City Story
KARE მათი არჩევანია
უკვე ერთი წელია თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის N38-ში ავეჯის , განათებებისა და აქსესუარების დახვეწილი, ტრენდული და ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია. ეს ერთი კონკრეტული მაღაზიაა, KARE. ჯერ, მართალია, ერთ წელს ითვლის, თუმცა მთელ ქალაქში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი აქ ერთხელ მაინც შემოივლით, დაგვერწმუნეთ, აუცილებლად მოგინდებათ, თქვენი ინტერიერი KARE-ში წარმოდგენილი, მუდმივად განახლებადი კოლექციით შეავსოთ. უნიკალური და არასტანდარტული დიზაინის ავეჯი, განათებები და აქსესუარები, რომლებშიც ჰარმონიულად არის შერწყმული 70-იანი წლებისა და თანამედროვე სტილის ტენდენციები, გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს. KARE-ს შოურუმებში სადა, პასტელური და მკვეთრი ფერების დიდი არჩევანია. არ მეგულება მომხმარებელი, რომლის გემოვნებას აქ წარმოდგენილი ნივთები არ მოერგება, ან თუ საკუთარი თავისთვის არა, სასაჩუქრედ მაინც ვერაფერს აარჩევს.
"სითიმ" ერთ-ერთ უქმე დღეს ლალი ტოტიკაშვილთან, ნინო კუზანოვასთან, ქეთი ხატიაშვილსა და ნათია გამცემლიძესთან ერთად KARE-ში ფოტოსესია დაგეგმა; სტუმრები შვილებთან ერთად მოვიდნენ და სიამოვნებით ჩაერთვნენ პროექტში. "სითის" რესპონდენტებს ფოტოები მათ რჩეულ აქსეუსარებთან, ავეჯსა და სანათებთან გადავუღეთ, რამდენიმე კითხვაც, რასაკვირველია, შთაბეჭდილებებზე დავუსვით;


ქეთი ხატიაშვილი
"იმედის დილის" წამყვანი:
"მაღაზიაში შემოსვლისთანავე გავოცდი, როგორი მრავალფეროვნებაა, ყველაფერი ასეთი ლამაზი და კარგია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ალბათ, აქსესუარებმა დატოვა ჩემზე. ულამაზესი საათების დიდი არჩევანია. მომწონს მოჩუქურთმებული ფერადი ავეჯი, რომელიც გაძლევს საშუალებას თავი საოცრებათა სამყაროში მოხვედრილ ალისად წარმოიდგინო. სამომავლოდ სწორედ აქ ვიყიდი საძინებელს ჩემი ახალი ბინისთვის. KARE-ში ძალიან დიდი არჩევანია"


ლალი ტოტიკაშვილი
სამოდელო სააგენტო Fashion Sharm-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"ძალიან მომწონს KARE, აქ ხშირად დავდივარ საჩუქრების საყიდლად. მომწონს აქსესუარები, რომლებიც ამ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ჩემი ახალი სახლის რემონტი დასრულდა და აუცილებლად შევიძენ აქ ლამაზ ნივთებს. განსაკუთრებით მომწონს თეთრი მაგიდა სკამებით ჩემი ახალი სამზარეულოსთვის. შესანიშნავი არჩევანია ასევე სარკეებისა და განათებების." 



ნინო ნადირაძე-კუზანოვი

ექიმი, კარდიოლოგი:

KARE-ში სხვა კუთხითაა დანახული ავეჯის დიზაინი, არატრაფარეტული, სწორედ ისეთი, როგორიც მე მიყვარს. ის შემთხვევაა, როდესაც გარეგნული მონაცემები, ხარისხი და ექსტერიერი შერწყმულია ერთმანეთთან და სრულყოფილ სინთეზს ქმნის. ჩემმა შვილმა უკვე შეიძინა KARE-ში სარკე. მეც ძალიან მომწონს KARE-ს განსხვავებული ფორმის სარკეები. აქ შესანიშნავი სასაჩუქრე ნივთები იყიდება, ისეთები, რომელთა შეძენის შემთხვევაში, საჩუქრის ადრესატის გულს ნამდვილად მოიგებ." 



ნათია გამცემლიძე
ჟურნალისტი:

მე და ჩემი ოჯახი 5 წელიწადია წავკისში ვცხოვრობთ და თბილისში გადმოსასვლელად ვემზადებით. ბავშვები უკვე სკოლასა და ბაღში უნდა წავიდნენ. ვიწყებთ სახლის მშენებლობას და, ამავდროულად, ვფიქრობ, როგორ უნდა მოვაწყო ინტერიერი. მომწონს მუქი ფერის ავეჯი, მინიმალისტური და სადა. თითქმის ყველა ავეჯის მაღაზიას ვსტუმრობ, რაც კი თბილისში იხსნება. ვფიქრობ, სარკე არის ის ნივთი, რომელიც ყველა ოთახს უხდება. KARE-ში უკვე შევარჩიე ულამაზესი სარკე ჩარჩოთი, რომელსაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამზარეულოში დავკიდებ. მთავარი ის არის, რომ აქ ფასებიც ყველასთვის მისაღებია. მიხარია, რომ უკვე თბილისშიც არსებობს ავეჯის ისეთი მაღაზიები, როგორიც KARE-ა, რომელიც ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი დიასახლისების გემოვნებასაც აკმაყოფილებს.


ავტორი: თეა ხოფერია
ფოტო: იკა პირველი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა