City Story
5 რამ, რაც პურის შესახებ არ იცოდით
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზრდასრული ადამიანი ერთი წლის განმავლობაში 120 კილოგრამამდე პურს მიირთმევს. ჩვენს ყოველდღურ რაციონში ის შეუცვლელი პროდუქტია - მივირთმევთ საუზმეზე, მაშინ, როდესაც ვსადილობთ და მაშინაც კი, როდესაც ვვახშმობთ, თუმცა ცოტამ თუ იცის პურის ჯადოსნური თვისებების შესახებ.

არჩევანი დღეს დიდია - მომხმარებელს ნებისმიერი სახის პურის შეძენა შეუძლია, მათ შორის თეთრის, რუხის, შავის, დიეტურის, დიაბეტურის და უსაფუარო პურისაც. თუმცა საქმე ის არ არის, თუ როგორი ფერისა და ზომის პურს შევიძენთ, არამედ ის, თუ როგორი ხარისხის იქნება ჩვენ მიერ არჩეული პური.

მაშ ასე, "სითის" დღევანდელი ფოტოსესია ყიფშიძის 6 ნომერში, პურის საცხობ "ფურნეში" დაიგეგმა. მას მსახიობი ლელა მებურიშვილი და მისი 2 წლის ვაჟი ალექსანდრე ესტუმრნენ. დღევანდელი დღის გმირი სწორედ პატარა ალექსანდრე იყო, "ფურნეს" პურებით მან განსაკუთრებით ისიამოვნა. ჯერ შეათვალიერა, შემდეგ გემო გაუსინჯა, ბოლოს კი მიირთვა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, "შოთიკო", რომელიც, ქართული ტრადიციული შოთის ანალოგია, ალესანდრეს აშკარა ფავორიტი გახდა.

"ალექსანდრე იშვიათად მიირთმევს პურს, არც საკვებს აყოლებს, მაგრამ როგორც ჩანს, "ფურნის" პატარა "შოთიკოები" განსაკუთრებით მოეწონა. პურის გემო მეც მომწონს, მომწონს ისიც, რომ "ფურნეში" მრავალფეროვანი არჩევანია." - ამბობს ლელა.

რამდენიმე თვეში ის მეორე შვილის ელოდება. მისი რაციონი ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ცდილობს, ამ პერიოდში მხოლოდ ნატურალური, ვიტამინებით გაჯერებული საკვები მიირთვას, მათ შორის პურიც.

"სექტემბერში პატარას ველოდები, ვცდილობ, ვიტამინებით გამდიდრებული რაციონი მქონდეს. ორსულობამდე პური ჩემს მენიუში არ შედიოდა, მაგრამ ახლა, ფეხმძიმობის დროს, ჩემი საუზმე აუცილებლად კარაქიანი პურია, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი საჭმელია. ყველით, თაფლით და ჯემით, სულ ერთია როგორ. შემიძლია სადილზეც მივირთვა, თუმცა ვცდილობ, პური უსაფუარო იყოს." - ამბობს ლელა "სითისთან" საუბრისას.
უსაფუარო პურის თემას დღევანდელ სტატიაში გვერდს ვერაფრით ავუვლით. წარმოდგენა, რომ პური საფუარის გარეშე აუცილებლად ჯანმრთელი და სასარგებლოა, არასწორია, რადგანაც სხვაობა უსაფუარო პურებშიც არის, მით უმეტეს, რომ უსაფუარო პურიც საფუარით მზადდება.

Gran Madre (დიდედა) - ასე ეწოდება იმ ბუნებრივ საფუარს, რომელიც "ფურნის" პურს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს აძლევს. ის ძველი ფრანგული ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის იტალიური ფქვილით მზადდება, ამოყვანილია პურის დედაზე (ხაშზე), არის ნატურალური და 100 პროცენტით ჯანსაღი.

თუ ყველა იმ განმანსხვავებელ თვისებებზე გიამბობთ, რაც "ფურნეს" უნიკალურს ხდის, დიდი სჯა-ბაასი გამოგვივა, თუმცა არც სიტყვაძუნწი ვიქნები და გეტყვით, რომ უსაფუარო პურის გარდა, "ფურნე" მის მომხმარებელს კიდევ 18 სახეობის პურს სთავაზობს, მათ შორის არის "ქატოს ბაგეტიც", პურის სახეობა, რომელმაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებაში განსაკუთრებული სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. მისი მომზადების წესიც უნიკალურია. ისიც ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება. დიეტური პროდუქტია და სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ქატოს ნაწარმს მომხმარებელი ისე აღიქვამს, როგორც უსარგებლო მასალით დამზადებულ პროდუქტს, თუმცა "ფურნის" შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. იმ მომხმარებლებმა, რომლებმაც პურის ეს სახეობა გასინჯეს, არჩევანი უკვე გააკეთეს. შედეგად, დღეს უკვე იციან, რომ ქატოს ბაგეტის სასარგებლო თვისებების შესახებ უსასრულოდ შეიძლება საუბარი.

მომხმარებლების ინტერესი "ფურნის" სხვა პურების მიმართაც მაღალია. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლელა მებურიშვილის ვაჟის ფავორიტი, ტრადიციული ქართული შოთის პურის პატარა ანალოგი "შოთიკოც", იტალიური "პულიეზე", თეთრი "აგური" და ძველი რუსული მეთოდით დამზადებული ჭვავის პური, საფუარიანი, უსაფუარო და დიეტური პურიც.

ცნობილი დიეტოლოგი ნატალი გოგავა მიიჩნევს, რომ "ფურნის" პროდუქცია, მათ შორის დიეტური პურიც, ერთ-ერთი საუკეთესოა.

"პური ჯანსაღი პროდუქტია. კარგი პური უხვად არის გაჯერებული B ვიტამინით, მინერალებითა და ცილებით. საჭიროების შემთხვევაში ეს პროდუქტი ანტიდეპრესანტის როლსაც ასრულებს. გვიცავს სტრესისგან, აუმჯობესებს ჩვენს მეტაბოლიზმს, მეხსიერებას და ზრდის შრომისუნარიანობას. მოზრდილი, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს ზედმეტი წონა, ყოველდღიურად საშუალოდ 200-300 გრამ პურს მიირთმევს. თუ ის აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ყოველდღიურად ვარჯიშობს, პურის მიღების რაოდენობა შესაძლებელია უფრო მეტიც იყოს - 300-350 გრამი. თუკი ის ინტელექტუალურ შრომას ეწევა და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს, მისთვის 150 გრამი პურიც საკმარისია. საფუარის საკითხი ხშირად განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არსებობს თეორია, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესზე. საფუარის გარეშე დამზადებულ პურს დაბალი მჟავიანობა ახასიათებს, რაც მის მიღებას გაცილებით უფრო უსაფრთხოს ხდის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებთ", - აცხადებს გოგავა.

დიეტაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია "ფურნეს" დიეტური სახეობის პური, რომელსაც ის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც სთავაზობს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

დიეტური პური იტალიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ფქვილის, ქატოს, ვიტამინების და მინერალების უნიკალური ნაზავით მზადდება, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ხშირად უწევს დიეტაზე ყოფნა, ის ყველაზე სანდოა, შესაძლოა, სუბიექტურადაც ჟღერდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, სტატიაში დაწერილი თითოეული სიტყვა 100 %-თ რეალურ ობიექტურობას ეფუძნება.

ამასობაში "სითის" ფოტოსესიაც დასასრულს მიუახლოვდა. გადაღებისთვის სპეციალურად დაკეტილმა მაღაზიამ იმ დღეს ბევრი მომხმარებელი გაანაწყენა, წვიმის მიუხედავად კარზე კაკუნი არ წყდებოდა, გამჭვირვალე კარს უკან კი რიგი დადგა, ზოგიერთი განაწყენებული მომხმარებელი წვიმის გადაღებას ელოდა იმ იმედით, რომ მაღაზია ამის შემდეგ მაინც გაიღებოდა, თუმცა "ფურნემ" მისი მნიშვნელოვანი დრო დღეს მხოლოდ "სითის" დაუთმო.

"სითიმ" კი გაარკვია:
  • მოსაზრება იმის შესახებ, რომ პური უსარგებლო ცომის გროვაა, მცდარია;
  • კარგი პური უხვად უნდა იყოს გაჯერებული B ვიტამინით, მინერალებითა და ცილებით;
  • კარგი პური ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს;
  • როგორც აღმოჩნდა, უსაფუარო პურიც საფუარით მზადდება, თუმცა საქმე ის არის, რამდენად ნატურალური და უსაფრთხოა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
  • სად, თუ არა "ფურნეში" შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური `შოთიკო", ტრადიციული თონის პურის პატარა ანალოგი, რომელიც დღეს პატარა ალექსანდრეს ფავორიტი გახდა.

მისამართები:
ნ. ყიფშიძის #6
ბარნოვის #83;
ფალიაშვილის #59;
ჰიპერმარკეტი გუდვილი (დიდი დიღმისა და ქავთარაძის ფილიალები);
"მით ბოქსის"მაღაზია ( მცხეთის ქ. #8 )
ტელ.: 2 225 325
FB: ფურნე / Forno
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა