დათუნა სულიკაშვილის სამყარო, რომელსაც დრო არ აქვს
წინა დღეს დავურეკე და ტელეფონით შევთანხმდით შეხვედრაზე. მეორე დილით ავდექი, გავემზადე და გარეთ გავედი. მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, ქუჩებში საახალწლო განწყობა გამეფებულიყო, თანაც დეკემბრის ბოლოსათვის უჩვეულოდ მზიანი დღე იდგა. დათუნას მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ არაერთხელ ვყოფილვარ მის ჩვენებებზე და ძალიან მომწონდა მისი შემოქმედება. კარი გამიღო თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი სასიამოვნო ადამიანი იყო, როგორიც წარმომედგინა. ვუყურებ და თავში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს - ნიჭიერი. საუბარს კი ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან.



- ძალიან პატარა ვიყავი, ბებიაჩემის და დედაჩემის ტანსაცმელების გადაკეთება რომ დავიწყე. აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩუმად ავიღებდი ხოლმე კაბებს, ვჭრიდი და სხვანაირად ვკერავდი; ისე, როგორც მე მომწონდა, ისე, როგორც მე ვხედავდი. მერე მივხვდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, ეს იყო ის, რაც უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება და მოვხვდი სამხატვრო აკადემიაში. შევაბიჯე ჩემს საოცნებო სფეროში, ამიტომაც სამხატვრო აკადემიის პერიოდი ჩემთვის უსაყვარლესი მოგონებებით სავსე დროა. ზღაპრული პერიოდი იყო.
მცირე ხნით დაფიქრების შემდეგ მეუბნება:
- შევცდი, მალევე დავიწყე დიზაინერობა. აკადემიაში სწავლისას უკვე კოლექციების შექმნა დავიწყე, რაც არასწორად მიმაჩნია. დიზაინერმა ჯერ საკუთარი ესკიზის ტექნოლოგიურად შექმნა უნდა ისწავლოს, რათა ის ხარისხი მიიღოს, რაც ჩაფიქრებული აქვს. ასევე აუცილებელია პრაქტიკა.



- პირველი ჩვენება?
ეს იყო ძალინ დიდი ხნის წინ.
დათუნას სახე ისე უბრწყინავს, ჩემთვის გასაგები ხდება, რამხელა ბედნიერებას უკავშირდება მისი პირველი ჩვენება.
- ეს ოცნების ახდენა იყო?
- ნამდვილად, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და ავიხდინე 2003 წელს, სასტუმრო "მარიოტში", ცნობილი ადამიანები გამოვიყვანე ჩვენებაზე, კოლექციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ეს იყო არაჩვეულებრივი, დადებითი ემოციების ამოფეთქვა, უბედნიერესი ვიყავი. ასე დაიწყო აღმასვლა; ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებდი ყველაფერს, უზარმაზარი შრომა მიწევდა. ვიცოდი, რომ ამ ჯადოსნურ სფეროს თავს ვეღარ დავაღწევდი, საოცრად შემიყვარდა და ისიც უფრო და უფრო მითრევდა. იყო ძალიან რთული პერიოდები, რადგან არავინ მეხმარებოდა მატერიალურად, მაგრამ საამაყოცაა, ყველაფერს ხომ ჩემით მივაღწიე. დავიწყე მუშაობა სალონ "სამოსში", შემდეგ იყო "მატერია", რომელიც ძალიან კარგ მოგონებებს უკავშირდება. უამრავი რამ მასწავლა ამ სახლმა; შემდეგ კი იყო "ატელიე 10ა", ჩემი უსაყვარლესი მოდის სახლი, რომელშიც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ; დღემდე სიამოვნებით მივდივარ ხოლმე თეონა თავართქილაძესა და იკა ბობოხიძესთან რჩევის საკითხავად.
- განვითარების რა საფეხურს შეიძლება დიზაინერმა საქართველოში მიაღწიოს?
- საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, მოდის სამყაროშიც აღწევ რაღაც კულმინაციურ წერტილს და ამის მერე ვეღარ მიდიხარ წინ, ადიხარ ზემოთ და ჩერდები ერთ ადგილას, იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელი ხდება. ხელოვანს მუდმივი ზრდა სჭირდება, მაგრამ აქ ეს ძალიან ძნელია, ვფიქრობ, ამიტომაც მიდის უამრავი ადამიანი საზღვარგარეთ...
- შენ თუ გიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე?
- არა, არ მინდა და არც ვაპირებ ბარგის ჩალაგებასა და ასე უბრალოდ წასვლას, აქ კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოეთში არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, ხშირად ვმოგზაურობ, მყავს პარტნიორები, მაქვს მოლაპარაკებები და მინდა, ჩემი კოლექციები ნელ-ნელა ევროპასაც მოედოს.

- შენს ჩვენებებს მოჰყვება ხოლმე კრიტიკა, იმის გამო, რომ მეტი იყო შოუ და დადგმა, ვიდრე ტანისამოსი. მე, პირადად, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, ხასიათს სძენს მთელ კოლექციას და ყოველთვის სიამოვნებით ვესწრები შენს ჩვენებებს; რას ფიქრობ ამაზე?
- კრიტიკა ყოველთვის მისაღებია ჩემთვის. მე თვითონ არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ვერ გავაკეთე ისე, როგორც მინდოდა, ან შემეძლო უკეთ გამეკეთებინა. რაც შეეხება შოუს, ყველაფერი შოუა, ჩვენებებზე გამოყენებული დეტალები - დეკორაცია, გარემო, მუსიკა, დადგმა, განათება, მაკიაჟი, თმის ვარცხნილობა - ეს ყველაფერი ქმნის საერთო ხასიათს, ასე უკეთ გადმოვცემ ჩემს სათქმელს. მომხდარა ისეც, რომ ტექნიკური პრობლემების გამო კოლექცია შოუს ელემენტებით ვერ წარმიდგენია და ძალიან გულდაწყვეტილიც დავრჩენილვარ, რადგან, მიუხედავად ამ კოლექციის წარმატებისა, ვერ გადმოვეცი ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ამ გულდაწყვეტას მაყურებლის მოლოდინიც ამძაფრებდა, რადგან ხალხი უკვე ელოდა ჩემგან სანახაობას. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ამ მოლოდინის მიმართაც გამიჩნდა პროტესტი და ცოტა ხნის წინ ყველაფრის გარეშე, უბრალო ჩვენება გავმართე.
- არავისთვის კონკრეტულად არ მიმიძღვნია ჩვენება. შთაგონება შეიძლება ნებისმიერი ნივთისგან მივიღო, განსაკუთრებით კი მიყვარს ქუჩაში ადამიანების ყურება; ეს ტემპი და, ზოგადად ქაოსი, ყველაზე დიდ შთაგონებას მაძლევს. ვიწყებ ყველაფრის გარეშე, თეთრი ფურცლით, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. მომწონს ეს თეთრი ფურცელი.
მართალია, ალბათ, თეთრი ფურცელი შთაგონების ყველაზე დიდი წყაროა; ზიხარ, უყურებ მას და იწყებ რაღაც ახალს, ზოგი - ხატვას, ზოგი - წერას. თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ყველანი ყველაფერს. დათუნას ვთხოვ, რაიმე რჩევა მისცეს დამწყებ დიზაინერებს:
- პირველ რიგში, ნიჭია მნიშვნელოვანი; ნიჭის გარეშე ხელოვნების სფეროში შეუძლებელია მოღვაწეობა. მაგრამ მხოლოდ ნიჭი არაფერია, საჭიროა უდიდესი შრომა, მოთმინება და სულ ბოლოს - ფინანსები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ სფეროს არ გააჩნია დრო, არც შენ იცი და არც არავინ, როდის იწყებ, ან როდის ამთავრებ, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ თუ გიყვარს და შეაბიჯებ ამ სამყაროში, ის უფრო და უფრო ჩაგითრევს; ამას თავს ვერასდროს და არასდროს დაანებებ, ეს ჯადოსნური სამყაროა.


_ საყვარელი დიზაინერი?
დათუნას ეცინება, უცებ ასეთ კითხვას არ მოელოდა:
_ ბევრი მიყვარს, 6-7 ფავორიტი დიზაინერი მყავს, მაგრამ, როგორც პიროვნება, ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც კოკო შანელია.
_ საყვარელი წიგნი?
არც ამ კითხვას მოელოდა და ამაზეც ეცინება:
_ რთულია, ალბათ უფრო მწერალს გამოვარჩევ, დოსტოევსკი.
_ მუსიკა?
_ გააჩნია ხასიათს და გარემოებას. მუშაობის დროს კი ვუსმენ მისტიკურ მუსიკას, რომელიც არ მამახსოვრდება და არაა კონკრეტული მუსიკა.
_ ოცნებები, რომლებიც აისრულე და რომლებიც ჯერ კიდევ ასახდენია?
_ ჩვენების გაკეთება იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან. ამის მერე ყველაფერს ვისრულებ, რაც მინდა. მაგრამ მაქვს ერთი ძალიან დიდი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია. არ ეხება ჩემს საქმიანობას, ვიცი, რომ არასდროს ამისრულდება, მაგრამ მაინც ჩემი ოცნებაა.
_ შენი გეგმები გაგვიზიარე
_ ვაკეთებ "რებრენდინგს", ვცვლი უამრავ რამეს, რადგან სიახლე აუცილებელია ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიახლეებს რთულად ვეგუებით. ასევე საფრანგეთსა და ამერიკაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდმაღაზიაში ჩემი კოლექციების შეტანის შესახებ.
საუბარს ვასრულებთ; დათუნა მეუბნება, რომ თუ კიდევ რაიმე დამჭირდება, შემიძლია დავუკავშირდე და ყველაფერზე მიპასუხებს. ისეთივე თბილი ღიმილით მშორდება, როგორიც მთელი ინტერვიუს განმავლობაში არ მოსცილებია სახიდან. გარეთ გამოვდივარ; ისევ ისეთი მზიანი და სასიამოვნო ამინდია, საახალწლო განწყობა სუფევს, კმაყოფილი მივაბიჯებ ფალიაშვილზე. დღეს გავიცანი უნიჭიერესი ადამიანი, გონებაში წარმოვიდგენ, როგორ ვწერ ამ ინტერვიუს. მინდა დათუნას დიდი წარმატება და ბედნიერი ახალი წელი ვუსურვო.


ფოტო & სტილი: ირმა შარიქაძე
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
სპეციალური მადლობა: ჰოლიდეი ინ  თბილისი-ს და თბილისის იპოდრომს
ტექსტი: ანაკო ტურაშვილი
თმა: ლენსტუდიო
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა