City Story
CITY BLOG, მიშიმას დუქანი
ქართული მენტალობის და ტემპერამენტის პერსონიფიცირება რომ შემეძლოს, მე მას დიუმას უკვდავი "სამი მუშკეტერის" პერსონაჟს, ბარონ დიუ ვალონ დე ბრასიე დე პიერფონს, იმავე პორთოსს შევადარებდი, ხმაურიან, ნაკვებ და იმპოზანტურ აზნაურს, რომელიც თითქოსდა გაციების გამო ზაფხულის სიცხეში ზურგზე მოგდებული სქელი მოსასხამით დაიარება, სინამდვილეში კი ამგვარად ნიღბავს თავისი მდიდრული ეშაღპის უღიმღამო ზურგის თასმას, იმიტომ რომ ფული მხოლოდ წინა ნაწილის მოსართავად ეყო. ბარონი ქირაობს დიდ და ლამაზ სახლს, თუმცა შინ არავის პატიჟებს, რადგან ავეჯიდან მხოლოდ ლეიბი და სკამი გააჩნია. ურთიერთობაში ბარონი ტრაბახა და ფიცხია, ხშირად ზედმეტად ამპარტავანი და თვითმოყვარე, თუმცა თუ საქმე მეგობრობას ეხება, დაუზარებელი და ერთგული კომპანიონია. გართობაში კი მეგობრული თავყრილობების მხიარული, მუცელმოყვარე და ეტიკეტის მცოდნე ინიციატორია.

ჩვენც შევალიე დიუ ვალონივით ხშირად დავიარებით მხოლოდ ფასადიდან წარმოსაჩენი აქსესუარებით - ვცდილობთ თავი იმაზე წარმატებულად მოვაჩვენოთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ: ბოლო დანაზოგებით ვყიდულობთ პათოსურ მანქანებს, ცოტა ხანში კი საწვავისა და მოვლის ხარჯებით შეწუხებულები ვოცნებობთ მათ გაყიდვაზე, "მერერაღაცაიქნებას" პრინციპით ვეჭიდებით იპოთეკურ სესხებს და "ევრორემონტებს", მერე კი წლობით ვცხოვრობთ მინიმალისტურ, იაპონურ სტილში - ანუ შიშველ კედლებში. სიფიცხე, ტრაბახი, ამპარტავნება ჩვენი ტემპერამენტის და მენტალობის სასურველზე უფრო მკვეთრი ნაკვთია, თუმცა ასეთივე მკვეთრი ნაკვთია მეგობრული თუ ნათესაური ურთიერთობებიც - ემოციური, ეჭვიანი, პირადი სივრცის მაიგნორებელი, ერთგული და ღრმა; ისევე, როგორც სტუმართმოყვარეობა,  ხშირად გადამეტებული, ზოგჯერ დამღლელი, მატრაბაზული, მაგრამ ყოველთვის მიმართული მთავარზე -  სტუმრის სიამოვნებასა და კომფორტზე (რა თქმა უნდა, ჩვენი საზომით).



სწორედ ამ პათოსური სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და აუცილებელი ნაწილია ის პარადოქსული მოვლენა, რომელსაც "ქართული სუფრა" ჰქვია. არც საზეიმო სადილი, არც ბანკეტი, არც წვეულება, არც ქეიფი, არც "პურიჭამა" და არც ნადიმი, არამედ "სუფრა". მე არ ვიცი ამ სიტყვის ეტიმოლოგია, შესაძლოა, მისი საწყისი მნიშვნელობა სულ სხვა სფეროდანაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მისი ქართული სინონიმები ითარგმნება თითქმის ყველა ენაზე, ხოლო სიტყვა "სუფრას" ზუსტი შინაარსობრივი ანალოგი არ გააჩნია. ასევე ფაქტია, რომ ამ აბსტრაქტული ტერმინით ჩვენმა ლხინისმოყვარულმა წინაპრებმა მაქსიმალური სიმარტივით და სიზუსტით ერთდროულად განსაზღვრეს თავიანთი რელაქსაციისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი საგანიც და რიტუალიც.
ქართულ სუფრას, როგორც საგანს, უსასრულო ნაირსახეობები გააჩნია: ხის ძირში ხურჯინზე გაშლილი პურის, მწვანილის და დოქი-ღვინოს მარტივი კომბინაციიდან მდიდრული წვეულების გაუსაძლისი სიგრძის მაგიდაზე ერთმანეთზე შემოწყობილი კერძების და სასმელების მრავალსართულიან არქიტექტურამდე; როგორც რიტუალს კი აუცილებელი პირობების მხოლოდ ერთი კომბინაცია ახასიათებს:
ვერცერთი თავყრილობა თეორიულადაც კი ვერ გადავა სუფრის სტატუსში, თუ თავყრილობის ადგილი არ არის აღჭურვილი რამენაირი ალკოჰოლით (კლასიკურია ღვინო) და ერთი დასახელების მისაყოლებლით მაინც.
სივრცე, რომელსაც სუფრა ჰქვია, აუცილებლად შეკრული უნდა იყოს, ანუ მისი მონაწილეები ერთი ლოკაციის (მაგიდის, კასრის, ბალახზე დაფენილი გადასაფარებელის, მანქანის "კაპოტის"(!) და ა.შ.) გარშემო უნდა იყვნენ თავმოყრილები, ხოლო ლოკაციის ზომა სუფრის არცერთ მონაწილეს არ უნდა უქმნიდეს ურთიერთკომუნიკაციის პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რასაც ვღებულობთ თითქმის ყველა სუფრის სტატუსით დაწყებული დიდი წვეულების მიწურულს - "ყელგამოღადრულ", აბსტრაგირებულ თამადას, ყაყანს და სეპარატისტული მინისუფრების კონგლომერაციებს.

სივრცეს, რომელსაც სუფრის სტატუსზე გააჩნია პრეტენზია, აუცილებლად უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი უფლებამოსილი პირი.
ეს პირი რეგულარული სიხშირით უნდა წარმოთქვამდეს აბსტრაქტულ "სფიჩებს": 2-5 წუთის ხანგრძლივობისას სუფრის დასაწყისში და გაუთავებელს - სუფრის მიწურულს. "სფიჩებში" სისტემატურად უნდა ჟღერდეს ფრაზები: "ალავერდი შენთან", "აბა, გაუმარჯოს", "ერთი წუთი ყურადღება" და შიგადაშიგ: "ღმერთის და ბუნების ძალით", ან "გენაცვალეთ ჯიგარში".

სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, რომ იყოს გიტარა და მისი მცოდნე; მინიმუმ სამ მონაწილეს ჰქონდეს ვოკალური მონაცემები და პოლიფონიური გამოცდილება, ან ახლომახლო უნდა დაიარებოდეს "ქსოვრელების" სადუდუკო "ბენდი".
შესაბამისად, თუ თქვენ აღმოჩნდით დაუდგენელი ტიპის წვეულებაზე და გსურთ გაარკვიოთ მისი სტატუსი, წაუყენეთ მას ეს ოთხი სავალდებულო პირობა და თუ ოთხივე დაკმაყოფილდა - ესე იგი თქვენ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე იმყოფებით.

ზოგადად კი, თუ იუმორს და ირონიას გვერდზე გადავდებთ, დაგვრჩება საუკუნეებით გამოცდილი ლხინის რიტუალი, რომელსაც გააჩნია თავისი დაუწერელი, მაგრამ ცნობილი წესები, და საკმაოდ რთული, დეტალური ეტიკეტი. ეს წესები და ეტიკეტი განაპირობებს პროცესს _ სუფრის სტარტს, ღვინით ურთიერთობისათვის შესაფერის განწყობას, საუბრის რიტმს და მოსმენის კულტურას.
განაპირობებს ქართული სუფრის მთავარ ექსკლუზივს - სადღეგრძელოებს, მათ თემატურობასა და თანმიმდევრობას: თავში - აუცილებელსა და სავალდებულოს, კულმინაციაზე - ღვინით მოძლიერებული მჭევრმეტყველების შესაფერისს - თავისუფალს და სევდიანს, ფინალურ ნაწილში კი იმპროვიზებულსა და პერსონალურს. შესაძლოა, უცხო თვალ-ყურისათვის ჩვენი სადღეგრძელოების კულტურა ზედმეტად პათოსური, უსაგნო, ან არაგულწრფელიც კი გამოჩნდეს. შესაძლოა, მრავალი ეთნიკურად ქართველისთვისაც კი ქართული სუფრის წესები და ეტიკეტი წააგავდეს ოპერის ლიბრეტოს, იმ ოპერისას, რომელზეც ბავშვობიდან გვატარებენ _ ზეპირად დაზუთხულს და ათასჯერ ნანახს უცვლელი პერსონაჟებით, დეკორაციებით, დირიჟორობის მანერით, ინსტრუმენტებით, მელოდიებით, სიტყვებით. თითქოსდა რამ უნდა მოგვანდომოს მისი ათას მეერთედ ნახვა? მაგრამ ამ ოპერას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი _ იგი ინტერაქტიულია და მასში, როგორც ჯაზში, დაშვებულია იმპროვიზაციები, თავისუფალი რეპლიკები, ორიგინალური ჩანართები, სტილის და ტემპის ცვლა, რიტმული გადასვლები და სოლოები; თეორიული შესაძლებლობები ულევია, ხოლო თუ რას მივიღებთ რეალობაში ამ სტანდარტული ლიბრეტოთი _ აშლილი ინსტრუმენტების ყმუილით გაყრუებულ, თავდაყირა დამდგარ, ყაყანა და უგემოვნო კიჩს, აკადემიურად სკურპულოზურ, კლასიკურად დეკორირებულ, ორიოდე ლორნეტიანი მოხუცის მოსაწონ, მკაცრ და პედანტურ კამერალს, თუ ცეცხლოვანი იმპროვიზაციებით, ეფექტიანი სცენებითა და აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტებით გაჯერებულ, ვირტუოზულად შესრულებულ, თვალწარმტაც, ჰაეროვან შოუს _ ამას უკვე გამოყენებული რეკვიზიტის ხარისხი და პროცესში ჩართული რეჟისორების, მხატვრების, მუსიკოსების, დეკორატორების თუ ინტერაქტიული აუდიტორიის ნიჭი, განწყობა და მარიფათი განსაზღვრავს.

P.S. თუ გახსოვთ, მალე ბარონმა დიუ ვალონმა მიაღწია ნანატრ კეთილდღეობას. მან მეზალიანსურად იქორწინა მდიდარ ქვრივზე. დატოვა პარიზი და დასახლდა პროვინციაში ბრწყინვალე, მდიდრულად გაწყობილ სასახლეში. შეიძინა მოოქროვილი ეტლი, მიაკრა მას თავისი საგვარეულო გერბი და მშვიდ, გამოზომილ ცხოვრებას მიჰყვა. თუმცა ცოტა ხნით, მიტოვებული მეგობრების ნოსტალგია, ხიფათიანი გართობების და მშფოთვარე, მაგრამ მხიარული ცხოვრების წყურვილი მასზე ძლიერი აღმოჩნდა... 

მიხეილ გოგოძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა