City Story
გაზაფხული სიყვარულის, ბუნების გამოღვიძების და... ალერგიის სეზონია
პროფ. რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრის პროფესორი;
საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გაზაფხული წელიწადის უმშვენიერესი დროა, მაგრამ გაზაფხულით ტკბობა მათ არ შეუძლიათ, ვისაც ალერგია სტანჯავთ; სურდო, აცრემლებული თვალები, ხველა, სისუსტე _ ყოველივე ეს სეზონური ალერგიაა მცენარეთა მტვერზე (პოლინოზი). იგი სურდოთი იწყება და იწვევს ყნოსვის დაქვეითებას, ცრემლდენას, ახლავს ქუთუთოების წვა და ქავილი, ხანდახან კი სახის შეშუპებაც. ალერგია უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა, რომელიც დღეს "ცივილიზაციის" და "ეკოპათოლოგიის" სინონიმად მოიაზრება.
მედიცინის ისტორია გვიამბობს, რომ მწერის ნაკბენის შედეგად ძველ ეგვიპტეში ფარაონი გარდაიცვალა, რომელსაც ნაკბენის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ასთმის შემთხვევებიც პირველად სწორედ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში მოიხსენიება. თუმცა მას შემდეგ უამრავი საუკუნე და წელი გავიდა, მედიცინამ შთამბეჭდავი მიღწევები განიცადა, მაგრამ ალერგია მაინც რჩება თანამედროვეობის პრობლემად.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ალერგიის შემთხვევების მკვეთრ ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს:

ჰიგიენური გარემოს ცვლა: ნაკლები ინფექცია, მეტი ანტიბიოტიკი, გაზრდილი სტრესი და ნაკლებად ინფექციური და ბაქტერიული საკვები.

კვებითი ჩვევების ცვლილება: ნაკლებად ფერმენტული საკვები, ძალიან მრავალფეროვანი საკვები, მეტი ალერგენები, ომეგა 3-დან ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავის შემცველ საკვებზე გადასვლა და ნაკლები ანტიოქსიდანტი საკვებში.

ცხოვრების სტილის შეცვლა: ნაკლები დედმამიშვილი, ადამიანთა ჯგუფში ყოფნის შემცირება და ქალაქში ცხოვრების გახანგრძლივება, ნაკლები კონტაქტი შინაურ ცხოველებთან.

უნდა გვახსოვდეს, რომ სეზონურ ალერგიას ამწვავებს ალერგიული საკვების მიღება:
ძროხის რძე - კვერცხი -თევზი - ხორბალი - მიწის თხილი;
სოიო - კიბოს მაგვარნი/ზღვის პროდუქტები - ნიგოზი, - თხილი, - ნუში;
პროდუქტი სხვადასხვა ალერგიული პოტენციალით:

მაღალი: ძროხის რძე, კვერცხი, ხიზილალა, ხორბალი, ჭვავი, სტაფილო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიახური, მარწყვი, ჟოლო, ციტრუსები, ანანასი, ბროწეული, კივი, მანგო, ხურმა, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, სოკოები, ნიგოზი, თაფლი;

საშუალო: ძროხის ხორცი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, პარკოსნები, სოიო, კარტოფილი, ჭარხალი, ატამი, გარგარი, წითელი მოცვი, შტოში, ალუბალი, მოცვი, შავი მოცხარი, ასკილი, ბანანი;

დაბალი: რძემჟავა პროდუქტები, კურდღლის ხორცი, ინდაური, უცხიმო ღორის ხორცი, მჭლე ცხვრის ხორცი, კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, კიტრი, ვაშლისა და მსხლის მწვანე ჯიშები, თეთრი და წითელი მოცხარი, თეთრი ბალი, ქლიავის ყვითელი ჯიშები, ოხრახუში, კამა;

მკურნალობა

დაავადების მიზეზის იდენტიფიკაციის შემდეგ ალერგოლოგი შეიმუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მოიცავს:

  • ელიმინაციურ ღონისძიებებს _ ალერგენთან კონტაქტის შემცირებას, ან შეწყვეტას;
  • ფარმაკოთერაპიას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ სიმპტომები და ხელი შევუშალოთ დაავადების პროგრესირებას. უმეტესად გამოიყენება ბოლო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, აგრეთვე ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდები საინჰალაციო ფორმით. მკურნალობა სასურველია დაიწყოს ყვავილობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.
  • სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია _ ეს მეთოდი უფრო რადიკალური და ეფექტიანია, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ არსებობს. ეს პრინციპი გულისხმობს გამომწვევი ალერგენის მიმართ სპეციფიკური ტოლერანტობის (განურჩევლობის) გამომუშავებას. ყვავილის მტვრის მიმართ ტოლერანტობა მიიღწევა ორგანიზმში ალერგენის მზარდი დოზების შეყვანით. არსებობს ალერგენის ორგანიზმში შეყვანის ორი მეთოდი: ინექცია და სუბლინგვური წვეთები. სამკურნალო ალერგენის ყოველი შეყვანის წინ და შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გაისინჯოს და დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში.

აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ალერგიის განვითარებას, ხოლო უკვე არსებული დაავადების კეთილსაიმედოდ წარმართვაში შეგიწყობთ ხელს:

  • საცხოვრებელი ბინა; განსაკუთრებით საძინებელი ოთახი გაათავისუფლეთ მტვრის რეზერვუარისაგან, ანუ ყველა იმ ნივთისგან, რომლებიც ბევრ მტვერს იკრავს (ხალიჩები, მძიმე ფარდები, რბილი სათამაშოები და სხვა).
  • ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით.
  • ნუ გააჩერებთ სახლში ოთახის ყვავილებს.
  • ნუ გამოიყენებთ მცენარეებზე დამზადებულ კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებს, ამოიღეთ საოჯახო აფთიაქიდან ფიტოპრეპარატები.
  • გამწვავების უხშირესი მიზეზია, უფრო მეტიც, სახიფათოა მზიან და ქარიან ამინდში გარეთ გასვლა, რადგან ამ დროს მცენარეები დიდი რაოდენობით მტვერს გამოყოფენ.
  • წვიმიან ამინდში შეგიძლიათ ისეირნოთ მხოლოდ ახალ ნაწვიმარზე, ნიადაგის/ასფალტის აშრობის პერიოდში; როცა მცენარეული მტვრით თქვენი ცხირ-ხახის ექსპოზიციის ყველაზე მაღალი რისკია, სასურველია, გარეთ არ გახვიდეთ.
  • შინ დაბრუნებისას ყოველთვის მიიღეთ შხაპი, გულდასმით დაიბანეთ სახე, სპეციალური ჰიპოალერგიული საშუალებებით.
  • ბინაში ფანჯრები მხოლოდ ღამის საათებში გააღეთ.

გახსოვდეთ!
მკურნალობის გარეშე ნებისმიერი ალერგია პროგრესირებს. რაც უფრო გვიან დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო გამწვავდება პროცესი. ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმ-ალერგოლოგს, რათა დროულად ჩატარდეს სპეციფიკური ალერგოლოგიური კვლევა!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზუკა ხუციშვილი და მეგობრები
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2094
TRY
TRY
1
0.4984
USD
USD
1
2.8513
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა