City Story
ნატა ამაღლობელის ბლოგი
მოულოდნელი აღმოჩენები კომფორტის ზონიდან გასვლის შემდეგ
სიმართლე უნდა ითქვას! ხანდახან უთხრა სიმართლე შენს თავს, ყველაზე რთული ამოცანაა. თითქოს ისედაც ცხადად იცი, რომ ზედმეტი კილოგრამები ლოდად გაწევს, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ ფორმადაკარგულ სხეულს უფრო და უფრო ეგუები. და ამ დროს საჭიროა მოხდეს რამე ისეთი, რაც ამ კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს.

მე ვიცი, საიდან დაიწყო ჩემი ათვლა - 2015 წლის 5 დეკემბერიდან. აჭარაში, ახალი და არნახული სილამაზის სათხილამურო კურორტის გოდერძის გახსნაზე ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა ეკა ჩაგელიშვილმა პირდაპირ მომახალა: `ბოლოს და ბოლოს, ამიხსენი, რა გჭირს? სად არის ის ნატა, წლებია რომ ვიცნობ, რატომ გააქრე სამუდამოდ?"

წონაში კლების თემას საუბრის დასაწყისშივე მივადექით, მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რა კარგად გამოიყურება. 15 კილოგრამი დავიკელიო, მიპასუხა. გზა _ ჯანმრთელი, ჯერადი და გააზრებული კვება, ცილოვანი დიეტა.
მაშინ ვიფიქრე, თუ ეკამ ეს შეძლო, მე რაღა მიშლის ხელს. პასუხი აშკარა იყო _ ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე და ბანალური სიზარმაცე, დამაჯერებლად შუფუთული ათას, ვითომ დამაჯერებელ არგუმენტში.
დასკვნა:
რაღაც ძლიერი ბიძგი გჭირდებათ, რომელიც თქვენი ჩვეული კომფორტის ზონიდან ამოგაგდებთ.

ამაზე ბევრად მოულოდნელი იყო ის აღმოჩენები, რომლებიც კვებითი ჩვევების შეცვლისთანავე გავაკეთე:

1 სწრაფი კვების რესტორნებმა ზუსტად იციან, რა ადგილას დაკიდონ ქალაქში სარეკლამო ბანერები. თვალში გეჩხირება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გშია და სამსახურიდან სახლში ბრუნდები. შევიმუშავე სტრატეგია _ დავიმახსოვრე ყველაზე საშიში ადგილი და ჩვევად ვაქციე, იმ მხარეს არ გავიხედო, საიდანაც ჰამბურგერი, ან შემწვარი კარტოფილი მეძახიან. თან სიმართლე უნდა ითქვას, იციან კერძების ეფექტიანად გადაღება.

2
სოციალური ქსელებიდან ამოვშალე ყველა კულინარიული გვერდი ამავე მიზეზის გამო. ასევე წავშალე ყველა ნაცნობი, ვინც შემჩნეული იყო ინტერნეტში კერძების ფოტოების ხშირ გამოქვეყნებაში.

3
მას შემდეგ, რაც ამოვიღე მარილი ხმარებიდან, საკვებს რადიკალურად შეეცვალა გემო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად განსხვავებული გემო აქვს ყველაფერს, განსაკუთრებით ბოსტნეულსა და ხორცს მარილის გარეშე. უნდა ითქვას, რომ უმარილო არ ნიშნავს უგემურს, რაც უფრო ხარისხიანია საკვები, მით უკეთესი გემო აქვს მარილის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით ყველანაირი მზა საკვები სოსისის და ძეხვეულის ჩათვლით მეჩვენება ზედმეტად მლაშედ და ვეღარ ვჭამ.

4
ქალაქში გადაადგილების დროს არც ისე იოლია საპირფარეშოს მოძებნა, რაც საკმაოდ აქტუალური თემაა, თუ დღეში 2 ლიტრს, ან მეტ წყალს სვამთ და უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი თბილისის სხვადასხვა უბანში. კაფეები და რესტორნები მაინც ყველაზე პრაქტიკული და თვალნათელი გამოსავალია.

5
თბილისში არსებობს რესტორნები, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელად ისადილო. სრული აღმოჩენა ჩემთვის იყო "ეზო" სოლოლაკში, სადაც საოცარი ხარისხის ფერმერული პროდუქტი აქვთ და ძალიან ზომიერად იყენებენ ცხიმს და მარილს. ასევე "ამო რამეშიც" ძალიან სწრაფად აითვისეს ჩემი კვებითი ჩვევები. ლიბანური რესტორანი "ამირა" ვაკეში იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ლიბანს ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი სამზარეულო აქვს. ამიტომ თუ ვთანხმდებოდი მეგობრებთან ერთად სადილზე შეხვედრას, სწორედ ამ ადგილებს ვთავაზობდი.

6
ჩემს მეგობრებს ჩემი დიეტური საჭმელი შეუყვარდათ. ძალიან ხშირად ჩემთან სტუმრად მოსულები მთხოვდნენ, მიდი რა, ის სალათი გააკეთე, შენ რომ ჭამ ხოლმე და სომხური ლავაში დავაყოლოთო. გამიხარდა, მიხვდნენ, რომ ჯანმრთელი არ ნიშნავს უგემურს.

7
ნუ გეწყინებათ, თუ თქვენი საყვარელი ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრებენ, რას ჭამთ და რას _ არა. ჩემთან რამდენიმე მეგობარს ვერ მოვაშლევინე ნამცხვრისა და ტორტის მოტანა (რომლის მირთმევა, ძირითადად, თვითონ სურდათ). ამიტომ ჩვენს ოჯახში გაჩნდა ახალი ტრადიცია _ ვისაც მოაქვს ტორტი, ან ნამცხვარი, მიირთმევს ჩემი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმდენს, რამდენიც უნდა და შემდეგ ვატანთ უკან სახლში. ამის გაპროტესტება ჩანასახშივე ჩავახშე არგუმენტით - საჭმლის გადაყრა მკრეხელობაა, მით უმეტეს, ნახევარ დედამიწას საკვები არ ყოფნის.

8
ცალკე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს შვილებს. ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის, 15 წლის ნიკოლოზის ხედვა ჯანმრთელი კვების შესახებ ერთმანეთისას სრულად ემთხვევა, ამიტომ ათნაირი სადილის კეთება ყველასთვის ცალ-ცალკე არ მიწევს ხოლმე. შოკოლადზე დამოკიდებული ჩვენთან მხოლოდ 3 წლის ალექსანდრეა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში მისი ტკბილეულით გატაცებას ჯანმრთელ ალტერნატივას მოვუძებნით.

9
სამი კულინარიული აღმოჩენა - ყურძნის წიპწის ზეთი, შავი ქლიავის უკურკო ჩირი და აეროგრილი.
ყურძნის წიპწის ზეთი ერთადერთია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე არ იძენს კარცეროგენულს და არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. არ აქვს სპეციფიკური გემო და იდეალურია როგორც შესაწვავად, ასევე ცოცხალი სალათისთვის.
შავი ქლიავის ჩირი სულ მაქვს ჩანთაში, რაც ძალიან მოსახერხებელია, თუ სრულფასოვან საუზმეს ვერ ვასწრებ, ან სადილის გამოტოვება მიწევს შეხვედრისა თუ სხვა საქმის გამო.
აეროგრილი - ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ცხიმს გამოჰყოფს ჩვეულებრივი ქათამი აეროგრილზე შეწვის დროს. თან თავზე დადგომა არ სჭირდება _ ჩართავ და შეგიძლია დაივიწყო გზა სამზარეულოსკენ.

10
ორ რამეზე ვერ ვთქვი უარი _ პური და შაქარი. თეთრი შაქარი ყავისფრით ჩავანაცვლე, ტრადიციული პური _ სომხური ლავაშით და უსაფუარო პურის ნაირსახეობებით. თბილისში დღეს ბევრ ადგილას შეიძლება გემრიელი უსაფუარო პურის ყიდვა, მაგრამ გერმანული `რეიხების საცხობის~ პური ნამდვილი აღმოჩენა იყო. თან საყინულეში საკმაოდ დიდხანს ძლებს და გალღვობისას გემოს არ კარგავს (ამ საცხობთან იშვიათად ვხვდები გზად, ამიტომ ასე ვიმარაგებ საყინულეში).
თუ სწორად მოემზადებით, წონაში კლების პროცესი ბევრ რამეს გასწავლით და ბევრ ჯანმრთელ ახალ ჩვევას შეგძენთ. თქვენი გადასაწყვეტია _ ეს აღმოჩენების სასიამოვნო და ახალი გზა გახდება, თუ საკუთარ თავთან ტანჯვა-გოდებით სავსე ბრძოლა. წარმატებები აღმოჩენებით სავსე გზაზე!
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზუკა ხუციშვილი და მეგობრები
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2094
TRY
TRY
1
0.4984
USD
USD
1
2.8513
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა