City Story
"ბუდა-ბარის" მასტერკლასი
უში პირველად შვიდი წლის წინ გავსინჯე. მგონია, რომ სუში ან ძალიან უნდა გიყვარდეს, ან პირიქით. გასინჯვისთანავე მივხვდი, რომ ზღვის პროდუქტების მიმართ სიყვარული გამიორმაგდა. სუშის მომზადება ერთგვარი ხელოვნებაა და კულინარიას სცდება. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც "ბუდა-ბარის" მასტერკლასზე აღმოვჩნდი და სუშის წარმოშობისა და მომზადების ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მივიღე.

"სითის" ტრენდების მოყვარული მკითხველი აუცილებლად დაინტერესდება, როგორ აკეთებენ სუშის პროფესიონალები, ან როგორ შეიძლება მისი სახლის პირობებში მომზადება. სუშის უზომო სიყვარულის მიუხედავად, მისი მომზადება არასდროს მიცდია, მაგრამ "ბუდა-ბარის" შეფმზარეულებმა დამარწმუნეს, რომ ეს ცდად ღირს.

კლასიკური "კალიფორნია"

ყველაფერი ასე იწყება, სუშის ბრინჯი იხარშება სპეციალური ტექნოლოგიით. შემდგომ თავსდება ბამბუკის ჭურჭელში - ჰანგირში და გრძელდება ყველაზე საინტერესო პროცესი, ინგრედიენტების შერჩევა და როლის აწყობა. სახლის პირობებში სუშის მომზადება არარეალურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისეთი სრულყოფილი სუში მოვამზადოთ, როგორსაც "ბუდა-ბარი" გვთავაზობს, თუმცა მასტერკლასზე მიიღებთ საჭირო რჩევებსა და ინფორმაციას, თუ სად შევიძინოთ შესაბამისი პროდუქტები და ატრიბუტიკა.

"სალმონ-ტერიაკი"

"ბუდა-ბარში" სუშის მასტერკლასი კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს იმართება, რისთვისაც წინასწარ უნდა დავრეგისტრირდეთ. ასევე შაბათს საღამოს "ბუდაბარ" ლაუნჯში წარმოდგენილი იქნება Sushi Show Kitchen. შეფმზარეული გიორგი თარიმანიშვილი და სუშიშეფი გიორგი ხვისტანი გაგვაცნობენ სუშის მომზადების ხელოვნებას. მე, როგორც "ბუდა-ბარის" მასტერკლასელი გირჩევთ, ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით და დაეუფლოთ არა მარტო სუშის მომზადების ხელოვნებას, არამედ მოისმინოთ საინტერსო ფაქტები და შეხედულებები სუშის შესახებ, რომლებსაც ხალისით გიამბობენ ხან ერთი და ხან მეორე გიორგი.

სუშის წარმოშობას ბევრი იაპონიას მიაწერს, თუმცა ჩინეთია მისი სამშობლო, შემდგომში კი ეს ხელოვნება იაპონელებმა განავითარეს და დახვეწეს. დღეს უმი თევზი მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ამერიკაში, სადაც შეიქმნა ყველაზე პოპულარული როლები სახელწოდებით "კალიფორნია" და "ფილადელფია". კლასიკურისგან განსხვავებით, "ბუდა-ბარი" გვთავაზობს განსხვავებული მეთოდით მომზადებულ "კალიფორნიას"; ამ როლის დაგემოვნების შემდეგ ვეთანხმები აზრს, რომ `ბუდა-ბარის~ საფირმო რეცეპტი სჯობს.

სუში - ეს არის ჯანსაღი პროდუქტების ერთობლიობა: ბრინჯის, უმი თევზისა და ცოცხალი ბოსტნეულის. არასწორად შენახული, ან მომზადებული თევზი საშიშია ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად "ბუდა-ბარში" ნებისმიერი პროდუქტის მიღების, დამუშავებისა და შენახვის პირობები მკაცრად კონტროლდება. "ბუდა-ბარის" შეფმზარეულები გვირჩევენ, რომ სუში მომზადებისთანავე მივირთვათ, რათა მისი ხარისხი და გემოვნური თვისებები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, "ბუდა-ბარი" თავად უზრუნველყოფს სუშის ადგილზე მიტანის სერვისს დროის უმოკლეს ვადაში.
შეფმზარეულების დახმარებით ჩემი პირველი მცდელობა, მომემზადებინა "კალიფორნია", წარმატებით დასრულდა.

ეს საინტერესოა
სუში: იაპონურად ნიშნავს "მჟავეს";
ნორი: დაპრესილი წყალმცენარე, რომლითაც იწყობა სუში;
მაკიცუ: ბამბუკის დასაფენი, რომლითაც ამზადებენ როლებს და აძლევენ ფორმას;
ტობიკო: მფრინავი თევზის ქვირითი;
საშიმი: უმი თევზის ნაჭრები, ბრინჯისა და სხვა დანამატების გარეშე;
ნიგირი-სუში: ბრინჯზე მოთავსებული თევზი. იაპონელები უპირატესობას სწორედ მას ანიჭებენ.
ვასაბი: მწვანე შეფერილობის საკმაზი, რომელიც სუშის ყოველთვის თან მოჰყვება. მზადდება ვასაბის (მცენარე) ფესვისგან.
ჯინჯერი: საჭიროა გემოს გასანეიტრალებლად, რათა ერთი სახეობის სუშის დაგემოვნების შემდეგ მეორეს გემოც კარგად შევიგრძნოთ.

P.S "ბუდა-ბარის" მასტერკლასი ჩხირების ე.წ ჩოფს-სტიკის სწორად დაჭერასაც მოიცავს.

ავტორი: ნატალია შევარდენიძე
ფოტო: ირა კურმაევა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა