ახალი ამბები
ანი ფხაკაძე, სითი გოგოს საქმიანი სტილი
"ამერიკაში გატარებული ბოლო წელი ჩემთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. უნივერსიტეტს ვამთავრებდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მინდოდა გამეკეთებინა, ამერიკაში გამეგრძელებინა მუშაობა თუ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ბოლომდე არცერთი იდეა არ მხიბლავდა; ვიცოდი, რომ ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში მთლიანად სამსახურისთვის უნდა მიმეძღვნა საკუთარი თავი, არ მექნებოდა დრო არც მოგზაურობისთვის და, რაც მთავარია, ვიქნებოდი ოჯახისგან ძალიან შორს. როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ოთხ თვეს ვისვენებდი და დანარჩენ დროს ვსწავლობდი, ყველაფერს ვახერხებდი - სწავლასაც, ოჯახთან ერთად ყოფნასაც და მეგობრებთან ერთად მოგზაურობასაც. როცა ამერიკაში სამსახურს იწყებ, ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გიწევს, გაქვს სულ რაღაც 2 კვირა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყნიდან გახვიდე. ეს ჩემთვის ძალიან ცოტაა ოჯახთან ყოფნისთვის. ვიცი, რომ ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ ჩემი საქართველოში დაბრუნება, განსაკუთრებით მამაჩემი ნერვიულობდა - ყოველდღე მირეკავდა და ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ საქართველოში კარგად ვიქნებოდი, ჩემთვის უფრო სასარგებლო აქ დაბრუნება იქნებოდა, ვიდრე ამერიკაში დარჩენა. დამარწმუნა კიდეც. ახლა ვმუშაობ "ვისოლ ჯგუფის" სარეკლამო განყოფილებაში და ძალიან მომწონს. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, თუმცა მირჩევნია დატვირთული ვიყო, ვიდრე ბევრი თავისუფალი დრო მქონდეს. სამსახურთან ერთად ასევე ვემზადები GMAT გამოცდისთვის, რათა მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელო ამერიკაში. საკმაოდ რთული გამოცდაა და ბევრი მეცადინეობაა საჭირო. სამსახური და მეცადინეობა ისე მტვირთავს, სახლიდან გასასვლელად და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად იშვიათად მრჩება დრო. ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნება, გვგონია, რომ ისევ ამერიკაში ცხოვრობ, მაინც ვერ გნახულობთო. რაც შეეხება სტილს, სამსახურში, ძირითადად, პერანგები და ქვედაბოლოები, ან შარვალი მაცვია. ხშირად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ ვცდილობ საქმიანად გამოვიყურებოდე.

ანი ფხაკაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა