City Story
KARE-ს ფერი

ფერთა ჰარმონიული შეხამება მთელი ხელოვნებაა. ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის, რადგან ის ცვლის განწყობას, სტილსა და ცხოვრების წესსაც კი.

ფერი უმნიშვნელოვანესია ინტერიერში, რადგან მასზეა დამოკიდებული ამ გარემოში მოხვედრილი ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ერთი შეხედვით კონტრასტულმა ფერებმაც კი, შესაძლოა, ოთახსა და გარემოს იერი მთლიანად შეუცვალოს.

იოლი არ აღმოჩნდა ჩვენთვის ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც სხვადასხვა, თითქოს შეუსაბამო ფერს გემოვნებით მიუსადაგებდა ერთმანეთს. დიზაინერ დიანა ქვარიანს ინტერიერში ფერების გამოყენება ისეთივე წარმატებით გამოსდის, როგორი წარმატებითაც განუმეორებელ კოლექციებს ქმნის.

"საკუთარი შოურუმების" მოწყობა დიანამ ხალისიანად და ენერგიულად დაიწყო. დაუღალავად ეძებდა ავეჯისა და ინტერიერის სახლ KARE-ში ზუსტად იმ ტონალობის ნივთებს, რომლებიც მის მიერ შექმნილ ინტერიერს მოუხდებოდა.

დიანა ქვარიანს ორი მაღაზია აქვს - თბილისსა და ბათუმში. მისი სამოსის შეძენა ასევე შესაძლებელია რუსეთში, უკრაინაში, იტალიასა და საფრანგეთში. დიანას სამომავლო გეგმები ისევ ახალ, ფერადი კოლექციის შექმნას უკავშირდება.

მაცდური წითელი

- წითელი საშიში, მაცდური და თან უმშვენიერესი ფერია. ინტერიერშიც და ტანსაცმელშიც წითელი შეიძლება გამოიყურებოდეს ეფექტიანად, ან ძალიან უგემოვნოდ. საქართველოში წითელს იყენებენ დიდი დოზით და თან უხამებენ შავ ფერს, რაც მე ძალიან არ მომწონს. წითელი ულამაზესია, მაგრამ ზომიერება სასურველია.

მაგალითად, ამ შოურუმში წითელ ავეჯს აუცილებლად სჭირდება ღია ტონალობის კედლები. პირადად მე გამოვიყენებდი ღია ვარდისფერ კედლებს. ტანსაცმლის ფერებსაც იმავე პრინციპით ვარჩევ - წითელი და ღია ვარდისფერი ძალიან უხდება ერთმანეთს.

მოსკოვში ნანახი მაქვს ერთერთი დიზაინერის სახლი, რომელსაც მისაღებ ოთახში წითელი ავეჯი და ფორთოხლისფერი კედლები აქვს, ვფიქრობ, საკმაოდ თამამი და საინტერესო გადაწყვეტაა.

ამ წითელ შოურუმს სიამოვნებით მოვათავსებდი საძინებლის ერთ ნაწილში.

ფირუზისფერი

- ეს დივანი აუცილებლად დაიკავებდა ადგილს ჩემს მისაღებ ოთახში, რომელსაც გვერდზე დავუდგამდი განსხვავებული ფორმის მწვანე დივანს და ლურჯ სავარძელს. ინტერიერში მიყვარს ეკლექტიკა, სახლის დიზაინის მოწყობისას არანაირ წესებს არ უნდა დაემორჩილო და მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით უნდა იხელმძღვანელო.

ფორთოხლისფერი, ფირუზისფერი, მწვანე

- ეს შოურუმი მისაღებ ოთახს მოუხდებოდა. ფირუზისფრისა და ყავისფრის შეხამება ულამაზესია და სამოსის შექმნის დროსაც ხშირად ვიყენებ ამ კომბინაციას, ამიტომ ამ შოურუმის იატაკი აუცილებლად იქნებოდა ყავისფერი ხის, კედლები კი - სპილოსძვლისფერი.

ფორთოხლისფერი, ფირუზისფერი, მწვანე, ოქროსფერი - ეს ის ფერებია, რომლებიც საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ინტერიერში. რაც შეხება ძველებურ ოქროსფერ სარკეს, მომწონს რეტროსა და თანამედროვე სტილის კომბინაცია.

ყვავილებისფერი

- სტუდიოს სტილის ეს ინტერიერი და სურათი მაგონებს ჰიპურ სტილს. იგი იდეალური იქნებოდა ხელოვანისთვის, ან ჰიპური სტილის, ყვავილებიან და ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი გოგოსთვის,  რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების.













სრული ვერსიის სანახავად გადაფურცლეთ ჟურნალ "სითის" აპრილის ნომერი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
მაისის ერთ შაბათ დილას

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.

13:57 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა