City Story
La vida para un momento - "Carmen" Special Project by Irma Sharikadze
ანუ ცხოვრება ერთი წამისთვის...
ქეთევან ქემოკლიძე

მის წინაშე მსოფლიოს უდიდესი თეატრების ფარდები იხსნება. საუკუნის ისტორიების მოსმენას ქეთევან ქემოკლიძის ხმით ათასობით მსმენელი ელოდება და მერე ეს მსმენელი სუნთქვაშეკრული ტოვებს დარბაზს.
ახლა ვხსნით მესხიერების, ემოციის, სურვილის, წარმოსახვის ფარდებს... და დღეს მე მოგიყვებით ისტორიას ქალზე, რომელიც თავისუფლების სურვილით დაიბადა, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა, რომელმაც ბევრი იმღერა და რომლის მთავარ პარტიებს მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება...



საკუთარ თავს იმ პერიოდიდან იხსენებს, როცა ჩარჩოებისგან გათავისუფლება თმის დავარცხნაზე უარის თქმით დაიწყო; როცა მისი სტიქიური ენერგიის დამორჩილებას ვერავინ ახერხებდა და შემდგომი ქმედებების პროგნოზიც შეუძლებელი იყო. ეს ის თვისებებია, რომლებმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. ზედმეტად "დავარცხნილი" ახლაც არაფერი უყვარს, უსმენს მხოლოდ საკუთარ შინაგან ხმას და ღრმა ბავშვობიდან აგორებული ენერგიით ავსებს დარბაზებს.



მუსიკის შეყვარებამდე სცენა შეუყვარდა. წარმოსახვაში ყოველთვის დიდი საყურეები ეკეთა, თეატრალური სამოსი ეცვა და ტაშის ხმა ესმოდა. რეალობაში კი სახლში, სადღესასწაულო ვახშმობისას ბოშა ქალის კაბას ირგებდა და მშობლების მეგობრებისთვის დგამდა სპექტაკლებს. მერე ფორტეპიანოზე და სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს, გუნდშიც მღეროდა. გახვრეტილი ცხვირით, დახეული ჯინსით და ფერადი თმით აღმოჩნდა კონსერვატორიაში გამოცდაზე. იმღერა და ნოდარ ანდღულაძემ პირდაპირ კარმენის არია მისცა. მაშინ დაიწყო ქეთევან ქემოკლიძის ურთიერთობა ცხოვრების მთავარ პროფესიასთან და პროფესიაში მთავარ ქალთან. თუმცა... ალბათ, კარმენი იყო მაშინაც, სახლში სტუმრებს რომ ართობდა.
ჩაირიცხა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ იყო საქმე, რომელიც შედეგს მაშინვე იძლევა, ვერც თავის გამოჩენას შეძლებდა მალე. ამიტომ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს სხვა მიმართულება მისცა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. უკვე მაგისტრანტი ფინანსთა სამინისტროში სტაჟირებაზე იყო, ნათხოვარი კაბებით და შეგროვებული ფულით ბელვედერის კონკურსზე რომ გაემგზავრა. პირველივე ტურის მერე "ლა სკალას" დირექტორი მივიდა _ აკადემიაში უგამოცდოდ გიღებ და დღესვე გადმოფრინდიო. ქეთის კი ჯერ ეკონომიკის მაგისტრატურა ჰქონდა დასამთავრებელი და "ლა სკალაში" ჩარიცხვა რამდენიმე თვით გადადო.
ვიდრე წავიდოდა, საქართველოში ყველაფერი მოასწრო. ყველა ორკესტრთან, ყველა დირიჟორთან, ყველა დარბაზში სულ მღეროდა. პროფესიონალ მომღერლებზე მეტსაც. თუმცა 22 წლის ასაკში თავიდან დაიბადა _ სხვა რიტმში, სხვა ჰაერში, სხვა სამყაროში და უკვე მარტო.

ეს არაა პროფესია დროში _ დღის დასაწყისით და დასასრულით, ეს დონ კიხოტის პროფესიაა. მუდმივი მოძრაობაა, მუდმივი გამოწვევებია და მომავალში მონიშნული მკვეთრი წითელი წერტილებია ფიქრით _ "აი, ახლა რომ ვიმღერებ... აი, ახლა რომ მოხდება, ისეთი აღარაფერი მოხდება..."

ერთი წლის შემდეგ, აკადემიის გარდა, უკვე "ლა სკალას" სპექტაკლებში მონაწილეობდა. შემდეგი გამონათება პლასიდო დომინგოს კონკურსი იყო. მსოფლიოს ორმოც საუკეთესო კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და დომინგოსგან მიიღო პრიზი ესპანურის საუკეთესო შესრულებისთვის. ამას მოჰყვა უამრავი შემოთავაზება, კონტინენტსაც გასცდა, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში უდიდესი თეატრები მოიარა და საკუთარ კარიერაში არაერთი როლი დააგროვა... საბოლოოდ კი ბარსელონაში დაფუძნდა, იქ, სადაც პირველად იმღერა, როგორც არასტუდენტმა, სადაც პირად ბედნიერებას შეხვდა, სადაც 8 თვის ორსულიც სცენაზე იდგა, სადაც 2 წლის შვილი რეპეტიციის დროს კულისებში ელოდებოდა და სადაც საკუთარი თავი და ხასიათი იპოვა. ამ ხასიათს და მთავარი როლის შემსრულებელ მომღერალს ეძებდა კარლოს საურა საკუთარი ფილმისთვის "მე, დონ ჯოვანი", როცა კასტინგის მერე, შემთხვევით, აეროპორტში ისევ ქეთევან ქემოკლიძე დაინახა, ბილეთების გადაცვლის მოთხოვნით რომ კამათობდა და როლზე დაამტკიცა. ამ ხასიათის გამო წერენ მასზე, რომ სრულყოფილი არტისტია და, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ხასიათის გამო მას სამი ესპანელი ქალი _ როსინის როზინა, ვერდის ებოლი და ბიზეს ბოშა კარმენი "გადაეკიდა".
არის როლები, რომლებსაც დაემშვიდობა. ასე თავად გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზედმეტად თვითკრიტიკულია. შიშით და კანკალით უსმენს საკუთარ სპექტაკლებს და იმ დროს, როცა დარბაზი ოვაციით ინგრევა, სადღაც, ნოტის მეთექვსმეტედით უკმაყოფილო, ფარავს აღფრთოვანებას. იმედგაცრუებაც გამოუცდია, თუმცა ამ გამოცდებსაც საკუთარი ხასიათით მართავს. შეცდომებსაც ოპტიმისტურად აფასებს და მათი მადლიერია იმისთვის, რაც ისწავლა.
მიიჩნევს, რომ ოცდაათი წლის შემდეგ ქალი საუკეთესო ასაკშია, როცა სავსეა, როცა იცის, რა უნდა, როცა საკუთარ სურვილებსაც ფლობს და ბედნიერების მომენტის დაჭერა ყველაზე კარგად შეუძლია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა არა გაჩერება.
გასული წელი მისთვის სიახლეებით გამოირჩეოდა, მომავალი კონტრაქტებიდანაც უამრავი დებიუტი აქვს. ნიცა, რომი, პარიზი, ბარსელონა _ წლის კალენდარი თითქმის გაწერილია და იმედი აქვს, რომ დიდი პაუზის შემდეგ ქართველ მსმენელს თბილისის ოპერის თეატრში შეხვდება.
მისთვის ეს არაა პროფესია დროში _ დღის დასაწყისით და დასასრულით, ეს დონ კიხოტის პროფესიაა. ხანდახან რუტინაცაა, ხანდახან ემოციის მაქსიმუმიც არაა, მაგრამ მაინც მუდმივი მოძრაობაა, მუდმივი გამოწვევებია და მომავალში მონიშნული მკვეთრი წითელი წერტილებია ფიქრით _ "აი, ახლა რომ ვიმღერებ... აი, ახლა რომ მოხდება, ისეთი აღარაფერი მოხდება..."



"როცა თეტრში სპექტაკლის წინ შედიხარ, რაღაც სხვა შეგრძნებაა. ესაა მთელი ორგანიზმი, ლამაზი, მოწესრიგებული. სცენაზე რომ გადიხარ, უკვე სხვა სამყაროში ხარ. ეს არც სხვა მხარეა, არც სარკეა, არც ანარეკლი. ესაა სამყარო სამყაროში. ოპერა მარტო სიმღერა არაა, ესაა ის, რასაც გრძნობ, რამაც გაგახარა, დაგაფიქრა. არის მომენტი, როცა არ იცი, რომ ქეთევან ქემოკლიძე ხარ. იმ მომენტში ხარ ზუსტად ის, რასაც მღერი, რაც კომპოზიტორმა დაგიწერა. ამ მომენტმა შეიძლება იმდენად გაგიტაცოს, სიმღერის გაგრძელებაც დაგავიწყოს. ამ დროს გრძნობ, რომ მსმენელიც ზუსტად იქაა ემოციით, სადაც შენ ხარ. როცა ამხელა დარბაზში მარტო შენი ხმა ისმის და როცა სცენაზე ჭეშმარიტება იბადება, მაშინ ხვდები, რომ მთელი დარბაზი შენთანაა, ორკესტრი შენთვის უკრავს, დირიჟორი შენთვის დირიჟორობს, ყველა შენ მოგყვება და ეს ერთი წამის სასწაულია."

ესაა ცხოვრების სპექტაკლი სცენიდან, როცა განათებაზე მხოლოდ მტვრის ნაწილაკების დანახვაა შესაძლებელი, სხვა დანარჩენი მხოლოდ შეიგრძნობა.
ესაა, რაც ქეთევან ქემოკლიძეს აბრუნებს ბისზე...

Photo & Style Irma Sharikadze
Podel: Ketevan Kemoklidze Make up & hair: ekaterine chanchibadze 
special thanks to Rustaveli National Theatre 
ავტორი: თეკლა გოგოლაშვილი
ფოტო: ირმა შარიქაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სახლი ნინოს აქცენტებით
როდესაც დიდი სახლისა და დიდი ოჯახის საქმიანი დიასახლისი ხარ, დროის მენეჯმენტისა და პრაქტიკულობის გარდა, ინფორმირებულიც უნდა იყო. რაც მეტი ცოდნა გაქვს, მით მეტ დროს ზოგავ. ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა. ბავშვების ინტერესები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. განსხვავებულია მათი ცხოვრების სტილიც. შესაბამისად, სახლი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეწყობა.
14:22 / 17.04.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0347
TRY
TRY
1
0.4625
USD
USD
1
2.6975
ამინდი
ბორჯომი 1 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
გამოწერა