City Story
Rainbow - სიყვარულით შექმნილი ფეხსაცმლის ისტორია

90-იან წლებში, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და ახალი ცხოვრების რიტმში ერთვებოდა, შუაგულ ქუთაისში ორმა ახალგაზრდამ ფეხსაცმლის საწარმო შექმნა.

ისინი პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები იყვნენ, ტყავის ნაკეთობათა სპეციალისტები. რესურსი მცირე ჰქონდათ, თუმცა შრომისმოყვარეობამ და ბიზნესის სწორმა ხედვამ მომავალში დიდი წარმატებაც მოიტანა.


- კურსელები ვიყავით, ოთხი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საქმეს ვსწავლობდით, თუმცა საწარმოში შეხვედრის შემდეგ თითქოს თავიდან გავიცანით ერთმანეთი, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შევქმენით, - იხსენებს Rainbow-ს დამფუძნებელი გოჩა გრძელიშვილი და საგულდაგულოდ გვათვალიერებინებს საწარმოს, რომელიც დღეს მისთვის მეორე ოჯახია. თითოეული მოდელი აქ მისი უშუალო მეთვალყურეობით იქმნება. დაწყებული კომპიუტერული ქარგვით, დასრულებული ძირების ჩამოსხმითა და ქუსლების გამოყვანით. კადრების გადამზადებაშიც თავად მონაწილეობს. მან ზუსტად იცის, როგორ გახადოს ფეხსაცმელი მომხმარებლისთვის გამორჩეული, ლამაზი და კომფორტული ...

- როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პატარა საწარმოები უფრო რენტაბელური გახდა. მართალია, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, ბედი მეცადა. საწარმო მეგობართან ერთად შევქმენი. პირველი მოდელები საკუთარი ხელით შევკერეთ. არ ვიცოდით, გაამართლებდა თუ არა მცდელობა, თუმცა შრომა დაგვიფასდა და საქმეც წარმატებული აღმოჩნდა. მოგვიანებით დარეჯანიც შემოგვიერთდა. მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და დავქორწინდით. წლების განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა მოგვიხდა. გენერატორების და ნავთის ლამფების შუქზეც კი არ შეგვიწყვეტია ჩვენი საქმიანობა, ტოტალური გაჭირვების ჟამს არაერთ ოჯახს გავუჩინეთ შემოსავლის წყარო.


- გახსოვთ თქვენი პირველი წარმატება?

- იმ დროისთვის, როდესაც ბაზარზე ჩვენი საწარმო გამოჩნდა, ფეხსაცმელების უმეტესობა ხელოვნური მასალისგან იკერებოდა. ჩვენ მაშინვე განსხვავებული ნიშა დავიკავეთ და ნატურალური  მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის წარმოება დავიწყეთ. ვცდილობდით, რომ ჩვენი პროდუქციითა და ცისარტყელის ფერებით მაშინდელ ჩაბნელებულ ყოფაში სიხალისე შეგვეტანა. შრომამ შედეგი გამოიღო, პროდუქციაზე მოთხოვნა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ სხვა ქალაქებშიც გაიზარდა. საწარმოს შექმნიდან ორი წლის თავზე Rainbow საკმაოდ პოპულარული ბრენდი იყო.


- რა შეგრძნება გეუფლებათ როდესაც ხედავთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი სხვებს აცვიათ?


- უპირველეს ყოვლისა, სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება. თავადაც საკუთარი წარმოების ფეხსაცმელი მაცვია,
ჩემი ოჯახის წევრებსაც და ახლობლებსაც. თუმცა დარეჯანი ჩვენ შორის ყველაზე კრიტიკულია, ეს საქმის წარმოების დროსაც შეიმჩნევა. განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით არჩევს თითოეულ მოდელს და ცდილობს, რომ ყოველი კოლექცია წინამორბედზე უკეთესი იყოს. დღეს საწარმოში ქალისა და მამაკაცის ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელი იკერება და თითოეული მათგანი ხარისხიანი და კომფორტულია.


- თქვენი კომპანია თითქმის 30 წელია არსებობს, რა გეგმები გაქვთ 2017 წელს?


- გეგმები საკმაოდ მასშტაბური გვაქვს. ახლა ვემზადებით, რომ პროექტში “აწარმოე საქართველოში” მივიღოთ მონაწილეობა. მსგავსი პროექტების წყალობით მეწარმეებს შესაძლებლობა გვეძლევა განვვითარდეთ, მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს და ექსპორტზეც ვიფიქროთ. ფეხსაცმლის წარმოება მსუბუქ მრეწველობაში ყველაზე მრავალოპერაციული და შრომატევადი სფეროა, რომელიც ბევრ მუშახელს მოითხოვს. დღესდღეობით პროდუქტის მისაღებად საჭირო მასალა უცხოეთიდან შემოდის. არადა, მისი ადგილზე წარმოებაც შესაძლებელია. მათ შორის სხვადასხვა ქსოვილების, წებოს, საძირე მასალების და ძაფისაც. ამ სფეროს განვითარება დასაქმების პრობლემასაც გადაჭრიდა და უცხოურ ვალუტაზე ჩვენს დამოკიდებულებასაც შეამცირებდა. მე და ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, რომ Rainbow-ს პროდუქცია კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ.


დარეჯან ძინძიბაძე Rainbow-ს თანადამფუძნებელია. ბევრ საპასუხისმგებლო საქმესთან ერთად საწარმოში მარკეტინგისა და პიარის განყოფილებაც აბარია. ამასთან ერთად ოჯახის დიასახლისი და ორი შვილის დედაა...


- ვთვლი, რომ წარმატებული ქალი ვარ, თუმცა ასეთ წარმატებას ჩემი მეუღლის გარეშე ვერასდროს მივაღწევდი, ისევე, როგორც ის - ჩემ გარეშე; ორი შვილი გვყავს, სალომე და ოთარი. ორივე მათგანი თბილისში ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს და ჩენი საქმის გასაგრძელებლად ემზადებიან, რაც კიდევ უფრო გვახარებს და სტიმულს გვაძლევს.


- რთულია საქმიანი ქალისა და დიასახლისის სტატუსის შეთავსება?


- სიმართლე გითხრათ, არა. როდესაც ორ ადამიანს ოჯახთან ერთად პროფესიაც აკავშირებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. სამსახურშიც ასეა. ჩვენს საწარმოში რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობს. გამოცდილი და კვალიფიციური კადრები არიან. მათ შორის არის ერთი შშმ პირიც. მაგალითისთვის, ჩვენი უხუცესი თანამშრომელი 75 წლისაა და ათეული წლებია ერთგულად გვემსახურება. Rainbow ერთი გუნდია, შეკრული ოჯახი, წარმატების მთავარი ფორმულაც სწორედ ეს არის.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ფუფუნების სამყარო პატარებისთვის
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0943
TRY
TRY
1
0.4663
USD
USD
1
2.7468
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა