City Story
ბიზნესი საკუთარი წესებით - ნატალია კვანტალიანი

ეს ამბავი ძალიან ჰგავს ზღაპარს. ზღაპრის გმირი დღეს წარმატებული, ძლიერი ქალია. ახლა საკუთარ ბიზნესიმპერიას მართავს, წლების წინ კი, ოჯახი რომ შეენახა, დამლაგებლად მუშაობდა.

ეს ისტორია, შეიძლება ითქვას, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ნულიდან და ახვიდე მწვერვალზე. ინტერვიუს დროს იმანაც გამაკვირვა, რომ ჩემი რესპონდენტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესპროექტებს თანაბარი წარმატებით ხელმძღვანელობს. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ერთდროულად არის მშენებელი, მეწარმე, სასტუმროების ქსელის და სამედიცინო კლინიკის მფლობელი. ამ ნომრის „City woman“ ნატალია კვანტალიანია, საინტერესო ცხოვრებით და წარმატების საკუთარი რეცეპტით...

დირექტორი და დამლაგებელი

ხასიათი და თვისებები ბიზნესშიც გამომყვა. ბიზნესს უყვარს სისუფთავე, სწორი ნაბიჯები, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. თუმცა, ვიდრე ბიზნესს წამოვიწყებდი, ბევრი სირთულე გავიარე. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, სამტრედიაში ჩემმა ყოფილმა მასწავლებლებმა შემომთავაზეს, სპორტკომიტეტში მწვრთნელად მემუშავა. დროთა განმავლობაში დამაწინაურეს. როცა ხელმძღვანელი გავხდი, მეტი შემოსავალი რომ მქონოდა, დამლაგებლის ადგილიც შევითავსე, ოღონდ ჩუმად. დილას ბავშვს სახლში ვტოვებდი, გავრბოდი, სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ, ვალაგებდი. მერე სახლში ვბრუნდებოდი, ბავშვი ბაღში მიმყავდა და უკვე როგორც ხელმძღვანელი, ისე მივდიოდი სამსახურში...

ჩემს მდივანს სულ აინტერესებდა დამლაგებლის ნახვა, ეს ადგილი აშკარად თვითონ უნდოდა. ერთხელ ჩემი შვილი, ნათია, ავად გამიხდა და იმ დღეს ვერ დავალაგე ოთახები. ჩემმა მდივანმა მაშინვე გაამახვილა ამაზე ყურადღება და თქვა, დამლაგებელი თავის საქმეს კარგად ვერ ასრულებსო. დავპირდი, თუ ასეთი რამ განმეორდა, გავუშვებ და მის ადგილს დაგითმობ-მეთქი. მოგვიანებით, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება შეიქმნა, სადაც, განყოფილების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, უნდა მემუშავა. თანამშრომლებმა მოკრძალებული ბანკეტი მომიწყვეს. ჩემმა მდივანმა თქვა, აი, ქალბატონო ნატო, სამსახურში ხომ ვერ ვნახულობთ ჩვენს დამლაგებელს, მაგრამ დღეს მაინც რატომ არაა აქ, არ უნდა მოსულიყოო?!“ მაშინ ვეღარ შევიკავე თავი, ცრემლი მომერია და გავუმხილე, რომ ერთდროულად მათი დამლაგებელიც ვიყავი და ხელმძღვანელიც. რამდენი რამ გამიკეთებია ასე ჩუმად, ლუკმაპურის ფულის საშოვნელად, ვინ იცის...
90-
იან წლებში, საქართველოში ყველას უჭირდა და ცხადია, გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახი ყოფილა. ჩემი რეგიონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თანასოფლელებს ყოველდღე გვიწევდა ხვალინდელ დღეზე ფიქრი, იცლებოდა მთელი დაბა კულაში. გაჭირვებისგან თავის დასაღწევად დავიწყეთ თხილის ჩამოტანა ზუგდიდიდან და მიმდებარე სოფლებიდან, ღვინის საწნახელებში ვამტვრევდით თხილს, მთელი ჩვენი სამეზობლო ვათენებდით ღამეებს, ნაჭუჭს შეშად ვხმარობდით, თხილს კი ქალაქში ვაბარებდით. მთელი 2 წელი ჩემმა სოფელმა ისე გადაიტანა, კრიზისი აღარ გვიგრძვნია. მე ვიყავი ორგანიზატორი. ყველანი ბედნიერად ვგრძნობდით თავს, ჩვენი ნაშრომი გვახარებდა. დღესაც ვფიქრობ, რომ ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს, თუ ეს მის ოჯახს სჭირდება. ახლაც რიგითი ადამიანივით ვცხოვრობ, ჩემთან ვერავინ იგრძნობს, რომ ხელმძღვანელს ელაპარაკება.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ პროექტებს მოვკიდებდი ხელს. თავიდან, თბილისში რომ გადმოვედი, იტალიურ ეზოში, 16 კვ.. ბინაში ვცხოვრობდი. ერთხელ, ახლობლებთან ერთად, ინდოეთში წავედი. დელიში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მარგალიტის მძივები 70 დოლარად ვნახე. საქართველოში ასეთში 150 დოლარი უნდა გადაგეხადა. საბოლოოდ, ადგილობრივების დახმარებით, მძივები 10-12 დოლარად შევიძინე, სულ 125 დოლარი დამიჯდა. ჩამოვიტანე თბილისში. ჩემს მეგობრებს გარკვეული გასამრჯელოს ფასად ავაკინძინე მძივებად და იმ თანხით, რაც მათი გაყიდვით მივიღე, სამკერვალო გავხსენი. ინდოეთიდან და დუბაიდან ქსოვილი იაფად ჩამომქონდა, კაბებს ვკერავდი და ლილოში ვაბარებდი. ასე დავიწყე ბიზნესი და დღეს უკვე რამდენიმე ათეულ კომპანიას ვხელმძღვანელობ.

ბიზნესიმპერია

დღეს ფილების წარმოებას ვხელმძღვანელობ, ჩვენს ქარხანაში გამოშვებული ბეტონის ხაოიანი ფილები საქართველოს არაერთ ქალაქს და ღირსშესანიშნავ ადგილს ამშვენებს, მათ შორის, მთაწმინდის პარკს, რეზიდენციას, ქუთაისს, თელავს, სიღნაღს, მცხეთას... პირველი ფილები თავად ჩამოვასხი, თავად მოვზილე ფილის დასამზადებელი ცემენტი, ყველაფერი მე გავაკეთე. ასე მივხვდი, როგორი ხელფასი უნდა დამენიშნა პერსონალისთვის, იმიტომ რომ მსგავსი წარმოება საქართველოში არ იყო და არ ვიცოდი, რით მეხელმძღვანელა.

ბევრჯერ გავრისკე. ასეთი რისკიანი პროექტი იყო, მაგალითად, „თეთრი ტბა“, რომელიც ფაქტიურად ჭაობად და ნაგავსაყრელად იყო ქცეული. 8-9 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ იქ საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდებოდა?! ახლა კი ნამდვილად არ არის გამორიცხული, ოლიმპიურ ჩემპიონატს მალე სწორედ თეთრ ტბაზე ვუმასპინძლოთ.

არაერთი სოციალური პროექტის ავტორი ვარ, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში სისხლის ბანკის, რომელიც ქვეყნაში ფასების და მიწოდების სერვისის კუთხით პირველია, 80 საავადმყოფოს ვამარაგებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ებრძვის სიკვდილს რეანიმაციაში ახლაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ არ ჰქონდეთ ხარისხიანი სისხლის მიღების პრობლემა. არადა, რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო. როცა ეკონომიკის სამინისტრომ სისხლის ცენტრალური ბანკი აუქციონზე გამოიტანა, ვიფიქრე, რომ ხალხისთვის ამაზე საჭირო საქმეს ვერ გავაკეთებდი. ფაქტობრივად, ნულიდან მომიხდა ყველაფრის დაწყება. შევქმენით თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სერვისი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და ევროსტანდარტების მიხედვით გავაკეთეთ. ეს იყო პირველი სამედიცინო პროექტი და 7 წელია უკვე წამატებით ვმუშაობთ. შემდეგ შევქმენი ლაბორატორია; ასევე ნათელა პატარკაციშვილის სახელობის სამშობიარო სახლი“, რომელიც, ჩვენი, ორი ადამიანის ურთიერთობის ფონზე ჩამოყალიბდა. რამდენიმე თვეში სამშობიარო სახლში უკვე 160 პატარა მოევლინა ქვეყანას; ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში პირველია თავისი ექიმ-პროფესორებით; ასევე, პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრი... „ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სასტუმროც ფუნქციონირებს. ახლაც გვყავს სტუმრები ამერიკიდან და კვიპროსიდან. სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ და თან ადგილზე გადიან რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ორი სასტუმროს რეაბილიტაცია, ასევე ვაშენებ სასტუმროს სამტრედიაში.

შენება ჩემი სტიქიაა, მალე მთავარ ოცნებას ავიხდენ და ნატალი ჩიტყ- ავაშენებ. ეს იქნება ქალაქი ქალაქში. ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას, მახათას მთაზე, ყველას ექნება შესაძლებლობა საკუთარი სახლი ჰქონდეს. ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მიწის ნაკვეთს და ვილის აშენებას, მთლიანი კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა თბილისში და თანამედროვე უბანი, სადაც ცხოვრება ყველას მოუნდება. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს პროექტი საზღვარგარეთ წასული ქართველებისთვის, რომლებიც, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.

წარმატების ფორმულა

მთავარია, ბიზნესში სუფთად ითამაშო და საქმე გულით აკეთო. 4 დღის განმავლობაში 4 საათი მძინავს, ყველა კომპანიას თავად ვხელმძღვანელობ, ყველა დეტალი სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი და ყველა საქმე მიყვარს. მე არასდროს ვყრი ფარ-ხმალს, არ ვდგავარ და არ ვუყურებ ხვალინდელ დღეს, დღევანდელი დღისთვის ვცხოვრობ. ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე, შეიძლება პრობლემა ისეთ დროს დაგეცეს თავზე, საერთოდ რომ არ ელოდები, ან ფიქრობ, რომ არ იმსახურებ. მთავარია, ყველა წინააღმდეგობას ღირსეულად, ძლიერად შეხვდე, გამოცდა ჩააბარო. მერე უფრო მეტი სტიმული გეძლევა იყო წარმატებული და სიხარული სხვა ადამიანებსაც მიანიჭო.

ყველაზე დიდი სიმდიდრე

ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი ჩემი ოჯახია. ჩემს ნათიას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, მთელი ცხოვრება მივუძღვენი ჩემს შვილს, რომელსაც ახლა შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. ნათიაც ბიზნესმენია და ვფიქრობ, ეს საქმე ჩემზე უკეთ გამოსდის. მეც ყველაფერში მეხმარება, მოწესრიგებული, წინდახედული ადამიანია, საოცრად უბრალო და თავმდაბალი. ასე ზრდის საკუთარ შვილებსაც, დღეს ისინი საზღვარგარეთ სწავლობენ, თუმცა როცა კი ამის საშუალება აქვთ, საქართველოში ჩამოდიან. მე მიყვარს ქველმოქმედება და ბავშვებსაც ვრთავთ ამ პროცესში, თავიანთ თანატოლებთან მიგვყავს. ეხმარებიან, ხედავენ რეალობას, რამდენ პატარას უჭირს, მეგობრობენ მათთან, ჩვენც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რადგან მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა ადამიანური სითბოს უნარი არასდროს დაკარგონ და არ იყვნენ ორიენტირებულები უსულო საგნებზე.

 





 

ამბავი ძალიან ჰგავს ზღაპარს. ზღაპრის გმირი დღეს წარმატებული, ძლიერი ქალია. ახლა საკუთარ ბიზნესიმპერიას მართავს, წლების წინ კი, ოჯახი რომ შეენახა, დამლაგებლად მუშაობდა. ეს ისტორია, შეიძლება ითქვას, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ნულიდან და ახვიდე მწვერვალზე. ინტერვიუს დროს იმანაც გამაკვირვა, რომ ჩემი რესპონდენტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესპროექტებს თანაბარი წარმატებით ხელმძღვანელობს. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ერთდროულად არის მშენებელი, მეწარმე, სასტუმროების ქსელის და სამედიცინო კლინიკის მფლობელი. ამ ნომრის სითი წომან ნატალია კვანტალიანია, საინტერესო ცხოვრებით და წარმატების საკუთარი რეცეპტით;

 

`დირექტორი და დამლაგებ

 

 

ელი~

ყოფილი სპორტსმენი ვარ, 400 მეტრზე სირბილში სპორტის ოსტატობის კანდიდატი. სპორტსმენის ხასიათი და თვისებები ბიზნესშიც გამომყვა. ბიზნესს უყვარს სისუფთავე, სწორი ნაბიჯები, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. თუმცა, ვიდრე ბიზნესს წამოვიწყებდი, ბევრი სირთულე გავიარე. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, სამტრედიაში ჩემმა ყოფილმა მასწავლებლებმა შემომთავაზეს, სპორტკომიტეტში მწვრთნელად მემუშავა. დროთა განმავლობაში დამაწინაურეს. როცა ხელმძღვანელი გავხდი, მეტი შემოსავალი რომ მქონოდა, დამლაგებლის ადგილიც შევითავსე, ოღონდ ჩუმად. დილას ბავშვს სახლში ვტოვებდი, გავრბოდი, სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ, ვალაგებდი. მერე სახლში ვბრუნდებოდი, ბავშვი ბაღში მიმყავდა და უკვე როგორც ხელმძღვანელი, ისე მივდიოდი სამსახურში. ჩემს მდივანს სულ აინტერესებდა დამლაგებლის ნახვა, ეს ადგილი აშკარად თვითონ უნდოდა. ერთხელ ჩემი შვილი, ნათია, ავად გამიხდა და იმ დღეს ვერ დავალაგე ოთახები. ჩემმა მდივანმა მაშინვე გაამახვილა ამაზე ყურადღება და თქვა, დამლაგებელი თავის საქმეს კარგად ვერ ასრულებსო. დავპირდი, თუ ასეთი რამ განმეორდა, გავუშვებ და მის ადგილს დაგითმობ-მეთქი. მოგვიანებით, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება შეიქმნა, სადაც, განყოფილების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, უნდა მემუშავა. თანამშრომლებმა მოკრძალებული ბანკეტი მომიწყვეს. ჩემმა მდივანმა თქვა, აი, ქალბატონო ნატო, სამსახურში ხომ ვერ ვნახულობთ ჩვენს დამლაგებელს, მაგრამ დღეს მაინც რატომ არაა აქ, არ უნდა მოსულიყოო?!“ მაშინ ვეღარ შევიკავე თავი, ცრემლი მომერია და გავუმხილე, რომ ერთდროულად მათი დამლაგებელიც ვიყავი და ხელმძღვანელიც. რამდენი რამ გამიკეთებია ასე ჩუმად, ლუკმაპურის ფულის საშოვნელად, ვინ იცის... 90-იან წლებში, საქართველოში ყველას უჭირდა და ცხადია, გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახი ყოფილა. ჩემი რეგიონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თანასოფლელებს ყოველდღე გვიწევდა ხვალინდელ დღეზე ფიქრი, იცლებოდა მთელი დაბა კულაში. გაჭირვებისგან თავის დასაღწევად დავიწყეთ თხილის ჩამოტანა ზუგდიდიდან და მიმდებარე სოფლებიდან, ღვინის საწნახელებში ვამტვრევდით თხილს, მთელი ჩვენი სამეზობლო ვათენებდით ღამეებს, ნაჭუჭს შეშად ვხმარობდით, თხილს კი ქალაქში ვაბარებდით. მთელი 2 წელი ჩემმა სოფელმა ისე გადაიტანა, კრიზისი აღარ გვიგრძვნია. მე ვიყავი ორგანიზატორი. ყველანი ბედნიერად ვგრძნობდით თავს, ჩვენი ნაშრომი გვახარებდა. დღესაც ვფიქრობ, რომ ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს, თუ ეს მის ოჯახს სჭირდება. ახლაც რიგითი ადამიანივით ვცხოვრობ, ჩემთან ვერავინ იგრძნობს, რომ ხელმძღვანელს ელაპარაკება.

 

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ პროექტებს მოვკიდებდი ხელს. თავიდან, თბილისში რომ გადმოვედი, იტალიურ ეზოში, 16 კვ.. ბინაში ვცხოვრობდი. ერთხელ, ახლობლებთან ერთად, ინდოეთში წავედი. დელიში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მარგალიტის მძივები 70 დოლარად ვნახე. საქართველოში ასეთში 150 დოლარი უნდა გადაგეხადა. საბოლოოდ, ადგილობრივების დახმარებით, მძივები 10-12 დოლარად შევიძინე, სულ 125 დოლარი დამიჯდა. ჩამოვიტანე თბილისში. ჩემს მეგობრებს გარკვეული გასამრჯელოს ფასად ავაკინძინე მძივებად და იმ თანხით, რაც მათი გაყიდვით მივიღე, სამკერვალო გავხსენი. ინდოეთიდან და დუბაიდან ქსოვილი იაფად ჩამომქონდა, კაბებს ვკერავდი და ლილოში ვაბარებდი. ასე დავიწყე ბიზნესი და დღეს უკვე რამდენიმე ათეულ კომპანიას ვხელმძღვანელობ.

ბიზნესიმპერია

დღეს ფილების წარმოებას ვხელმძღვანელობ, ჩვენს ქარხანაში გამოშვებული ბეტონის ხაოიანი ფილები საქართველოს არაერთ ქალაქს და ღირსშესანიშნავ ადგილს ამშვენებს, მათ შორის, მთაწმინდის პარკს, რეზიდენციას, ქუთაისს, თელავს, სიღნაღს, მცხეთას... პირველი ფილები თავად ჩამოვასხი, თავად მოვზილე ფილის დასამზადებელი ცემენტი, ყველაფერი მე გავაკეთე. ასე მივხვდი, როგორი ხელფასი უნდა დამენიშნა პერსონალისთვის, იმიტომ რომ მსგავსი წარმოება საქართველოში არ იყო და არ ვიცოდი, რით მეხელმძღვანელა.

ბევრჯერ გავრისკე. ასეთი რისკიანი პროექტი იყო, მაგალითად, „თეთრი ტბა“, რომელიც ფაქტიურად ჭაობად და ნაგავსაყრელად იყო ქცეული. 8-9 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ იქ საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდებოდა?! ახლა კი ნამდვილად არ არის გამორიცხული, ოლიმპიურ ჩემპიონატს მალე სწორედ თეთრ ტბაზე ვუმასპინძლოთ.

არაერთი სოციალური პროექტის ავტორი ვარ, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში სისხლის ბანკის, რომელიც ქვეყნაში ფასების და მიწოდების სერვისის კუთხით პირველია, 80 საავადმყოფოს ვამარაგებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ებრძვის სიკვდილს რეანიმაციაში ახლაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ არ ჰქონდეთ ხარისხიანი სისხლის მიღების პრობლემა. არადა, რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო. როცა ეკონომიკის სამინისტრომ სისხლის ცენტრალური ბანკი აუქციონზე გამოიტანა, ვიფიქრე, რომ ხალხისთვის ამაზე საჭირო საქმეს ვერ გავაკეთებდი. ფაქტობრივად, ნულიდან მომიხდა ყველაფრის დაწყება. შევქმენით თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სერვისი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და ევროსტანდარტების მიხედვით გავაკეთეთ. ეს იყო პირველი სამედიცინო პროექტი და 7 წელია უკვე წამატებით ვმუშაობთ. შემდეგ შევქმენი ლაბორატორია; ასევე ნათელა პატარკაციშვილის სახელობის სამშობიარო სახლი“, რომელიც, ჩვენი, ორი ადამიანის ურთიერთობის ფონზე ჩამოყალიბდა. რამდენიმე თვეში სამშობიარო სახლში უკვე 160 პატარა მოევლინა ქვეყანას; ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში პირველია თავისი ექიმ-პროფესორებით; ასევე, პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრი... „ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სასტუმროც ფუნქციონირებს. ახლაც გვყავს სტუმრები ამერიკიდან და კვიპროსიდან. სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ და თან ადგილზე გადიან რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ორი სასტუმროს რეაბილიტაცია, ასევე ვაშენებ სასტუმროს სამტრედიაში.

შენება ჩემი სტიქიაა, მალე მთავარ ოცნებას ავიხდენ და ნატალი ჩიტყ- ავაშენებ. ეს იქნება ქალაქი ქალაქში. ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას, მახათას მთაზე, ყველას ექნება შესაძლებლობა საკუთარი სახლი ჰქონდეს. ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მიწის ნაკვეთს და ვილის აშენებას, მთლიანი კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა თბილისში და თანამედროვე უბანი, სადაც ცხოვრება ყველას მოუნდება. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს პროექტი საზღვარგარეთ წასული ქართველებისთვის, რომლებიც, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.

წარმატების ფორმულა

მთავარია, ბიზნესში სუფთად ითამაშო და საქმე გულით აკეთო. 4 დღის განმავლობაში 4 საათი მძინავს, ყველა კომპანიას თავად ვხელმძღვანელობ, ყველა დეტალი სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი და ყველა საქმე მიყვარს. მე არასდროს ვყრი ფარ-ხმალს, არ ვდგავარ და არ ვუყურებ ხვალინდელ დღეს, დღევანდელი დღისთვის ვცხოვრობ. ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე, შეიძლება პრობლემა ისეთ დროს დაგეცეს თავზე, საერთოდ რომ არ ელოდები, ან ფიქრობ, რომ არ იმსახურებ. მთავარია, ყველა წინააღმდეგობას ღირსეულად, ძლიერად შეხვდე, გამოცდა ჩააბარო. მერე უფრო მეტი სტიმული გეძლევა იყო წარმატებული და სიხარული სხვა ადამიანებსაც მიანიჭო.

 

ყველაზე დიდი სიმდიდრე

 

ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი ჩემი ოჯახია. ჩემს ნათიას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, მთელი ცხოვრება მივუძღვენი ჩემს შვილს, რომელსაც ახლა შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. ნათიაც ბიზნესმენია და ვფიქრობ, ეს საქმე ჩემზე უკეთ გამოსდის. მეც ყველაფერში მეხმარება, მოწესრიგებული, წინდახედული ადამიანია, საოცრად უბრალო და თავმდაბალი. ასე ზრდის საკუთარ შვილებსაც, დღეს ისინი საზღვარგარეთ სწავლობენ, თუმცა როცა კი ამის საშუალება აქვთ, საქართველოში ჩამოდიან. მე მიყვარს ქველმოქმედება და ბავშვებსაც ვრთავთ ამ პროცესში, თავიანთ თანატოლებთან მიგვყავს. ეხმარებიან, ხედავენ რეალობას, რამდენ პატარას უჭირს, მეგობრობენ მათთან, ჩვენც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რადგან მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა ადამიანური სითბოს უნარი არასდროს დაკარგონ და არ იყვნენ ორიენტირებულები უსულო საგნებზე.

 

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზუკა ხუციშვილი და მეგობრები
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2094
TRY
TRY
1
0.4984
USD
USD
1
2.8513
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა