე მეორე დღეს შავ მოტკეცილ როლინგში გამოწყობილი ია. მეგობრის კაფეშია, "ლა ტრუფეს" ბოლო სართულზე მიშა გასიტაშვილის სალონში მასაჟის დაწყებას ელოდება. სახეზე არავითარი მაკიაჟი, შავი ოპტიკური სათვალე, მაგიდაზე წყალი და ყავა. კარგ ხასიათზეა, "ნიჭიერმა" და "სითის" ყდამ უკვე ჩაიარა, ერთი კვირა შეუძლია დაისვენოს. ახალ წელს დაკლებული კილოგრამებითა და მომატებული რეიტინგებით შეხვდა. ამ ციფრების უკან, იას ხსენებული "დაბრეხვებების" გარდა, უზარმაზარი შრომაა. რა შრომა? _ იკითხავთ თქვენ. პაწაწუნა სტაფილო, შესაძლოა კომბოსტოც, ბევრი წყალი და შიგადაშიგ ყავა; ჯერ ერთი, იმიტომ რომ ფატუნას ფარფატა გამჭვირვალე კაბის ქვეშ მისი სხეული ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე იდეალურად გამოიყურებოდეს, ის თანახმაა ამ ტიტანურ შრომაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ "სითის" ფოტოსესია ნამდვილი ქალღმერთის ფოტოსესიას ჰგავდეს, თანახმაა, სადღაც დაკარგული ენერგია და ემოცია სასწრაფოდ გამოიძახოს. მხოლოდ იმიტომ, რომ "ვანოს შოუს" რეიტინგმა მაღალი ციფრები დაწეროს, თანახმაა, რომ გაცინოთ ბევრი, იმის მიუხედავად, როგორ ხასიათზეა. "სითის" ქალღმერთი ახალ წელს უკვე დიდი ხანია არ ელოდება ისე, როგორც ბავშვობაში;

"ახალი წელი მაინც ბავშვობასთან ასოცირდება, ბავშვობისდროინდელ სათამაშოებთან, ერთი არაბი კაცუნას სათამაშო იყო, წიწაკა, გირჩა... იყო საჩუქრების მოლოდინი, დღეს უკვე იმდენად ვეღარ ვზეიმობ." _ მეუბნება ია და ეჭვობს, რამდენად სჭირდება "სითის" მკითხველს სევდიანი ისტორიები. სწორედ ახალი წლის დღეებში, ბათუმში, იგლესიასის კონცერტზე ჩასულმა გაიგო ინდოეთში მისი ძმის გარდაცვალების ამბავი. იმ დღის მერე ახალი წელი უბრალოდ 1 იანვარია და მორჩა.



"თუმცა მოდი, არ გვინდა ეს სევდიანი ამბები, ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს და სჯობს, ცოტა გავამხიარულო და დავასვენო." - ორ წამში მეუბნება "ქალღმერთი ია". ეს "ქალღმერთი" თვითონ დაირქვა, მხოლოდ აუცილებელი განსაზღვრებით _ "ალქაჯი ქალღმერთი".
- იმიტომ, რომ ბავშვობიდან ალქაჯი ვიყავი. ჩემ ირგვლივ ქერა, ცისფერთვალება მანანები და მარინები და აქეთ მე, მუხლებგადატყავებული, გაწეწილი თმებით. დღეს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზი ბავშვია იმ ფოტოებზე, უბრალოდ, მე არ მჯეროდა. თუმცა დედაჩემი სულ მაგიჟებდა, ჯინა ლოლობრიჯიდას ჰგავხარო, ცნობილ იტალიელ მსახიობს და ერთი, ჯინას უნდა გავუგზავნო შენი ფოტოო. მე კი მაინც არ მჯეროდა, ჩემი ალქაჯი-ქალღმერთის ისტორია სწორედ იქიდან იწყება. ორი ძმა მყავდა და პრინცესულად არ მზრდიდნენ. მშობლები კი უსაზღვრო თავისუფლებას მაძლევდნენ, არ იყო მკაცრი მითითებები, სკოლიდან ხუთიანი უნდა მოიტანო, ან ბალეტზე უნდა იაროო, ერთადერთი, რაც მევალებოდა, ბახის მოსმენა და რაფაელისა თუ მიქელანჯელოს ალბომების დათვალიერება იყო.
ბახი დღემდე დარჩა. დილა იწყება ამ მუსიკით.

- ვიღვიძებ და ვრთავ. გადავდივარ სადღაც იქით, ზევით, ჩემს ნამდვილ სახლში, ვარ იქ ფანტასტიკურად, ვივსები სიყვარულითა და ენერგიით, მერე ვბრუნდები და გავცემ.
სოციალურ ქსელებში იას ფანკლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავების ფანკლუბების მაჩვენებელს უტოლდება _ ერთი ფოტო და ათასობით მოწონება. ამდენივე წერილი პირადში, ზოგი აქებს, ზოგი ამბავს უყვება, ზოგიც რჩევას ეკითხება.
-  ზოგჯერ მეშინია. აი, დავუშვათ, პატარა გოგო მწერს: ქალბატონო ია, თქვენ ჩემთვის ქალის იდეალი ხართ, მინდა თქვენნაირი ვიყოო. მე კი საგონებელში ვვარდები, რომელი იდეალური ქალი მე ვარ? მრავალჭირნახული და გამოცდილებით, კი ბატონო, მაგრამ იდეალური _ არა. იდეალური ჩემთვის ხარ თუნდაც შენ, ოჯახი, ბავშვები, ასწრებ ყველაფერს, - მეუბნება ია და ამატებს, კი არ გეპირფერებიო. კარგია, რომ ვერ ხედავთ, როგორ გამოიყურებოდა იმ მომენტისთვის იას მიერ ხსენებული იდეალური ქალი.


- შენ ახსენე ეს თემა - ბავშვები. მგონია, რომ კარგი დედა იქნებოდი. ვიცი, რომ სუროგაციით აპირებდი შვილის გაჩენას, გადაიფიქრე?
- კი, შანსი იმისა, რომ ბიოლოგიურად ჩემი შვილი იყოს, ნულის ტოლია. დანარჩენი სირთულეებისთვის კი მზად არ ვარ, არა, უფრო სწორად ნათქვამი იქნებოდა, აღარ ვარ განწყობილი. ხომ არიან ქალები, ვისაც შვილი არ ჰყავთ? რა, არ ცხოვრობენ? ცხოვრობენ. უინტერესო ცხოვრება აქვთ? არა! უშვილო ქალღმერთიც არსებობს - პერსეფონე, ეს მე ვარ. მოკლედ, როგორც გინდა, ან ალქაჯი, ან პერსეფონე, მაგრამ უეჭველად ქალღმერთი. - ხუმრობით, მაგრამ კატეგორიულად ასრულებს ია.
კიდევ ერთი მოულოდნელი და ფარულავას სტილისტიკაში გაცემული პასუხი სიყვარულზეა;

- სიყვარული კარგი რამაა, მაგრამ იცი, რას გეტყვი, სიყვარულის გარეშეც ძალიან მაგარია. შეყვარებული ია არის ცოტათი გაგიჟებული ია, რომელიც მე არ მომწონს, რომელიც, ერთი მხრივ, გააიდეალებს კაცს, მეორე მხრივ, პატარა ბავშვივით ზრდის მას და ბრაზდება, როდესაც უკვე გაზრდილი ბავშვი რაიმე მოულოდნელს გამოაგდებს. იცი, რას ვფიქრობ? მე რომ შვილი არ მყავს, საყვარელ ადამიანს პატარა ბავშვად აღვიქვამ, მოდი, აბა, ხელები დავიბანოთ, ვისადილოთ, დავიძინოთ და ასე შემდეგ.
- მერე?
- მერე? მერე ხშირ შემთხვევაში იწყება "გაჭედვა", ცოტათი ეჭვიანობა, ცოტათი დალევა და გაჭედვა.
- შესაბამისად, იდეალური კაცი არ არსებობს?
- არა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. მაპატიონ ჩვენმა მამაკაცებმა, მაგრამ ეს ასეა.
- და რას ნიშნავს იდეალური მამაკაცი?
ხელის გულზე უნდა გატარებდეს.
- ზოგადია, ია.
- ვიცი, ჰო. კონკრეტულად შენი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს, მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და სულ ეცადოს, იყო მართლაც ქალღმერთი. ბევრ ჩემს მეგობართან გვისაუბრია ამ თემაზე. ასეთ შეხვედრებს "ალქაჯთა კრებას" ვუწოდებ, მოკლედ, შევიკრიბებით და იწყება! ასეთი რამეც მომისმენია: ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა, მერე, როცა მამაკაცს გადაუვლის, გაურჩიე და გააკეთე ისე, როგორც შენ გინდა. მოკლედ, მთელი ფილოსოფიაა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ, ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახების მიღმა ბევრი სირთულეა. თუკი ვინმეს შეხვდა ეს იდეალი, მხოლოდ გამიხარდება მის მაგივრად.
- თუკი იდეალური არც მამაკაცი არსებობს, თუკი სიყვარულის გარეშეც შეიძლება, მაშინ რა რჩება?
- ბევრი რამ. შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ, პირველ რიგში, შენი სიყვარული, საკუთარი თავის. მერე, იცი, რა? მომავალი.
- და რა არის ამ მომავალში?
- არაფერი და ყველაფერი. საქმეს თუ ეხება, ალბათ, ახალი პროექტები. მაყურებელი ელოდება ია ფარულავას და ია ფარულავაც ელოდება მაყურებელს. ყველაზე მთავარ ენერგიას სწორედ ეს ადამიანები მაძლევენ.

რეკავს ტელეფონი. იას ხილის გამყიდველი ქალბატონი ესაუბრება. ჩვენმა ქალღმერთმა ამ უცნობ ქალბატონსა და მის ახლობლებს "ნიჭიერის" ბილეთები აჩუქა. ამ წამიდან უკვე სხვა ქალის ისტორია იწყება, ქალის, რომელიც იმ საღამოს ერთი სატელეფონო ზარით იამ ნამდვილ ქალღმერთად აქცია. 

ტექსტი : ეკა ხოფერია
ფოტო : ირა კურმაევა
მაკიაჟი, ვარცხნილობა : ეკატერინე ჩანჩიბაძე
კაბა : ფატუნა ბუშიჰედი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2395
TRY
TRY
1
0.5265
USD
USD
1
2.9232
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა