City Story
Kare & Dalood - მაკა კვიციანის ექსპერიმენტი

მოდის სფეროში თუ ერკვევით, აუცილებლად გეცოდინებათ ქართული ბრენდი Dalood. იქნებ მისი სამოსით ხშირად თავსაც იწონებთ, თუმცა, შეიძლება არც იცოდეთ, რომ ბრენდის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და ქართველი დამწყები დიზაინერების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა.

სამი წლის წინ Dalood-მა რებრენდინგი განიცადა და დღეს მისი კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის ძალისხმევით კვლავ საუკეთესო სტარტია ახალგაზრდა, ნიჭიერი და დამწყები დიზაინერებისთვის, რომლებიც სამოსს გამოცდილ ადამიანებთან ერთად Dalood-ის ბრენდის ქვეშ ქმნიან.

სამოსის შექმნის გარდა, მაკა კვიციანი ინტერიერის დიზაინის შექმნაზეც ფიქრობს. "სითი" პირველია, ვისაც ამაში გამოუტყდა. მაკას სამომავლო გეგმებზე და Dalood-ზე სასაუბროდ Kare-ში - ავეჯისა და ინტერიერის სახლში ვხვდები.

ბრენდის დაარსება

Dalood 20 წლის წინ ნანა შუკვანმა (მაკას დედამ) დააარსა, რომელიც თავად იყო სახლის მთავარი დიზაინერი. ქართული მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე თითქმის ყველა დიზაინერს აქვს გამოვლილი Dalood: სიმონ მაჩაბელს, გვანცა ჯანაშიას, გიორგი ამირეჯიბს, გიორგი ფანცულაიას, ირაკლი რუსაძეს, გოლა დემიანს და ა.შ. Dalood ეხმარება დამწყებ დიზაინერებს ბრენდად ჩამოყალიბებაში, ერთგვარი პლატფორმაა მათთვის; მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნიჭიერ დებიუტანს ანი დათუკიშვილს ჩვენ გავუკეთეთ პირველი შოუ. ამ ეტაპზე Dalood-ში სამი დიზაინერი ვართ: სალომე მხეიძე, ნანა ჩხუტიშვილი და მე. მთავარ კოლექციას თავად ვქმნი.

DALOOD BY MAKA KVITSIANI

ჩემი დიზაინერული მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მანამდე ბრენდის კურატორი ვიყავი და კოორდინაციას ვუწევდი ჩვენთან მომუშავე დიზაინერებს. იყო ასეთი კრიზისული სიტუაცია, როდესაც ახალი დიზაინერი უნდა ამეყვანა, ან თავად შემექმნა კოლექცია. ავდექი და გავაკეთე... ძალიან წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გავხდი ბრენდის მთავარი დიზაინერი. 16 წლიდან `ვიხარშებოდი~ მოდის სფეროში, ვმონაწილეობდი კონკურსებში და ეს სფერო ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო, თუმცა პროფესიად დიპლომატია ავირჩიე და რუსეთში დავამთავრე დიპლომატიური აკადემია.

DALOOD საზღვრებს მიღმა

სამი წლის წინ მულტიბრენდული მაღაზია გავხსენით მოსკოვის ცენტრში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ბრენდები. ერთი წელი საკმაოდ წარმატებულად იმუშავა, შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ვეღარ შევძელით მაღაზიის მართვა, თუმცა ახლა ისევ ვაპირებთ გახსნას. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე მაღაზიაში ვაწვდით ჩვენი ბრენდის სამოსს. პოსტსაბჭოთა სივრცე ათვისებული გვაქვს, აგრეთვე ლონდონი, დუბაი, ნიუ იორკი; კალიფორნიაში ვაპირებთ ამჟამად Dalood-ის გატანას.

ინტერიერის დიზაინი DALOOD-ისგან

ბოლო დროს ინტერიერის დიზაინმა გამიტაცა, რაც არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე სამოსის შექმნა. გადავდივართ ახალ სახლში, უკვე ბოლო შტრიხები შემაქვს, ეს კი კოლოსალურ შრომასთან ერთად ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. არჩევანი თანამედროვესა და კლასიკურის სინთეზზე გავაკეთე, ნათელი ფერებით და საინტერესო პანოთი. აღმოვაჩინე, რომ ინტერიერის დიზაინიც ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ტანსაცმლის მოდა. პირველად ვამბობ ხმამაღლა, რომ ვაპირებ ამ კუთხითაც მოვსინჯო ძალები, არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთ სახლთან ერთად ვგეგმავ კოლაბორაციას და გვექნება Dalood-ის ავეჯიც.

Kare

Kare-ში განსაკუთრებულად მომეწონა ორიგინალური განათებები და თემატური აქსესუარები. მაგალითად, ბავშვების ოთახისთვის კედლის დეკორაციების შეძენაზე უკვე ვფიქრობ.

DALOOD-ის მაღაზია თბილისში

ცოტა ხანში გაიხსნება Dalood-ის მთავარი მაღაზია თბილისში. მასში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ბრენდის მთავარი ხაზი და ინტერიერი, პოპარტის თანამედროვე საგამოფენო დარბაზის მსგავსად, რომელშიც ეს ყველაფერი მოიყრის თავს და გაიყიდება.








Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა