City Story
Hollad & barrett უკვე თბილისშია - „როცა ცხოვრება გიხარია...“

ბრიტანული ბრენდი Hollad & barrett უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთი თვეა გამოჩნდა. დროის სიმცირის მიუხედავად, მან საზოგადოების მოწონება უკვე დაიმსახურა. მომხმარებელს ის მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს: ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს და საკვებ დანამატებს, ასევე ჯანსაღ საკვებს, ნატურალურ კოსმეტიკასა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებას. „სითი“ Hollad & barrett -ის პროდუქციის მენეჯერს რუსუდან იაღანაშვილს ესაუბრა.

- ბრიტანულ კომპანია Hollad & barrett-ს მომხმარებელთან ურთიერთობის 145-წლიანი გამოცდილება აქვს. ბრიტანეთში მოქმედი წესების თანახმად, ვიდრე ესა თუ ის პროდუქცია გაიყიდება,  საჭიროა სხვადასხვა რეგულაციის გავლა: უნდა იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი. მაგალითად, სამკურნალო საშუალებებს, რომელთა რეალიზებასაც ჩვენ ვეწევით, ბრიტანეთში მინიმუმ 30-წლიანი ტრადიციული გამოყენების ისტორია აქვთ, ევროკავშირში კი - 15-წლიანი. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს იმ პროდუქტებს ვთავაზობთ, რომელთაც საზოგადოება დიდი ხანია იყენებს და ენდობა.

- რა შეგიძლიათ მითხრათ კომპანიის ძირითადი პროდუქციის შესახებ? რით არის ის განსხვავებული და რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი მხოლოდ მასზე?

- კომპანიას სამი ძირითადი ხაზი აქვს. ეს არის: ჯანმრთელი საკვები, ნატურალური კოსმეტიკა და სამკურნალო საშუალებები. დღეს ბაზარზე ბიოპროდუქტების ნაკლებობაა. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კი ის არის, რომ Hollad & barrett-ის პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოყვანილი. ის მაღალი ტექნოლოგიით მუშავდება და არ არის გენმოდიფიცირებული. აი, მაგალითად, ავიღოთ ჩირი; ის ორგანულად მოყვანილი ბიოპროდუქტისგან მზადდება და უმაღლესი ხარისხისაა როგორც ტექნოლოგიური, ასევე დამუშავების თვალსაზრისითაც. ხშირია შემთხვევა, როდესაც პროდუქცია ნატურალურია, თუმცა დამუშავების შედეგად იკარგება მისი თვისებები. ჩვენთან ეს პრობლემა არ არსებობს, რადგან ყველა სტანდარტი უმაღლეს დონეზეა დაცული. კომპანიას სხვა ბრენდებისგან ისიც განასხვავებს, რომ ჩვენი პროდუქცია სპეციალურ კვებაზე მყოფ ადამიანებზეცაა გათვლილი, მათ შორის იგულისხმებიან დიეტაზე მყოფები, ვეგეტარიანელები და ვეგანები, ასევე, გლუტენის აუტანლობის მქონე პირები. ასეთ მომხმარებლებს ჩვენ გლუტენისგან თავისუფალ, უშაქრო, უსაფუარო, დაბალკალორიულ და პროტეინებით გამდიდრებულ ნატურალურ პროდუქტს ვთავაზობთ.

- რა შეგიძლიათ მითხრათ სილამაზის ხაზზე?

- ის გამორჩეული, ნატურალური კოსმეტიკა ძირითადად დოქტორ ორგანიკის სახით არის წარმოდგენილი. ის უმაღლესი ხარისხის ბიოაქტიური კომპონენტებისგან მზადდება. არ შეიცავს პარაბენს, ნატრიუმის ლაურილსულფატს, პოლიეთილენგლიკოლს, დიმეტიკონს, სულფატებს, სინთეზურ პარფიუმერულ და ხელოვნურ ფერებს. ჩვენი ნატურალური კოსმეტიკა თავისუფალია არომატიზატორებისგან, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისა და პარაფინისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოსმეტიკა არ არის ტესტირებული ცხოველებზე და ვარგისია ვეგეტარიანელებისთვის.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ კომპანია სამკურნალო საშუალებებსაც აწარმოებს. რა ტიპის საშუალებებზეა საუბარი?

- სამკურნალო საშუალებები კომპანიის კიდევ ერთი ხაზია. შემიძლია გამოვყო ალტერნატიული თერაპიის რამდენიმე მიმართულება. ეს არის ეთერზეთები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები, საკვები დანამატები და ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები. მოგეხსენებათ, რომ ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის სახეა. ის საშუალებები, რომლებსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელია რეგულარული მოხმარებისას, რადგან მცირე ზომის კონტეინერი გაცილებით უკეთაა მორგებული გადატვირთულ გრაფიკს და გეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ არომათერაპიას, ანუ ეთერზეთებით მკურნალობას. ეთერზეთები სურნელოვანი, ადვილად აქროლადი ნივთიერებებია, რომლებიც მცენარის ორგანიზმიდან გამოიყოფა. ისინი აქტიურად გამოიყენება მასაჟისა და ინჰალაციის დროს, მომხმარებელს ფიზიკური სიჯანსაღისა და სულიერი სიმშვიდის მიღწევაში ეხმარება.

- როგორ სეგმენტზეა გათვლილი Hollad & barrett-ის პროდუქცია?

- Hollad & barrett-ის პროდუქცია ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენ ხშირად გვაქვს ფასდაკლებები. ახლახან გვქონდა აქცია: იყიდე ერთი და მიიღე მეორე პროდუქტი ნახევარ ფასად. ეს კონკრეტულად სამკურნალო საშუალებებს ეხებოდა. მანამდე მსგავსი შეთავაზება საკვებზეც გვქონდა, ეს სამდღიანი აქცია იყო, რომლის დროსაც 15-პროცენტიანი ფასდაკლება იყო გათვალისწინებული. ფასდაკლებები მომავალშიც ხშირად გვექნება.

- როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ორი მაღაზია გაქვთ, გეგმავთ გაფართოებას? როგორი გამოხმაურება აქვს პროდუქციას მომხმარებლებში?

- ამ ეტაპზე თბილისში ორი მაღაზია გვაქვს. ერთი მაღაზია ქავთარაძეზე "სითი მოლის" შენობაში მდებარეობს. მეორე კი, გლდანის "სითი მოლის" შენობაში. ორივე მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქციაა განთავსებული. რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმები გვაქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოთხოვნა იქნება ჩვენს პროდუქტზე.Hollad & barrett-ს დადებითი გამოხმაურება აქვს რაც გვახარებს და სტიმულს გვაძლევს.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა