City Story
გიორგი ისაკაძე ბიზნესმედიის პროფაილით
"წარმატებული ადამიანები წარმატებულები არიან, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რასაც სხვები არა..." -ასეთია ჰენრი ფორდის აზრი. ამბიციურად ჟღერს, მეც ამბიციურად ვიწყებ და ვცდილობ პირად წარმატებას უფრო წარმატებული ადამიანის ისტორიის მოყოლით მივაღწიო. უკვე რამდენჯერმე ნახსენები სიტყვის გამეორება კიდევ ბევრჯერ მომიწევს, რადგან გიორგი ისაკაძესთან ვსაუბრობთ და როგორც ის ამბობს  "ნებისმიერი ქვეყანა წარმატებული ადამიანების ისტორიებზე დგას"...



გიორგი ისაკაძეს "მაესტროს" მთავარ პავილიონში ვხვდებით, ეთერში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. პირველ რიგში, ფოტოსესიას ვგეგმავთ. ყველაფერი წინასწარ გაწერილია - ზუსტად იცის რა გზას გაივლის "საქმიანი დილის" მოსაცდელი სკამიდან "ბიზნესკონტაქტის" სტუდიამდე Forbes -ის გადათვალიერების შემდეგ. წრე შეიკრა და ჩვენც
საუბარს სწორედ ახლანდელ ყოველდღიურობაზე ვიწყებთ. უკვე ორი წელია "მაესტროს" გუნდთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს 4-საათიან ეთერს ამზადებს. ორიოდე თვის წინ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ეკრანს დაუბრუნდა, კვირის შემაჯამებელი გამოშვებით. ამ ყველაფრის პარალელურად კი მის ცხოვრებაში Forbes Georgia  გაჩნდა. ან პირიქით, გიორგი ისაკაძე შევიდა Forbes -ის ცხოვრებაში, როგორც კომპანიის პარტნიორი და მთავარი რედაქტორი. აგვისტოში დაიწყო საუბარი, რომ სექტემბრის, ან ოქტომბრის ნომრის "ქავერზე" უნდა ყოფილიყო, როგორც ბიზნესმედიის ავტორი. მაშინ აღმოჩნდა, რომ Forbes -ს რედაქტორი არ ჰყავდა. შემოთავაზება მიიღო და ამაზე ფიქრის პარალელურად მოლაპარაკებები პარტნიორობაზეც დაიწყო. "მოკლედ Forbes -მა ჩემი ყოველდღიურობა გადაალაგა". - მეუბნება გიორგი, თუმცა იმასაც ამატებს, რომ ჯერ არ დალაგებულა, რადგან ძალიან ცოტა დროა გასული. თან ეს არაა ის ბრენდი, რომელიც შეიძლება იოლად გადაალაგო, თუნდაც არსებულ სხვა საქმეებში. ამ ყველაფერს კი ზაფხულში გაკეთებული ბიზნესპორტალი Business ემატება, რომელიც მალე ჩაეშვება და რამდენიმე თვეში ინტერნეტტელევიზია Forbes  TV დაიწყებს მუშაობას. ჯამში გიორგი ისაკაძის გარშემო ახალი პროფილი - ბიზნესმედია სწორედ Forbes -მა შეკრა. "ჩემთვის ბიზნესმედიაში Forbes -ის იქით აღარაფერი არსებობს, არც ბევრ სხვა მედიაში. ქართულ რეალობაში კი საკუთარი ხელდასმით რამდენიმე ნომრის გამოსვლას დაველოდები, მერე უფრო ამბიციური.


განცხადებები რომ გავაკეთო

ტელეეთერში ამბიციური განცხადება უკვე გააკეთა. ყოველდღე 4 საათის განმავლობაში პირდაპირ და ირიბად საუბრობს ფულზე, საუბრობს იმ ადამიანების ენით, რომლებსაც ფული აქვთ, საუბრობს მათთვის, ვისაც ფული აქვთ და მათთვის, ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს...

"ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვქმნით ამინდს ჩვენს სფეროში. გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით რა სჭირდება ბიზნესს. ამის გამოცდილებაც გვაქვს - გაგვიკეთებია. ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები და ჩვენ ვქმნით მედიაპროდუქტს, მაგრამ ჩვენთან არიან პროფესიონალი ბიზნესმენები, იურისტები, ფილოლოგები, ვინც გნებავთ და, საბოლოოდ, ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რაც იციან."

საკუთარი გუნდის პროფესიულ ამბიციებზე საუბრისას ლიბერტარიანელების კლასიკურ ნათქვამს აგრძელებს. ამბობს, რომ "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" ახერხებს მაყურებელს თევზიც მისცეს და ანკესიც. ინფორმაცია - თევზის სახით, ხოლო ანკესი - ესპონდენტების და ანალიტიკოსების საშუალებით. თან აუხსნას - რატომ არ უნდა სძულდეთ დღეს ბიზნესმენები და, პირიქით, ჰბაძავდნენ მათ იმისთვის, რომ თავადაც წარმატებულები იყვნენ. "თუ შენ მენტალიტეტში გიზის, რომ მდიდარი ცუდია და არ გიზის, რომ შენ უნდა გახდე მდიდარი, მაშინ შენთან საუბარი გამიჭირდება. როცა გელაპარაკება ადამიანი, რომელსაც ნახევარ მილიარდზე მეტი აქვს ბრუნვა წელიწადში და ყვება, როგორ აუარა გვერდი ლარის კრიზისს _ მოუსმინე რა, რამდენჯერმე მოუსმინე... იმას კი ნუ დაუთვლი, რამხელა ჯიპით დადის და მისი შვილები სად სწავლობენ. მოუსმინე, როგორ გააკეთა ეს. იმიტომ რომ შენ უფრო ახალგაზრდა ხარ, იქნებ შენ უკეთესი იდეა გაქვს და მეტი შეგიძლია. ამისთვისაა ეს გადაცემა."


საუბრისას ბიზნესმედიის უამრავი ფორმულა განვიხილეთ და ამოვხსენით. ციფრებიც ბევრი იყო და პროცენტული მაჩვენებლებიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ისაკაძის სიყვარული მათ მიმართ იქ სრულდება, სადაც რეიტინგებზე იწყება საუბარი. "მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ჟურნალისტი. მე ჩემი პირადი რეიტინგები ცხოვრებაში უკვე მაქვს". ციფრებით არა, მაგრამ სიტყვებით ვცდილობ გიორგი ისაკაძის ცხოვრების დიაგრამას გავყვე და მთავარი ფორმულა ამოვხსნა,მაგრამ რაც უფრო ბევრს ვსაუბრობთ, განტოლებაც უფრო მრავალუცნობიანი ხდება, არა იმიტომ, რომ რამე გაუგებარი, ან დამალულია, ბევრია უბრალოდ...

"ერთი ორი ეპიზოდის გარდა, რომელსაც ვიხსენებ, შანსი არაა რამეზე უარი ვთქვა. იმდენად კარგად მახსენდება ყველაფერი". 21 წლის ასაკში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, ნიკო ლეკიშვილმა კანცელარიის მრჩევლად დანიშნა. პარალელურად იყო TBC TV და გადაცემა "საქმე". 24 წლიდან ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელის და შემდეგ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა. "მე ვისწავლე ჩინოვნიკობა.


მე ვისწავლე ბიუროკრატია და ესაა ის ეტაპი, რომელზეც უარს ვერ და არ ვიტყვი... ამან შექმნა ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის ის კავშირები, რომლებიც შემდეგ ბიზნესში ყოფნისას გაგრძელდა."
შემდეგ იყო უამრავი კომპანია, რომლებსაც მართავდა, თუმცა მედიით მოწამლულს უკან - მომავალში დაბრუნების სურვილი ბუმერანგივით უბრუნდებოდა... "სახელმწიფო სამსახური, ბიზნესი, ბიზნესგაერთიანებები, რესპონდენტები, ჟურნალისტიკა, მედია - წრე იმდენად ლოგიკურად შეიკრა, რომ რჩება მთავარი - როგორ მიაწოდო მაყურებელს ეს ისე, რომ ყველასთვის გახდეს საინტერესო. მგონი ჩვენ ეს გამოგვდის, პროექტები შედგა - ჩემი და იმ გუნდის "ბექგრაუნდის" ხარჯზე, რომელიც ამას ქმნის"...

თუმცა წარსული გამოცდილებების და ცოდნის გარდა, მთავარი ინტერესი, რომელიც გიორგი ისაკაძის მიმართ, თუნდაც ეკრანიდან პირველი კონტაქტის დროს ჩნდება, მის პერსონას ეხება; როგორ ახერხებს მოჭერილი ჰალსტუხების ზონიდან ციფრების, ბიზნესტერმინების და, ერთი შეხედვით, მშრალი ინფორმაციის გროვაში რიგითი მაყურებლის ჩათრევას ისე, რომ უკან თევზით და ანკესით ხელში, მოტივაციით სავსეს უშვებს.
"მე მინდა მათ გავუჩინო სურვილი, რომ ისინიც გახდნენ წარმატებულები. გავუჩინო შეგრძნება, რომ ამ ქვეყანაში არსებობს წარმატების ფორმულა, თანაც არაერთი. ამ ქვეყანაში კეთდება ფული. კეთდება სწორი გზით. დაინახონ წარმატებული მაგალითები და ადამიანები თავიანთ გარშემო იმისთვის, რომ მიბაძონ"

`საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ წარმატებული ადამიანების ისტორიები აკლია, არადა არსებობენ ისინი და მე მათ დავუთმობ Forbes-ს, დავუთმობ ტელეეთერს, ზუსტად იმისთვის, რომ ამ ყველაფრის ნახვის და წაკითხვის მერე ადამიანებმა ერთი სიტყვა თქვან: wow! შესაძლებელი ყოფილა! ესაა ბიზნესმედიის ფილოსოფია"...
საუბარი კიდევ დიდხანს გაგვიგრძელდა, დასრულება გართულდა, რადგან გიორგი ისაკაძესთან საუბრისას ისე იმუხტები, რომ გგონია, შენც ყველაფერს შეძლებ, დარწმუნებული ხარ, ამ ინტერვიუს რომ დაასრულებ, კიდევ უამრავი იდეა გაგიჩნდება და ყველაფერს გააკეთებ, მშვიდად და თანმიმდევრულად. მე ვიწყებ... იმედია თქვენც, როცა კითხვას დაასრულებთ, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროდან იდეებს მარცხენა ნახევარსფეროში გადაიტანთ, To Do List -ში ახალ გვერდს გახსნით და საკუთარ წრეს შეკრავთ კიდევ ერთი წარმატებული ადამიანის ისტორიის შესაქმნელად.

სითი თეკლა გოგოლაშვილი
ფოტო : ლიგ სტუდიო

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა