City Story
LALOS STORY

მინდა, რომ LALOS STORY იყოს შთაგონება მათთვის, ვისაც აქვს „დამალული ოცნებები, რადგან არასდროს არის გვიანი, რომ გაბედო და სცადო... 28 წლის ვიყავი, როდესაც ჩავები მოდის ინდუსტრიაში, ახლა კი ჩემი ცხოვრება ძირეულად განსხვავდება ძველისგან... LaloCardigans არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ LALO-ს შექმნა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება...“

ლალო დოლიძე

ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსი არა მარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის თანდათან სულ უფრო საინტერესო ხდება, ქართულ Street style-ზე წერენ ცნობილი მოდური ჟურნალები და, რაც მთავარია, ყველა ეს „გახმაურებული ლუქი“ - დამზადებულია საქართველოში".

ლალოს STORY-ც ქართული მოდის პოპულარიზაციის ამ ახალ ეტაპზე დაიწყო. ტყუპი დები ლალო და ნინა დოლიძეები ბებიისგან ნასწავლ ხელობას - ქსოვას მხოლოდ თავიანთთვის იყენებდნენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ნახელავი საკმაოდ ორიგინალურია და თან ხელნაკეთი, რაც ასე მოდური და ფასეულია მთელ მსოფლიოში.

- აქციო ჰობი საყვარელ საქმედ - ბევრი ოცნებობს ამაზე, როგორ ფიქრობ, მონდომებაა მთავარი თუ გამართლება?

- უნდა მოინდომო, რომ გაგიმართლოს. ტანსაცმლის შექმნის იდეა ყოველთვის მქონდა, თუმცა ამ საკითხზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. ჩემთვის ვქსოვდი ტანსაცმელს, რომელიც მოწონებას იმსახურებდა. ეს გამართლებაა, რომ ჩემი ჰობით სხვებიც დაინტერესდნენ. შემდეგ კი ჩემი ტყუპისცალის ნინას დახმარებით შევქმენით ბრენდი, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად, განვითარდა და გაფართოვდა. საქმიანობა განაწილებული გვაქვს - მე ვარ ბრენდის კრეატიული დირექტორი, ნინა კი ორგანიზაციულ საკითხებზეა პასუხისმგებელი.

2016 წლიდან ლალომ, ნაქსოვი სამოსის გარდა, ლალოს-ს სახელით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შექმნა დაიწყო. ხშირად ასე ხდება ხოლმე, ერთი მიმართულებით მიდიან დიზაინერები და აღარ ცდილობენ ახალი ნიშის ათვისებას. ლალომ კი სცადა...

- გიკითხავს საკუთარი თავისთვის - რომ არ გაამართლოს? თუ დარწმუნებული იყავი წარმატებაში?

- რა თქმა უნდა, მიკითხავს. ნებისმიერი ახალი წამოწყება რისკთან არის დაკავშირებული და ამ რისკის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

LaloCardigans და ლალო ამ ეტაპზე შემოდგომა/ზამთრის ახალ კოლექციაზე მუშაობენ. ფოტოსესიიდან რამდენიმე დღეში კი ლალო მილანში შოურუმის მოსაწყობად მიემგზავრება. საქართველოს გარდა,LaloCardigans -სა და ლალო-ს სამოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინასა და გერმანიაში იყიდება.

- ვინ არიან ყველაზე ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თქვენი სამოსი მოირგეს და გეამაყებათ?

- ჩვენი სამოსი ბევრ ცნობილ ადამიანს სცმია, მაგალითად, ალსუს, რავშანა კურკოვას, დარია მოროზას, ქეთა თოფურიას და სხვებს.

- „როდესაც მოდის დიზაინერი ხარ, ყველაზე რთულია გიცნობდნენ არა მხოლოდ შენი ბრენდის, არამედ შენი სილუეტის გამოც, - ასე მიიჩნევდა Giambattista Valli, როგორია ლალო-ს სილუეტი?

- საინტერესო იქნება სხვების აზრის მოსმენა ლალო-ს სილუეტთან დაკავშირებით, ჩემი აზრით კი, კლასიკური და დახვეწილი, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებული და თანამედროვეა.

- როგორია ლალოს ჩვეულებრივი დღე?

- დილიდან შვიდ საათამდე ვმუშაობ, დანარჩენ დროს კი ოჯახთან ერთად ვატარებ.

- ნივთი, რომელიც სულ თან დაგაქვს?

- პომადა.

- ქალაქი, ან ადგილი, რომელიც „შთაგაგონებს“?

- ალბათ, ისევ თბილისი.

- საყვარელი დიზაინერი?

- კოკო შანელი - ეს კლასიკაა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას.

- როგორ ხედავ თქვენი ბრენდის მომავალს?

- ჩვენი ბრენდი საკმაოდ ჩქარა განვითარდა, ნაქსოვი სამოსით დავიწყეთ და ახლა ვქმნით ყველანაირ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამიტომ სამომავლოდაც სწრაფი განვითარების იმედი გვაქვს, რათა უფრო მეტ ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილნი.






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა