City Story
შეხვედრა "ტიფანი ბარში"
ნატა გოგოლაძე 34 წლისაა. "თბილისი მოლის" მარკეტინგის მენეჯერია, უამრავი აქვს მოსაყოლი კარიერაზე, ამერიკულ ცხოვრებასა თუ ათას სხვა რამეზე. მაგრამ უმთავრესი მის 34-წლიან ცხოვრებაში მისი დიდი ოჯახია _ ნატა გოგოლაძე ხუთი შვილის დედაა. სტატიის მთავარ გმირს და მისი ოჯახის სრულ შემადგენლობას Tiffany bar-ში ვხვდები.

ექიმების ოჯახში გაზრდილმა ტრადიციას გადაუხვია. მშობლების სურვილი იყო, რომ ისიც ამ პროფესიას გაჰყოლოდა და პედიატრი გამოსულიყო, თუმცა ნატამ დიპლომატია აირჩია. ის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტზე ისწავლა, მართალია, დღევანდელ სამსახურთან კავშირში არაა, მაგრამ მაინც ეხმარება. მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვა ნატას, როგორც მარკეტინგის მენეჯერის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. თავისთავად, ენების ცოდნაც ძალიან აქტუალურია.

"ოჯახისგან ყოველთვის ვგრძნობდი თანადგომას. მშობლები ნებისმიერ წამოწყებაში მიწყობდნენ ხელს. პირველად ამერიკაში ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში Georgia State Universite-ში საზაფხულო გაცვლითი პროგრამით რომ წავედი, 18 წლის ვიყავი; შემდეგ მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრირების განხრით დავამთავრე. მოგვიანებით სტაჟირება ჯერ ატლანტაში, სასტუმრო ქსელ Holliday Inn-ში, შემდეგ კი ნიუ იორკში რესტორნების ქსელ Reise Corporation-ში გავიარე. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიაზე ვსწავლობდი, მაშინ არ იყო საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების ისეთი არჩევანი, როგორიც დღესაა, ამიტომ სწავლა გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით გავაგრძელე, რადგან ძალიან მინდოდა ამერიკული მუშაობისა თუ სწავლის გამოცდილება მიმეღო. მოგვიანებით სწორედ ბიზნესადმინისტრირებაზე ჩავაბარე კავკასიის ბიზნესის სკოლაში. რომ არა მამაჩემის თანადგომა, ამას ვერ შევძლებდი. მან შეიტანა ჩემ მაგივრად ყველა საბუთი, მე ხომ ამ დროს ამერიკაში ვიყავი და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი ამ ყველაფერს.

ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლა პერიოდულად უხდებოდა; მომავალი მეუღლეც არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ სახლში გაიცნო, ძმის მეგობრების წრეში, 12 თებერვალს. ორ დღეში ვალენტინობაზე კი ბესოსა და ნატას შორის რომანტიკული ურთიერთობა უკვე დაწყებული იყო. ბაკურიანში დასასვენებლად წასულ ნატას "მზრუნველი" სატელეფონო ზარები არ აკლდა, თბილისში დაბრუნებულს კი ბესო საკუთარ გრძნობებში გამოუტყდა. მათ სასიყვარულო ურთიერთობას რამდენიმე წელიწადში ლოგიკური გაგრძელება _ ქორწინება მოჰყვა.

ბესო კვიჟინაძე პროფესიით იურისტია, ამჟამად სამშენებლო ბიზნესშია და, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, პირველივე ბავშვის დაბადებიდან ნატასთან ერთად ოჯახის საქმეებში თანაბრადაა ჩართული. ბევრისგან განსხვავებით, ნატამ და ბესომ შვილების აღზრდა ძიძის დახმარების გარეშე გადაწყვიტეს.

"თავიდანვე გვინდოდა, რომ გვყოლოდა სამი შვილი. ახლა კი, როცა სახლში ბევრი ბავშვია, მისი დახმარების გარეშე გამორიცხულია. ბესო თავიდანვე ყველაფერში იყო ჩართული; კარგი მამაა, მზრუნველი. ბავშვებსაც, რა თქმა უნდა, ძალიან უყვართ."
მიუხედავად იმისა, რომ ნატას ატლანტაში საკმაოდ კარგი შეთავაზება ჰქონდა, საქართველოში დაბრუნებას მაინც არ ნანობს. ამბობს, რომ მის ხასიათში არ ზის მეტ ნაკლებად "ჩარჩოებში" მოქცეული ამერიკული ცხოვრების სტილი. მაგალითად, თბილისში შეუძლია სამუშაო კვირის დღეებშიც განიტვირთოს საღამოობით მეგობრებთან ერთად. მშობლიურ ქალაქში მისთვის სამსახური, ოჯახი და მეგობრები დღეების მიხედვით არ არის დაყოფილი და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას თავისუფალ დროს მაქსიმალურად ცდილობს. მრავალშვილიან დედას მცირედი დასვენებისთვის მეგობრებთან გატარებული ერთი საათიც ჰყოფნის.

"ჩემი სამსახური ძალიან მომწონს. რუტინა არ შემიძლია, აქ კი ყოველდღე განსხვავებული საქმე მაქვს, სხვადასხვა პროექტი... ბევრი გამოწვევაა, რაც ძალიან მომწონს. უამრავ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ამით პოზიტიურად ვიმუხტები".
თავდაუზოგავი შრომა, განათლება და მიზანდასახულობა _ ასე აყალიბებს 34 წლის ნატა გოგოლაძე, მარკეტინგის მენეჯერი და ხუთი შვილის დედა წარმატების საკუთარ ფორმულას.

ნატას, ბესოს და ბავშვების დღის განრიგი

07:30 სახლში რეკავს მაღვიძარა, ნატა და ბესო უფროს ბიჭებს _ თორნიკეს და იოანეს სკოლისთვის, დემეტრეს კი ბაღისთვის ამზადებენ. გოგონებს ჯერ სძინავთ.
08:00 ბესოს ბიჭები მიჰყავს სკოლასა და ბაღში. ნატა აღვიძებს და ამზადებს გოგონებს, რომლებიც სამსახურში მიმავალმა დედას სახლში უნდა დაუტოვოს.
09:00 თუ გოგონებს მაინც ეძინებათ, ნატა მათ გამზადებას ბესოს ანდობს და თავად სამსახურში მიდის.
09:30 სამუშაო დილა ჭიქა ყავით იწყება
დღის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ბიჭები სკოლიდან და ბაღიდან არიან გამოსაყვანნი. ამ ყველაფერს მამა აკეთებს, შემდეგ კი წრეების ჯერია, რასაც ასევე მამა იღებს საკუთარ თავზე _ იოანე, რომელიც გამორჩეულ ნიჭს ავლენს ფეხბურთში, სპორტის ამ სახეობაზე კვირაში სამჯერ დადის, თორნიკე კი წყალბურთზე დაჰყავთ.
19:00 ნატა გოგოებთან ერთად უკვე სახლშია და ვახშამს ამზადებს.
20:00 ოჯახის ყველა წევრი თავს სახლში იყრის.
შაბათი-კვირა თითქმის ისევე დატვირთულია, როგორც კვირის დანარჩენი დღეები, რადგან ბავშვები დამატებით წრეებზე დადიან. განტვირთვისთვის ნატას და ბესოს დიდი ოჯახი პერიოდულად ქალაქიდან გადის. ხუთი შვილის მშობლები ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხე ადრეულ ასაკშივე გაიცნონ.

ავტორი: თეა ხოფერია
ფოტო: იკა პირველი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა