City Story
ანა კოშაძე - მარკეტინგის მენეჯერი

 

კარიერა თუ ოჯახი? ოჯახი თუ კარიერა? მე ვიტყოდი ორივე. დიახ, მთავარია მონდომება. მოტივირებული თუ ხარ, ყველაფერს მოასწრებ. სამსახურში არა და სახლში რაღაცეების „გახალტურებაც~ შეიძლება. მაგალითად, რა მოხდება, ხანდახან საჭმელი რომ არ გააკეთო? თან კულინარობით ვერ დავიკვეხნი.

ცოტა თემას გადავუხვევ და აქვე გაგიმხელთ, რომ ჩემი ცუდი კულინარობა მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. ქმარი იმდენად გემრიელად ამზადებს, რომ მის ფონზე ჩემი კერძები „უმარილო“ და უფერულია. მეც, როგორც აღმოჩნდა, სამზარეულოში ტრიალის სურვილით არ ვიწვი.

მიყვარს გიჟური დილა, რომელიც 8 საათზე იწყება. ნანიკო, ჩვენი ძიძა, უკვე ფეხზეა და ბავშვებს საუზმეს უმზადებს. „ჩვენი ძიძა-მეთქი~ შემთხვევით არ მითქვამს, ნანა მარტო ბავშვებს კი არა, მე და ჩემს ქმარსაც გვივლის. ჰოდა, ჩქარ-ჩქარა ვემზადებით. ბავშვებს ჩაცმაში ვეხმარები და მივიჩქარით, რომ სკოლის ავტობუსს მივუსწროთ. შემდეგ მე სამსახურში, ან სავარჯიშოდ მივდივარ. ჩემი სამსახური მიყვარს, ვარჯიში ხომ მიყვარს და მიყვარს. როცა ვვარჯიშობ, ყოველთვის კარგად ვარ.

საქმეს შეთავსებულმა დედობამ და ცოლობამ მომცა ის, რომ ვისწავლე დროის გადანაწილება, ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ და ისტერიულად ვითვლი წუთებს. მაგალითად, წამების სიზუსტემდე ვიცი, რა დრო მჭირდება სამსახურიდან სახლში მისასვლელად, თუ საცობი არ არის. შაბათ-კვირას 9 საათზე ვდგები, რომ ბევრი რამე მოვასწრო. სავარჯიშოდ მისულს 2.5 წუთი მჭირდება გამოსაცვლელად, სახლიდან გასასვლელად ვემზადები 25 წუთში და ა.შ. ჩემი მეგობრები ბევრს დამცინიან ამ თვისების გამო.

შაბათ-კვირა ჩემი ოჯახის განკარგულებაშია. ერთი დღე ვცდილობ სახლში ვიყო, ამ დროს მაშო, უფროსი შვილი მეცადინეობს. თუ კარგი ამინდია, სახლთან ახლოს გავდივართ ტყეში სასეირნოდ, ვკითხულობთ, ვუყურებთ ფილმს და ვცეკვავთ. დასვენების მეორე დღე უფრო აქტიური გვაქვს ხოლმე, მეგობრებს ვნახულობთ, სტუმრად მივდივართ, ხანდახან გამოფენაზე, კინოში, თეატრში და ვყიდულობთ პროდუქტებს.

ამ ბლოგს ბებო წაიკითხავს და ამაყად აღნიშნავს _ აბა, ჩვენ რა ვთქვათ, ყველაფერს ვაკეთებდით, სარეცხი მანქანის, ბავშვის საფენების და ბლენდერის გარეშეო. მართალი ხარ, ბებო. სტუმრებსაც იღებდით, ზამთრისთვის საჭმელ-სასმელს ქილებში ხუფავდით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ტემპით ახლა უფრო რთული, თუმცა საინტერესოა ცხოვრება. ამ სირბილში უამრავ ადამიანს ხვდები, ბევრს ვსწავლობ მათგან და დროთა განმავლობაში იცვლები, იცვლება შენი ღირებულებები და ფასეულობებიც.

ბოლოს, ჩემსავით ორ ცეცხლს შუა მყოფ დედებს ვეტყვი, გაითვალისწინონ ერთი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგის რჩევა: მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენ დროს გაატარებთ შვილებთან, არამედ ის, თუ როგორ გაატარებთ ამ დროს. მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ ყურად ვიღო ამ ადამიანის მოსაზრება და ბავშვებთან ერთად გატარებული დრო ბევრად საინტერესო გავხადო, მათ დაუსრულებელ შეკითხვებს ყურადღებით მოვუსმინო და გულწრფელად ვუპასუხო. რამდენად გამომდის, დაე, მათ შეაფასონ.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა