City Story
ნინო ელიავა
ახლა ის 28 წლისაა, ჰყავს მეუღლე და წლისა და 4 თვის შვილი გიორგი უძღვება 4 სამსახურს და, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, დრო ჰყოფნის ოჯახის, თავის მოვლის, საქმისა და მეგობრებისთვისაც. ის ბლოგერია, ონლაინმაღაზია MORE is LOVE - ის და ბრენდ "711"-ის თანადამფუძნებელი, აქსესუარებისა და საიუველირო ბრენდ  "ეშვის" პიარმენეჯერი, ANOUKI-ს პიარმენეჯერი და კონსულტანტი. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს ერთად ნინო ელიავა? ამის გაგება "სითისა" და სალონ Dessange Paris Tbilisi-ს ერთობლივი სპეციალური პროექტით ვცადეთ. რთული რეჟიმის მიუხედავად, ნინომ ჩვენთვის რამდენიმე საათი გამოყო და საინტერესო ამბების მოყოლის პარალელურად Dessange Paris Tbilisi-ში სასურველი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაიკეთა.

სითი: მოგვიყევით როგორია თქვენი ერთი დღე?

ნინო ელიავა: დილა იწყება ჩემი შვილით, რომელიც დაახლოებით 08:00 მაღვიძებს და მაშინვე მთხოვს მულტფილმების ჩართვას. ამასობაში მოდის ჩემი მწვრთნელი და იოგასა და პილატესში მავარჯიშებს. შემდეგ ვსაუზმობ. ტრადიციულად, მივირთმევ სენდვიჩს

ყველით და ვსვამ მწვანე ჩაის. მერე მივდივარ სამსახურში, ხან საქმიან შეხვედრებზე გავდივარ. კვირის სამუშაო დღეებში, საღამოს სახლში ვბრუნდები და ბავშვის დაძინებით ვარ დაკავებული. შემდეგ უკვე ვმუშაობ სახლიდან. შაბათ-კვირას კი განტვირთვის დღეები მაქვს მეგობრებთან ერთად.

სითი: თქვენ და თქვენმა პარტნიორებმა პირველებმა დააარსეთ საქართველოში ონლაინმაღაზია MORE is LOVE, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, მსოფლიო მასშტაბით დიდ წარმატებებს მიაღწია. ასევე დააფუძნეთ ტანისამოსის ბრენდი `711", რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი საქმიანობა და თუ გაქვთ კიდევ სხვა გეგმებიც?

ნინო ელიავა:  MORE is LOVE უკვე სამი წლისაა. ამ პერიოდში დავამყარეთ ურთიერთობა 65 ქვეყანასთან, ჩვენი მთავარი ბაზრებია ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ყატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ა.შ. ძირითადად, ვმუშაობთ ექსპორტზე და წარმოდგენილი გვაქვს 100-ზე მეტი ბრენდი. ჩვენი კონცეფცია არის ახალბედა, ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენა და წარდგენა. წელს პირველად, MORE is LOVE-მა მონაწილეობა მიიღო თბილისის მოდის კვირეულში, ხოლო ჩვენი საკუთარი ხაზი, ბრენდი `711", რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება, `მერსედეს-ბენცის~ თბილისის მოდის კვირეულზე `რეზორტის კოლექციით~ წარდგება.

სითი: "სითისა" და "დესანჟის" ერთობლივი პროექტი ცნობილი ადამიანისთვის სასურველი ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთებას გულისხმობს; გიყვართ ექსპერიმენტები და სიახლეები გარეგნობაში?

ნინო ელიავა: დღეს მე კლასიკური ვარცხნილობა და მაკიაჟი ვარჩიე, ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია. თუმცა მიმაჩნია, რომ სულ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, ამიტომ ხანდახან მნიშვნელოვანია რაღაცის შეცვლა: იქნება ეს თმის სიგრძე, ფერი, მაკიაჟი, თუ კიდევ სხვა რამ. დროდადრო საინტერესოა ექსპერიმენტი და იმის ნახვა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალო იერსახე.

ავტორი: თეა ხოფერია
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა