City Story
სუხიშვილები - მილიონად დაზღვეული საგანძურის

საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა  - კომპანია "არდმა" ქართული ნაციონალური ბალეტი  - „სუხიშვილები“ ერთ მილიონ ლარად დააზღვია, რითაც მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა.

ამ ისტორიული ხელშეკრულების თანახმად, პროფესიული ტალანტის დაკარგვის შემთხვევაში, დასის წევრებს ორი წლის განმავლობაში ხელფასით უზრუნველყოფენ და ყველა იმ პირობას შეუქმნიან, რაც მათი რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარებისთვის იქნება საჭირო. ანსამბლის დაზღვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება.

ნინო სუხიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი იხსენებს, რომ დასის წევრების დაზღვევა ჯერ კიდევ უფროს ილიკო სუხიშვილს და თენგიზ სუხიშვილსაც სურდათ, თუმცა სურვილის ასრულება ვერ ხერხდებოდა. „სუხიშვილების“ ტალანტის დაზღვევა მხოლოდ "არდმა" შეძლო;

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა და ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩვენი ანსამბლისა და მოცეკვავეთათვის, არამედ სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვისაც. ჩვენი ანსამბლის წევრები, რომელთაც ასეთი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და რომლებიც ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ეწევიან თავიანთი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას, ტრავმებისა და შესაძლო შედეგებისგან დაუცველნი არიან. მსგავსი დაზღვევა, უპირველეს ყოვლისა, მათი შრომის აღიარება და დაფასებაა.“ - ამბობს დასის ხელმძღვანელი.

"ჩვენი დასის წევრების ჯანმრთელობაზე "არდი" უკვე მეორე წელია ზრუნავს. სწორედ კომპანიის ხელმძღვანელობამ შემოგვთავაზა მოცეკვავეთა პროფესიული უნარების დაზღვევა. მანამდე ეს მხოლოდ ოცნება იყო. დიდი მადლობა კომპანიას და ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც პროექტის სისრულეში მოყვანა შეძლეს. მემორანდუმი "არდთან" მხოლოდ ერთი თვეა გაფორმდა. იმის განცდა, რომ ჩვენი შრომა ასეთი დაფასებულია, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს." - გვითხრა ნინო სუხიშვილმა.

ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" პარტნიორობა თავად სადაზღვევო კომპანიისთვისაც დიდი პატივია. "არდის" დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, დასის წევრების დაზღვევა ერთგვარი სოციალური პროექტია, რომელიც მომავალზეა გათვლილი.

-ბატონო მიხეილ, როგორ გაჩნდა სუხიშვილების დაზღვევის იდეა?

- სიმართლე გითხრათ, იდეა სპონტანურად გაჩნდა. გვინდოდა დასის წევრების დაცულობა იმ შრომისა და ენერგიის თანაზომადი ყოფილიყო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სწევენ. ასეთი პროდუქტი მანამდე საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არ არსებობდა. ახლა კი მისი მეშვეობით დასის წევრების თავდაჯერებულობა და მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

- როგორ მოქმედებს "არდის" ინოვაციური დაზღვევა?

- თუ უეცარი ტრავმის, ან უბედური შემთხვევის შედეგად დასის რომელიმე წევრი, მოცეკვავე იქნება ის თუ მუსიკოსი, პროფესიულ უნარ-ჩვევებს დაკარგავს, 2 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია მათ ხელფასს გადაუხდის. ვფიქრობ, ეს ვადა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა რეაბილიტაცია შეძლოს, გაუჩნდეს დაცულობის შეგრძნება და მშვიდად შეუდგეს ახალი ცხოვრების დაგეგმვას. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიონი ლარია, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხორციელდება. მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საჭირო აღმოჩნდა.

- რატომ არის ეს პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი ანსამბლისთვის?

- „სუხიშვილებს“ არასდროს აკლდათ დაფასება და აღიარება, თუმცა მსგავსი ინსტრუმენტები მათ სტიმულსა და მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს, შესაბამისად, ისინი უფრო ღირებული საგანძური ხდებიან ქვეყნისთვის.

ხშირად გვესმის მსოფლიო მეგავარსკვლავების დაზღვევის შესახებ, მაგრამ „სუხიშვილები“ არაფრით ჩამოუვარდებიან მათ და თუ ტალანტებს ერთმანეთს შევადარებთ, შესაძლოა, მეტად ღირებულიც იყვნენ. აქვე დავძენდი, რომ პოლისის არსებობის იდეა მის უწყეტობაშია და არა ერთ, ორ, ან სამ წელიწადში.

პირადად მე ვისურვებდი, რომ არასდროს დასჭირვებოდეთ დაზღვევის გამოყენება, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან, პროფესიას ვერაფერი შეუცვლით. ჩვენი კომპანია ამ სოციალური პროექტის მეშვეობით შეეცადა მცირე წვლილი შეეტანა დასის დაცულობაში და თუ მათ ეს დასჭირდებათ, ჩვენ უმალვე ჩავერთვებით პროცესში.

როგორც არდის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თეონა გოდერიძემ განგვიმარტა, გარდა ზემოხსენებულისა, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში.

- სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დაზღვევა ფუფუნების საგანია და ამ სერვისის შეძენა მას არ შეუძლია. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ვცდილობთ, მსგავსი პროექტებით საზოგადოების წარმოდგენა შევცვალოთ და დავანახოთ, თუ რაოდენ ეფექტიანი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს დაზღვევა მათ საქმიანობაში. თავდაპირველად, „სუხიშვილების“ შემთხვევაში ვფიქრობდით, რომ ექსკლუზიური დაფარვა მხოლოდ დასის სოლისტებისთვის მიგვეცა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ის უკლებლივ ყველა წევრზე გავრცელებულიყო. `სუხიშვილები~ ხომ ერთგვარი რეგალიაა და დასის თითოეული წევრი ამ მთლიანობის ნაწილია.

- რა მოხდება, თუ დაზღვევის გამოყენება ერთდროულად დასის რამდენიმე წევრს დასჭირდება?

- ჩვენ ამაზეც ვიფიქრეთ, ანსამბლის წევრები ხშირად, თვეების განმავლობაში ერთად მოგზაურობენ. რის გამოც არსებობს თეორიული რისკი იმისა, რომ ჯგუფური ტრავმა მიიღონ, რომელიმე რთული ილეთის შესრულებისას რამდენიმე მოცეკვავე ერთდროულად დაშავდეს. სწორედ ამ კომბინირებული რისკების გამო დადგინდა დასის ჯამური დაზღვევის ლიმიტი - მილიონი ლარი. ანსამბლის დაზღვევის იდეა „სუხიშვილების“ პირველი თაობის სოლისტის სოფიო იაშვილის შვილიშვილს - გიორგი ტურძილაძეს ეკუთვნის, რომელიც "არდის" კორპორაციული დაზღვევის უფროსი მენეჯერია.

- სუხიშვილების დაზღვევის იდეა რომ წარმატებული პროექტი იქნება, დასაწყისშივე ჩანს, რას გვეტყვით "არდის" სხვა პროექტებზე, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

-  ჩვენი კომპანია მუდამ სიახლეზეა ორიენტირებული. ყოველი ახალი დღე იმაზე ზრუნვით იწყება, თუ რა შევთავაზოთ მომხმარებელს ისეთი, რაც მის ურთიერთობას "არდთან" კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად, შესაძლოა, "არდის" ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარზე გამოჩენაც ჩაითვალოს დღეს უკვე ძალიან პოპულარული პროგრამით "ვიტამინები". ასევე, თურქეთის #1 კლინიკა ANADOLU Medical Center--ის და "არდის" უპრეცედენტო თანამშრომლობის ფაქტიც, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იხსნა.















Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა