City Story
ნინო ჯიბლაძე - ცხოვრება მუდმივი დინამიკაა

...რომ გგონია, ერთხელაც გაიღვიძებ და ეს დღე დასვენების იქნება, მაშინაც რაღაც უნდა მოხდეს. ჩემი ცხოვრება მუდმივი დინამიკაა,“ - „გალფის“ მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის 24 საათი ყველა მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას ჰყოფნის.

ის ასწრებს, რომ ყოველ დილით ოჯახის წევრებთან ერთად ისაუზმოს, ჰქონდეს ნაყოფიერი სამუშაო დღე, ლანჩის დროს კვირაში მინიმუმ ოთხჯერ ივარჯიშოს იოგა, ამავე კვირაში ერთი საღამო მაინც დაუთმოს მეგობრებს, ზამთარში ისრიალოს მთაში, შვილებთან და მეუღლესთან ერთად გაატაროს უქმეები და ისწავლოს ფრანგული. ნინო ჯიბლაძის მთავარი საიდუმლო დღის სწორად დაგეგმვაა;

- თუ იცი, როგორ გადაანაწილო დრო, ყველაფერს მოასწრებ, რაც ძალიან გინდა.


ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მისი ინტერესის სფეროები იცვლება, მაგრამ ენების სწავლაზე უარს თითქმის არასდროს ამბობს. იცის გერმანული, ინგლისური, რუსული და ვარაუდობს, რომ ფრანგულადაც მალე შეძლებს საუბარს. ნინო მხოლოდ არჩეულ პროფესიაში არ არის წარმატებული, მას ლიტერატურის მოყვარულებიც კარგად იცნობენ, რადგან მისი გატაცება წლების წინ წერა იყო. რომანი, რომელიც 2005 წელს გამოსცა, „საბას“ ნომინანტიც გახდა. მართალია, ამ ეტაპზე წერისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამბები მის გონებაში იბეჭდება და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან წერას აუცილებლად დაუბრუნდება.

მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტობამდე ნინო ჯიბლაძის სამსახურების სია ვრცელია; „გალფის“ თანამშრომელია დაარსების დღიდან და აქ მუშაობას დიდ გამოცდილებად აღიქვამს. ფიქრობს, რომ კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ მისმა პროექტებმა მაქიმალურად უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები. „გალფის“ გუნდთან ერთად დაგეგმილი აქტივობები ხშირად ეკოლოგიას, განათლებას და იმ ადამიანებს ეხება, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

ცდილობს, რომ სამსახურებრივი საქმე სამუშაო საათების ფარგლებში მოასწროს. მისი თავისუფალი დრო კი, რომელიც არც ისე ხშირადაა თავისუფალი, სამსახურის გარეთ სხვადასხვა ღონისძიებისა თუ პროექტის დაგეგმვაზე ნაწილდება.

მიიჩნევს, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩე პროცესს. „ძველის კარგად ცოდნა დაგეხმარება იმაში, რომ მიხვდე, რა შეიძლება მოხდეს, შემდეგ კი სიახლეებს უნდა ადევნო თვალყური.“ ნინო ჯიბლაძის წარმატების ფორმულა საქმის სიყვარული და მუდმივი წინსვლის სურვილია.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა