City Story
ჯინო მხოლოდ ერთია

მაისის ერთ შაბათ დილას "სითის" გადამღებმა ჯგუფმა კაჭრეთისკენ აიღო გეზი. ჩვენი რესპონდენტი "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი ჯინო დოლინი უნდა ყოფილიყო.


მის შესახებ მანამდეც გაგონილი გვქონდა, ვიცოდი, რომ თავის საქმეზე შეყვარებული გამოცდილი ხელმძღვანელი იყო, თუმცა ჩვენმა შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. ცისფერთვალება, მომღიმარმა გოგონამ გულდასმით დაგვათვალიერებინა სასტუმრო, სპორტული კომპლექსი და ხალისიანად გვიამბო ისტორია, რომლის მოსმენის შემდეგაც აღარ ვიცი, როგორ უნდა წარმოგიდგინოთ: ჯინო დოლინი, როგორც "ამბასადორი კაჭრეთის" მენეჯერი, რომელიც, ამავდროულად, თვითნასწავლი დიჯეიც არის, თუ საქართველოს ჩემპიონი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის, პირადი მწვრთნელი იყო...

 

- ყოფილი ჩოგბურთელი ვარ. საქართველოს პირველი ჩოგანიც ვიყავი. 18 წლის ასაკში აშშ-ში გავემგზავრე და სპორტული კარიერა, როგორც მწვრთნელმა, იქ გავაგრძელე. ჩემი მოსწავლეები იმდენად წარჩინებულები იყვნენ, რომ ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტებში ხვდებოდნენ, მათ შორის - ჰარვარდშიც. ვიყავი მელანია ტრამპის პირადი მწვრთნელი. არანაირი სნობიზმი, ძალიან უშუალო და სასიამოვნო ადამიანი იყო. სხვათა შორის, ნიჭიერი და შრომისმოყვარეც, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ.


- რთული იყო 90-იანი წლების თბილისიდან ნიუ იორკზე გადაწყობა ?


- დასაწყისში ენის ბარიერი მქონდა, თუმცა ეს პრობლემა მალევე გადავლახე. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. არასდროს მიგვრძნია, რომ ემიგრანტი ვიყავი. ვცხოვრობდი იმ გარემოში, რომელიც მომწონდა და ვაკეთებდი საყვარელ საქმეს. ნიუ იორკში 12 წელი ვიცხოვრე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იქ დავიბადე...


-  როგორ მოხვდი "ამბასადორ კაჭრეთში”?


- საქართველოში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2012 წელს დავბრუნდი. "ამბასადორის" ხელმძღვანელობა მაშინ გოლფის მოედანს ხსნიდა და ისეთ კადრს ეძებდა, რომელსაც უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება ექნებოდა, მოიზიდავდა დიმპლომატიურ კორპუსს, ბიზნესმენებს და ამ მიმართულებას უფრო პოპულარულს გახდიდა. ამ კადრს სპორტული გამოცდილებაც უნდა ჰქონოდა. მე კი ყოფილი სპორტსმენი ვარ; ასე გავხდი `ამბასადორი კაჭრეთის“ გოლფის კლუბის მენეჯერი, მოგვიანებით კი - თავად სასტუმროს ხელმძღვანელი. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და კვლავ ამ გუნდის წევრი ვარ, რაც ძალიან მეამაყება.


- როგორ ფიქრობ რა განაპირობებს მენეჯერის წარმატებას?


- ვთვლი, რომ ყველაზე რთული გუნდის დაკომპლექტებაა. სწორად შერჩეული გუნდი წარმატების გარანტია. „ამბასადორი კაჭრეთში“ 90 ადამიანი მუშაობს. მათი უმეტესობა ადგილობრივები არიან. ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი გვყავს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


- როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს?


- პირველ რიგში, ღიმილი. კარგ ღიმილს და გამარჯობას ხომ არაფერი უდგას წინ. ყველა ადამიანმა, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, კარგად უნდა გაიაზროს, რომ მომსახურება ადამიანების დახმარების გულწრფელი სურვილია. ჩემი აზრით, „ამბასადორი კაჭრეთის~ უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, აქ ზუსტად იციან, რა სჭირდება დამსვენებელს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს.


- მართალია, რომ ყველაფერთან ერთად თვითნასწავლი დიჯეიც ხარ ?


- ასეა. თავისუფალ დროს ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა კლუბსა და ლაუნჯბარს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ვიქირავე აპარატურა, შევედი იუთუბზე, ვუყურე ვიდეორგოლებს და ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამომეყენებინა სხვადასხვა ღილაკი. დღეს კლუბებშიც ვუკრავ. ვცეკვავ და სხვებსაც ვაცეკვებ. მუსიკა ჩემთვის ენერგიაა, მუხტი, რომელიც სიცოცხლის ძალას მაძლევს. მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.


- დადებითი ენერგია და მუხტი კაჭრეთშიც იგრძნობა, ემზადებით ახალი სეზონისთვის?


- რა თქმა უნდა. წელს ჩვენს სტუმრებს ბევრი სიახლე ელით. სულ მალე „ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო გახდება. ახალ კორპუსს ვაშენებთ, სადაც დამატებით 100 ნომერი განთავსდება.


მოგეხსენებათ, რომ კაჭრეთი ცნობილია თავისი სპორტული კომპლექსით, თუმცა ჩვენი სტუმრებისთვის აქაც სიახლე გვაქვს: ჩოგბურთის კორტებს, გოლფის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს საცხენოსნო შეემატება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. სექტემბერში ჩემპიონატიც ჩატარდება.
სურპიზი გვაქვს ნადირობის  მოყვარულთათვის. გავხსენით პროფესიონალური სასროლეთი (Shooting Range), რომელიც უკვე პოპულარულია. აუზის სეზონის ოფიციალური გახსნა 3 ივნისს იგეგმება, ამიტომ დატვირთული დღეები გველის. დამსვენებლებს ახალი პროგრამით და აბსოლუტურად განსხვავებული გარემოთი დავხვდებით.















მისამართი: გურჯაანი, სოფელი კაჭრეთი

ტელ.: 2 72 94 17, 2 72 94 19;

მობ.: 591 22 50 04;

ფაქსი: 2 93 17 40;

ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ვებგვერდი: www.ambassadori.com



ფოტო: კახაბერ შარტავა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
როდესაც არ იცი, რით დაიწყო,
დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა
ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ
მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
თბილისში უამრავი კაფეა, სადაც
ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით
რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც
ასოცირდება.

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ
კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა
შემოვიდოდა.

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა.

07:08 / 29.05.2017
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად,
ვფიქრობთ სად დავისვენოთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ადგილი ისე,
რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ვფიქრობთ სად დავისვენოთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ადგილი ისე, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

07:03 / 11.05.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა