City Story
მარი მილორავას რჩევები
გამარჯობა!

ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს: როგორ გგონიათ, ვინ არის ერთდროულად თქვენი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე დაუნდობელი მტერი?
მიგანიშნებთ _ რა იქნება ის თქვენთვის, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კიდევ მიგანიშნებთ _ უსულო საგანია. ის ბევრ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ მაინც მისკენ გავრბივართ, განსაკუთრებით ქალები.
აჰა, ქალები მიხვდნენ?
დიახ, ეს სარკეა!!!
არსებობს კიდევ მისი ზედმეტად გათანამედროვებული ვარიანტი _ სელფი! ესეც ხომ იმავე ზღაპრიდანაა "სარკევ, სარკევ, ვინ არის ამქვეყნად ჩემზე უკეთესი?"
სელფის პოპულარობამ დამარწმუნა, რომ თურმე სარკე არამარტო ქალებისთვის ყოფილა საინტერესო...
დარწმუნდით სარკის საჭიროებაში?
და საერთოდ, სასაცილოა სარკის მტვრევა, თუ არ მოგწონს გამოსახულება. სჯობს, ასეთი საჭირო ნივთი ჩვენს სამუდამო მეგობრად ვაქციოთ.
როგორ?
დავიწყოთ მცირედით: პატარა სარკით? თუნდაც პატარით.
ჩაიხედე სარკეში. თითოეული ნაოჭი და სახის დეფექტი ძალიან ახლოსაა. ჩაფიქრდით, იცი, რომ "მარადიული ახალგაზრდობა" მძიმე და ძვირიანი შრომაა.
დამშვიდდი, "მძიმე" შეიძლება გავახალისოთ და სასიამოვნოდ ვაქციოთ, "ძვირიანი" კი ყოველთვის არ ნიშნავს ნატურალურსა და კარგს.
აქედან დასკვნა: ვიყენებთ ადვილად მისაწვდომ და ნატურალურ მეთოდებს, ოღონდ რეგულარულად.
სახის მოვლის მთავარი პრინციპებია:
_ კარგი გამწმენდი საშუალებები;
_ პილინგები მკვდარი უჯრედების ფენის მოსაცილებლად;
_ დამატენიანებელი ნიღბები;
_ მზისგან დამცავი საშუალებები;
ეს ის ძირითადი სქემაა, რომელიც სჭირდება სახის მოვლას. ეს სქემა, რა თქმა უნდა, ჩვენზე უნდა მოვირგოთ ინდივიდუალურად, მთავარია, მოვლა იყოს რეგულარული, რეცეპტებს კი მრავლად მოგაწვდით შემდეგ ბლოგებში. უცებ კი შემიძლია გითხრათ ყველაზე იოლი და უნივერსალური ნიღაბი კანის დასატენიანებლად: ბანანი, ხაჭო და არაჟანი ნებისმიერი თანაფარდობით აურიეთ და წაისვით სუფთა სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანათ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რასაც ვიკეთებთ სახეზე, იმას აუცილებლად ვიყენებთ ყელსა და დეკოლტეზეც.
უკვე დაიწყე ხომ?
საღამოს ისიამოვნე ნიღბით, დილით გაიწმინდე სახე ბალახის ლოსიონით და თვალებზეც მოისვი ყინულის კუბი (ოხრახუშის ნახარში იყო შიგ? _ კარგია) და ახლა დილის მაკიაჟის დროს მოვიდა...
რაო სარკემ?
ფრთხილადო, ამასაც თავისი წესები აქვსო, სანადიროდ მიმავალ ინდიელს ნუ დაემსგავსები დილიდანო...
მორჩი ყველაფერს, მზერის ბოლო საკონტროლო გასროლა სარკისკენ... და აი, ნასიამოვნები და კმაყოფილი ადიხარ სამსახურის კიბეებზე. უცებ...
ეს რამხელა სარკეა შენ წინ? სახე სრულიად გადაგავიწყდა ამ მძიმე და მოუქნელი სხეულის დანახვისას.
ზუსტად ვიცი, რა გაიფიქრე ამ დროს: "ღმერთო, რამდენია ისინი ჩვენს ცხოვრებაში, აქაც სახლშიც ...დიდები, პატარები... სარკეები, სარკეები... სარკეები..."
არა, ნუ გაბრაზდები!
ის შენი მეგობარი უნდა გახდეს.
ამისთვის უბრალოდ შედგენილ სქემას დაამატე ტანის მოვლა. 21-ე საკუნეში ხომ სხეულის ბუნებრივი ფორმების შეცვლაც კი შესაძლებელია.
და ნუ იფიქრებ უცებ ოპერაციებზე!
არა, ესაა საკორექციო აპარატურა, მასაჟები და შეფუთვები. აი, ამით სწორდება კანის რელიეფი და ტანის კონტური. პარალელურად კი უამრავ სიამოვნებას ვიღებთ _ რელაქსი, სისხლის მიმოქცევის და კანის ფერის აღდგენა, ქრება თავის ტკივილი, უმჯობესდება ძილი, უკან იხევს ნევროზი, აღდგება ხერხემლისა და სახსრების ელასტიკურობა, იხსნება შეშუპება. მტანჯველი ვარჯიშების გარეშე გამკვრივებული სხეულისგან მიღებული სიამოვნება კი საერთოდ სხვა თემაა.
აი ასე!
სახის პროცედურები სახლში რეგულარული გახადე, 1-2 თვე სხეულის საკორექციო ცენტრშიც იარე და... ისევ დილა სამსახურში.
ისევ ის დიდი სარკე და შენი შენელებული ნაბიჯები, რომ დატკბე საკუთარი ლამაზი სხეულის გრაციოზული მოძრაობებით. ცოტა ხანი გაჩერდი კიდეც გაღიმებული და თმა ხელით შეისწორე.
უი, ამას მაინც რა მოუვიდა?
რატომაა ეს თმა ასეთი გახუნებული და შემეჩხერებული?
და ჩემი ხელი?
და ფრჩხილი?
ეს რატომ გამომრჩა (ალბათ, ახლა ისიც გაიფიქრე ჩუმად, კიდევ კარგი ქუსლები არ მიჩანს, ლამაზი ფეხსაცმელი მაცვიაო)?
დიახ, "ქალში ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს" და ამას არ უნდა ბევრი ფიქრი და დიდი რაოდენობით თანხა. საჭიროა მხოლოდ ყოველდღიურობა. და როცა ზუსტად გავანაწილებთ, როდის რას გავაკეთებთ და ვაჩუქებთ საკუთარ თავს 20 წუთიდან 1 საათამდე დროს დღეში (ეს კი ჩვენ დავიმსახურეთ), შედეგი დაგვეტყობა როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
და შუქიც თვალებში...
ეს რაღა საჭიროაო?
შუქი თვალებში?
უამისოდ ხომ უნიჭო მხატვრის ტილოს დავემსგავსებით. საკუთარი თავით ტკბობა ხომ შუქს გვმატებს შიგნიდან... და თვალები კი სულის სარკეა, არა?
აბა, კიდევ რა დავამატოთ მარადიული სილამაზისთვის?
ჯანმრთელი კვება- ჯანმრთელი და დიეტური საკვები თქვენს ყოველდღიურობაში უფრო გაგალამაზებთ და უფრო საინტერესოს გახდის თქვენს ურთიერთობას ოჯახის წევრებთნ.
ცხოვრებისეული ტონუსი (ანუ, ცხოვრებით ტკბობა მოძრაობაში) _ ესაა ვარჯიში, ცეკვა აერობიკა, იოგა, ცურვა, ტურიზმი და ა.შ.
და ბოლოს ყველაზე მთავარი:
სიყვარული...
ძირითადი ძაფი, რომელიც გვაძლევს ძალას, ცხოვრებით ტკბობის უნარს, სიკეთეს და შინაგან შუქს.
იხარეთ სიცოცხლით და სიამოვნებით აკეთეთ ყველაფერი საკუთარი თავისთვის.
შეიყვარეთ სარკე და მთლიანობაში აღიქვით საკუთარი თავი.
რეი ბრენდი გამახსენდა:
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავაშენოთ სარკეების ქარხანა და გამოვუშვათ სარკეები, სარკეები... არაფერი სარკის გარდა... რომ კაცობრიობამ შეძლოს საკუთარი თავის მთლიანობაში დანახვა..."
უბრალო რეცეპტები ყოველდღიურობისთვის?
ეს კი ის წვრილმანებია, რომლებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა