City Story
მარი მილორავას ბლოგი - მოიწყვეთ განტვირთვის დღე

გილოცავთ

ახალი წლის დადგომას!

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ძველით ახალ წელს!

ბარბარობას! ნიკოლოზობას! ახალი სტილით შობას! ნინაობას!

ცეცხლოვანი მამლის წელსაც!

უუფ... დედა, რა იყო ეს? რამდენი დღესასწაული იყო ამ მცირე დროში?

ალბათ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მხიარულად და ბედნიერად გაატარეთ დრო. თან იმ განწყობით, რომ ეს ყველაფერი წელიწადში ერთხელაა. ჰოდა, მოიხსენით, ალბათ, ყველანაირი შეზღუდვა (ქამრის ჩათვლით) და წავიდა!..

და აი, ახლა დგახართ სარკის წინ „ზედმეტი თავისუფლების მსხვერპლი“ (ან „შობა-ახალი წლის ტრადიციების მსხვერპლი“, როგორც გინდათ, დაარქვით) და ბრაზდებით, რომ ყოველ დილით გიწევთ `რომელიაუფროდიდიზომის“ ტანსაცმლის ძებნა და ლამის დეპრესია დაგეწყოთ. თან გრძნობთ, რომ სულაც არ არის ადვილი ორგანიზმის გადასვლა „გადაჭარბების სტრესიდან“ „უკმარისობის სტრესზე“. ჩვენს სხეულს ხომ ჯანმრთელი რეაქციები აქვს და ამ ჩვენი სტიქიური მცდელობებისგან თავს იცავს ნივთიერებათა ცვლის შენელებით, ანუ აკრძალვებს და შიმშილს ჯიუტად არ ემორჩილება.

გამოსავალი?

შევეცადოთ ლოგიკურად და სწორად „მოვუგოთ“ მას და მივაღწიოთ მიზანს.

დავიწყოთ ეტაპობრივად:

პირველ რიგში, აპატიეთ საკუთარ თავს ეს „დანაშაული“.

პირიქით, შეიგრძენით, რომ კიდევ ერთი ლამაზი წელი დადგა თქვენს ცხოვრებაში თავისი ახალ-ახალი ისტორიებით და შესაძლებლობებით. თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა კი ამას უნდა შეესაბამებოდეს.

შეიცვალეთ „ლოკაცია“, მოსცილდით მაცივრისა და ღუმლის ახლომახლო ტერიტორიას, ჩაიცვით თბილად და გადით გარეთ. ყინვით გაჯერებულ ცივ და სუფთა ჰაერში ჟანგბადის მაქსიმალური კონცენტრაციაა. ჟანგბადი ხომ ცხიმების დაწვაში გვეხმარება, კუნთების მუშაობაც ზედმეტ კალორიებს ხარჯავს. ასე რომ, იპოვეთ დრო, დაიწყეთ 15 წუთით და სასურველია დაამთავროთ 1 საათი ჩქარი სიარულით.

ისწავლეთ სწორი სუნთქვა;

დიახ, არ მოგესმათ. სწორედ სწორი სუნთქვაა საუკეთესო და ყველაზე იოლი ვარჯიში წონაში დასაკლებად. იოგის ღრმა სუნთქვა მაქსიმალურად აწვდის ჟანგბადს ქსოვილებს და წვავს ცხიმებს.

დადექით ფეხზე, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ოდნავ მოხარეთ მუხლებში. შეისუნთქეთ ცხვირით ღრმად და პარალელურად გამობერეთ მუცელი. შემდეგ ამოისუნთქეთ პირით და პარალელურად შესწიეთ მუცელი. ბოლოში გააკეთეთ მკვეთრი ამოსუნთქვა ინტონაციით „ჰუუ“, რომ ფილტვები მაქსიმალურად გათავისუფლდეს.

ნელ-ნელა (2-3 დღეში) უარი თქვით ცხიმიანზე, ტკბილზე, ცომეულზე, მწნილეულზე, გაზიან სასმელზე და ალკოჰოლზე. ჭამეთ მცირე ულუფებით 4-5ჯერ დღეში. ტაფაზე შემწვარი შეცვალეთ გრილზე შემწვარით, ხორცის წვნიანი კი _ ბოსტნეულის წვნიანით.

მოიწყვეთ განტვირთვის დღე;

შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, თქვენთვის უფრო მისაღები ერთი პროდუქტი (ვაშლი, კეფირი, კიტრი, გრეიფრუტი) და მიირთვათ ის მთელი დღის განმავლობაში. ამის გარდა, უნდა დალიოთ 2 ლიტრი სითხე (წყალი, მწვანე ჩაი, ასკილი).

გაიწმინდეთ ნაწლავები დაგროვილი ტოქსინებისგან;

ამ მიზნით შეგიძლიათ იხმაროთ ინგლისური მარილი (მაგნიუმის სულფატი). ეს მოგიხსნით დაღლილობას, თავის ტკივილებს, ღვიძლზე დატვირთვას.

წმენდა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ერთჯერადად (ან 2-ჯერ დღეგამოშვებით ყაბზობის დროს).

და აი... თქვენ მზად ხართ დიეტებისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სწორედ დიეტებისათვის და არა შიმშილობისათვის. შიმშილობა გახდომის ყველაზე არაეფექტიანი მეთოდია!

პირველი დიეტა

სასურველია იყოს ლიმფოდრენაჟული. ის დატვირთულია ვიტამინებით, მინერალებით, გამოჰყავს ტოქსინები, ხსნის შეშუპებას და იწვევს წონის სწრაფ კლებას.

გთავაზობთ უნივერსალურ ლიმფოდრენაჟულ დიეტას, რომელიც თითქმის ყველასთვის მისაღებია. ძირითადი კერძი, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველდღე (მინიმუმ 3 თეფში), არის სუპი.

გახდომის პროცესში მნიშვნელოვანია სითხის სწორი მიღება;

დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 1,5-2ლიტრი სითხე. ესაა წყალი, მწვანე ჩაი, კარკადე, ბალახის ჩაი... საღამოს ძალიან კარგია პიტნის ჩაი _ ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აქვეითებს მადას.

სითხეს წესრიგში მოჰყავს მინერალურ-წყლოვანი ბალანსი, გამოაქვს მავნე ნივთიერებები, ხსნის შეშუპებას. სითხის უმთავრესი ნაწილი მიიღეთ 5-6საათამდე. დაიდგით სამსახურში სამუშაო მაგიდაზე ბოთლით და რამდენჯერაც შეხედავთ, დალიეთ. საღამოს კი დალიეთ მხოლოდ მაშინ, როცა მოგწყურდებათ.

თავი შეიკავეთ ჭამის დროს წყლის დალევისაგან. ასე თქვენი ფერმენტები უფრო მოერევა საკვების მასას. კარგია წყლის მიღება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი;

დღის განმავლობაში ჭამის პროცესი უნდა გრძელდებოდეს არაუმეტეს 8 საათს. შემდეგ კი დილამდე 16 საათი ორგანიზმი ისვენებს. ეს ხელს უწყობს მიღებული საკვების სწორ და მთლიან გადამუშავებას.

და კიდევ, ბოლო კვება აუცილებლად 20 საათამდე უნდა იყოს.

გახდომის პროცესში ყურადღება მიაქციეთ, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს ვიტამინები და მინერალები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ვიტამინი ც- გვაძლევს ენერგიას, ზრდის შრომისუნარიანობას, ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში (ესაა ვაშლი, ქაცვი, ასკილი, ციტრუსი, ვაშლის ძმარი)

კალიუმი - გამოჰყავს ზედმეტი სითხე, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას (ესაა ბანანი, პომიდორი, შვრია, ვაშლის ძმარი)

მაგნიუმი - „ანტისტრესი“ ნერვული სისტემისათვის. ამშვიდებს და აუმჯობესებს ძილს. განსაკუთრებით ვურჩევ მას ტკბილის მოყვარულებს (ესაა გოგრა, წიწიბურა, ზღვის კომბოსტო).

კალციუმი - ძვლების სიმტკიცისთვის. აუცილებლად ჩართეთ რაციონში რძემჟავა პროდუქტები.

თუთია და სელენი _ ეს ის ჯადოსნური ანტიოქსიდანტებია, რომლებიც გვიცავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან (ესაა გაღვივებული ხორბალი, ზღვის პროდუქტები, თირკმელი, ღვიძლი, გული).

სასურველია დღის განმავლობაში მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც გვეხმარებიან გახდომის პროცესში _ ესაა კოჭა, დარიჩინი, კურკუმა, ვაშლის ძმარი...

თითქოს ყველაფერი ვთქვით...

მაგრამ აბა კიდევ რითი შეიძლება გავიხალისოთ „დიეტური ყოფა“?

სწორედ ის დროა, შეიყვაროთ საკუთარი თავი და აჩუქოთ მას სიამოვნების და ზრუნვის ბევრი წუთი. თუნდაც მეგობრებთან ერთად მოაწყვეთ ერთი-ორი გასვლა გოგირდის აბანოებში. გათბებით, სხეულს სკრაბით დაიმუშავებთ, ნივთიერებათა ცვლას ააჩქარებთ და ზამთრისგან შებოჭილ სახსრებსაც გაითავისუფლებთ.

გინდათ კიდევ უფრო ლამაზი ფორმები?

მიმართეთ სხეულის საკორექციო ცენტრს. დიეტები და საკორექციო პროცედურები ერთად მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გახდომითაც უფრო მალე გახდებით და სწორედ იმ ადგილებში, სადაც მეტად გჭირდებათ, ამავე დროს ზედმეტი კანიც არ დაგრჩებათ. სხეულის გასამკვრივებელი პროცედურები კი დამქანცველი ვარჯიშისგან გაგათავისუფლებთ.

გირჩევთ კიდევ რამდენიმე სასიამოვნო წუთი აჩუქოთ დღის განმავლობაში საყვარელ „მეს”. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, იცეკვეთ სარკის წინ, შეიგრძენით შემსუბუქებული სხეულის პლასტიკა და... კიდევ ერთხელ მიიღეთ სიამოვნება საკუთარი თავისგან.

იმაზე კი უკვე არაფერს ვამბობ, ამ ყველაფრის შემდგომ „შოპინგმარში“ მაღაზიებში კიდევ რამდენ განუმეორებელ წუთს და საკუთარი თავით ტკბობას გაჩუქებთ...

ამასობაში კი გაზაფხულიც კარს შემოაღებს და... როგორი განწყობით შეხვდებით მას, ალბათ უკვე ხვდებით.

დრო არ დაკარგოთ!

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი მარი მილორავა





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა