City Story
#DESIGN_BY_SHERNI

ეს ნინო შერვაშიძეა, გოგო მზიანი და ზღვიანი ბათუმიდან. ბიზნესი ორი წელია დაიწყო, თუმცა მიზნამდე მისაღწევი გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

როდესაც მასთან ინტერვიუზე მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ დამხვდებოდა თავდაჯერებული რესპონდენტი, რომელიც საკუთარ ბრენდზე აღმატებულ ხარისხში ისაუბრებდა, თუმცა ნინომ არა საკუთარი ბრენდით, არამედ ბავშვობის გახსენებით დაიწყო; ვიდრე სალონს გახსნიდა და ტანსაცმლის ხაზზე დაიწყებდა ფიქრს, იქამდე შექმნა ბრენდის სახელი - „შერნი“. ნათლად ახსოვს დღე, როდესაც მეცადინეობისას სამუშაო ფურცელზე სახელი და გვარი შეამოკლა. შემდეგ ეს ზედმეტსახელი ჩემს მეგობრებს და ბიძაშვილებს მოეწონათ და ხშირად ასე მომმართავდნენ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ბრენდი მექნებოდა და შერნის დავარქმევდი.“

მისი საყვარელი ადგილი ჩაქვი იყო, ზღვისპირა ადგილი ბათუმთან ახლოს. „ორდღიანი დასვენებაც რომ ყოფილიყო, მაშინვე იქ გავრბოდი, სკოლაშიც მინდოდა იქ გადასვლა, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს უფლება, ამიტომ სწავლა ბათუმში გავაგრძელე.“

ბავშვობიდან ახსოვს აკრძალვები, ხშირად არ უშვებდნენ ექსკურსიებზე, მეგობრებთან. შემდეგ დაქორწინდა და ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება საკმარისი იყო, სულაც არ იყო აუცილებელი, ნინო დაღლილიყო და ემუშავა. დასთან ერთად იზრდებოდა, რომელმაც მოგვიანებით სწავლა მოსკოვში გააგრძელა. თავად კი ინლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ეს პროფესია არასდროს მოსწონდა. განსხვავებული სტუდენტი იყო ჩაცმის სტილით, ეცვა ფერადი ტანსაცმელი, რაც მაშინ გაკვირვებას იწვევდა. იმ დღეს, როცა ნინომ როგორც ქვეყნის, ისე აკრძალვების საზღვარი გადაკვეთა, დილით დამ დაურეკა და უთხრა, რომ მსოფლიოში ერთერთ ცნობილ ვიზაჟისტთან კურსებზე ჰყავდა ჩაწერილი და ელოდებოდა. „ვიზაც არ მქონდა და მოსკოვში მინსკიდან გადავედი, საბუთები შემდეგ მოვაწესრიგე, იქ ვისწავლე და ბათუმში დავბრუნდი. აქ იმ სალონში დავიწყე მუშაობა, რომელიც ახლა ჩემია და „შერნის“ სახელით ფუნქციონირებს.“


მოსკოვიდან ჩამოსულმა ნინომ ბათუმში მალევე გაითქვა სახელი. მასთან მაკიაჟის გაკეთების ბევრი მსურველი გამოჩნდა, თუმცა მისი მუშაობა ასევე ბევრისთვის სასაუბრო და მისათითებელი ამბავი გახდა. ყველას აკვირვებდა, რომ ბათუმში ერთერთი ცნობილი ოჯახის შვილი ჩვეულებრივ სალონში ვიზაჟისტად მუშაობდა. „რამდენჯერმე ცრემლიც წამომივიდა, როცა ჩემი სამუშაო ვიღაცებისთვის სალაპარაკო და დასაცინი გახდა, მაგრამ ძალას მაინც ყოველთვის ვპოულობდი, რომ არ გავჩერებულიყავი.“


შრომა ოჯახის წევრებმა დააფასეს. აკრძალვები სამსახურს არ შეხებია. ნინომ შეძლო, რომ უცხო ადამიანების ჩუმი საუბრებისთვის ყურადღება არ მიექცია და საკუთარი შრომით მოპოვებული ჰონორარის შეგროვება დაიწყო. მოგვიანებით ბათუმში სალონი „შერნი“ გამოჩნდა, დის დახმარებით მისი ფილიალი მოსკოვშიც გაიხსნა. ჰობი საქმედ აქცია და გადაწვიტა, რომ ორიგინალური ტანსაცმელი არა მხოლოდ საკუთარ სხეულზე მოერგო, არამედ მომხმარებელზეც ეზრუნა. ფაბრიკამ ახლახან დაიწყო ფუნქციონირება, „შერნის“ სახელით ჯერ პერანგებსა და პიჯაკებს კერავს, თუმცა გაჩერებას არ აპირებს.


ბათუმში, თუ მის სალონში შეივლით, შეიძლება ნინო შერვაშიძე მტვერსაც კი წმენდდეს. ჩართულია ყველა დეტალში. ამ დეტალებზე ზრუნვა მას სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენი გმირი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, რადგან მიიჩნევს, რომ უყვარს მუშაობა, შრომისმოყვარეობა კი ნებისმიერი წარმატებისთვის განმსაზღვრელი თვისებაა. საკუთარ თავში სრულყოფილად დარწმუნებული მაშინ იქნება, როცა მთავარ მიზანს მიაღწევს, მიზანი კი ასე ჟღერს:

„მაშინ ყველა იტყვის - მე შერნი მაცვია, ეს შერნია!“


























Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა