City Story
ირაკლი ჟღენტის სამყარო - გამართლებული საათები
მასზე წარმოდგენას მისივე პორტრეტების თვალიერებით ვიქმნი. სამყარო, რომელიც ტილოზე გადააქვს, მრავალფეროვანი, ამოუცნობი და იდუმალია. სახელოსნოში საათობით მუშაობისას წარმოსახვითი პერსონაჟები იბადებიან, შემდეგ ტილოზე ცოცხლდებიან და დამთვალიერებელსა თუ შემფასებლებს გამოფენებზე ელოდებიან. მგონია, რომ ბავშვობიდან ხატავს, ვფიქრობ, რომ პირველი ნახატების ესკიზები შენახული აქვს; დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნამუშევრების ავტორი ხატვის ნიჭით დაიბადა და როცა პირველად ხელში ფურცელი და ფანქარი დაიჭირა, ისე დახატა, რომ მომავალი პროფესია პირველმა შემფასებლებმა მაშინვე უწინასწარმეტყველეს. მსგავსი დასაწყისით, ალბათ, ბევრი არტისტის პორტრეტი დაიწერებოდა, მაგრამ არა ირაკლი ჟღენტის, რომელმაც ხატვის ნიჭი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა, მხატვრობასთან შეხვედრა კი ასე ახსნა: `ხატვამ თვითონ მიპოვა".

30 წლის ვარ, ვხატავ და ქანდაკების მიმართულებით ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში. იყო დრო, როცა არ ვსწავლობდი, დაახლოებით 5 წელი ვმოგზაურობდი. კოლექტიური პრინციპი სადაცაა, იქ ვერ ვჩერდები. საზღვარგარეთ ყოფნის დროს რამდენჯერმე ბარებში მიმტანად მუშაობაც ვცადე, მაგრამ ყველგან ორი დღე იყო მაქსიმუმი. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, გიტარაზე დაკვრაც გადავწყვიტე, იმ დროს ჯიმ მორისონი, ჯონი ლი ჰუკერი მომწონდა, მაგრამ ერთი კვირა ვიარე და იქაც ვერ გავჩერდი. მერე კვიპროსში აღმოვჩნდი და იქ შევქმენი პირველი ჩანახატი.

_ რა იყო პირველი ჩანახატი?

_ ერთი ტიპის პორტრეტი იყო, რომელიც პაბში შემოვიდა, თავისთვის იჯდა და მე მისი დახატვა გადავწყვიტე. ჩემი დეიდაშვილები იყვნენ ჩემთან ერთად და ძალიან მოეწონათ, არ ვიცი, იმ დღეს ჩემში რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ჩანახატის შემდეგ ვხატავ.

_ შესაძლოა, იმ დღეს გაჩნდა ხატვის სურვილი, მაგრამ ნიჭი ხომ იყო თქვენში?


_ ნიჭის, სიმართლე რომ გითხრათ, არ მჯერა. მე მჯერა საათების, მაგალითად, ათი საათის განმავლობაში თუ რაღაცას გააკეთებ, შედეგს მიაღწევ. ასეა ხატვაც, თუ ივარჯიშებ, დახატავ. ამბობენ, ხატვის სწავლა შეიძლება, პროპორციების, ჩრდილების და ა.შ. მაგრამ მხატვრობის _ არაო. პირველი მასწავლებელი, ვინც ფანქრით მუშაობა მასწავლა, როლანდ პაპოშვილი იყო. მისგან კიდევ ბევრი რამ ვისწავლე, მახსოვს, მითხრა, მხატვრობაში კი არ უნდა გიყვარდეს შენი თავი, შენს თავში უნდა გიყვარდეს მხატვრობაო. დამამახსოვრდა ეს ნათქვამი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რომელი უფროა, არ ვიცი, ალბათ, მონაცვლეობენ.

_ პირველ ჩანახატს მეორე-მესამე როდის მოჰყვა?


_ ხუთი წელი გავიდა იმ ჩანახატიდან, როცა როლანდმა პირველად ნახა ჩემი ნამუშევრები, მითხრა, კარგი ბიჭი ხარ, სამუშაო წინ ბევრი გაქვსო. მეც ვმუშაობ. იყო დრო, როცა ვნერვიულობდი... მერე დედაჩემის ქმარმა მომცა ძალიან კარგი რჩევა, მითხრა: `შენ ცდილობ ისწავლო, საღებავები იყიდო, გარემო შეიქმნა, რომ მხატვარი გახდე, მაგრამ მოდი, ყველაფერს სხვაგვარად შეხედე, ჩათვალე, რომ უკვე მხატვარი ხარ და ისე აკეთებ ამ ყველაფერს". ამის შემდეგ დავმშვიდდი და უფრო თავდაჯერებული გავხდი.

_ როგორ იწყებთ ტილოზე მუშაობას; არის მომენტი, როცა გინდათ დახატოთ, მაგრამ ვერ, ან არ `იხატება"?


_ პირველად იდეა მოდის, იდეა კი არა, იმიჯი. ამ სურათს ბევრი არაფერი ემატება და არც აკლდება პროცესამდე, უშუალოდ პროცესის დროს კი ნახატი სხვადასხვა განვითარებას პოულობს. ბევრი რამ იცვლება, მაგრამ თავდაპირველ იმიჯს დასრულებულ ნამუშევარში მაინც ვგრძნობ. ჩემს შემთხვევაში შთაგონება ასე ჩნდება. სოციუმში ყოფნა არ მიყვარს, მარტო როცა ვარ, კარგად ვარ, თან არ შემიძლია უსაქმურად ყოფნა, თუ არ დავიხარჯე, ღამე ვერ დავიძინებ. ჩემი საათები, რაც მაქვს, მინდა, რომ შექმნას დავუთმო, სხვა შემთხვევაში თითქოს საათები გაუმართლებლად იხარჯება. თუ დრო ტყუილად გაივლის, ძალიან ცუდად ვიგრძნობ თავს.

_ ყოველი წუთი აუცილებლად დატვირთული უნდა იყოს, დღის ბოლოს გასული საათები რომ გამართლდეს?


_ ზოგჯერ ვერ ვახერხებ ამას. ზარმაციც ვარ, მაგრამ ვცდილობ არ გავჩერდე. მინდა ფილმის გადაღებაც ვისწავლო, რადგან ხანდახან მგონია, ამ ნახატებმა უნდა იმოძრაონ და არ მოძრაობენ. აუცილებლად გადავიღებ ფილმს, მაგრამ იქამდე ამერიკაში წავალ.

_ პირველმა პერსონალურმა გამოფენამ როგორ ჩაიარა? ხომ არ გაგიჭირდათ ნამუშევრებთან განშორება?


_ არა, ჩემს შემთხვევაში ასე არ ხდება, არ მიჭირს საკუთარ ნახატებთან განშორება. მხატვრობა ყველაფერთან ერთად შემოსავლის წყაროცაა, ამიტომ ჩემი ყველა ნახატი რომც გაიყიდოს, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
30-მდე ნამუშევარმა ირაკლის სახელოსნოდან გამრეკელის საგამოფენო სივრცეში 4 აპრილს გადაინაცვლა. მხატვრის პერსონაჟები ერთი კვირის განმავლობაში ახალ სამყაროში აღმოჩნდნენ შემფასებლების, დამთვალიერებლებისა და, როგორც ინტერვიუს ბოლოს აღმოვაჩინე, სახელების მოლოდინშიც. მისი დაუსათაურებელი ნახატები ყველა ადამიანისთვის განსხვავებულ ისტორიებს ყვებიან, ჩემთვის კი ყველა მათგანს ერთი სათაური აერთიანებს _ `გამართლებული საათები", პერსონაჟები, რომლებიც ირაკლი ჟღენტის შემოქმედების მთავარი გმირები არიან, ყველაზე მეტად ამართლებენ წამებს, წუთებს, საათებს და, რაც მთავარია, უძლებენ დროს!


ავტორი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა