City Story
VERE BLOOMS კაფე-რესტორანი, სადაც კერძი ხელოვნებაა

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.


დღეს სწორედ ასეთ ადგილზე უნდა გიამბოთ; კერძს აქ ორი დანიშნულება აქვს: გარდა იმისა, რომ გემრიელია, ხელოვნების ნიმუშიცაა, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.


"მსგავსი კონცეფციის რესტორნის შექმნა ერთგვარი რისკი იყო, არ ვიცოდით, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება. თუმცა კაფეს გახსნიდან ორ თვეში მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ჩვენი ერთერთი განმასხვავებელი ნიშანია მენიუ, რომელიც არა მხოლოდ სეზონურად, არამედ დღის განმავლობაშიც რამდენჯერმე იცვლება, გვაქვს კერძების ფართო არჩევანი. მომხმარებლებს ისინი მუდმივი სიახლის განცდას უქმნის.


კაფეს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, სამზარეულო, რომელიც მთლიანად გამჭვირვალეა. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ნახოს, სად და რა პირობებში მზადდება მისი შეკვეთილი კერძი, რადგან ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. Blooms -ის კერძები, გემრიელთან ერთად, ხელოვნების ნიმუშიცაა. ადამიანები მიჩვეულნი არიან კვერცხის ტრადიციული ფორმით მომზადებულ კერძებს, წარმოიდგინეთ ჩვენი სტუმრების გაკვირვება, როცა ჩვენთან მომზადებული - ღრუბელს ჰგავს, კარტოფილი - ყურსასმენებს, ვაფლი - ბეტონის ფილას, სტეიკი კი - ნატურმორტს. ვფიქრობ, Food Art საუკეთესო შესაძლებლობაა განწყობის შესაქმნელად. სტუმრის შთაბეჭდილება კი ჩვენთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია." - გვითხრა Vere Blooms -ის მფლობელმა ეკატერინე თუშიშვილმა.


მიუხედავად იმისა, რომ Vere Blooms თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე - ვერაზე მდებარეობს, ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ქალაქგარეთ, მყუდრო გარემოში ხართ. ეს იმ გამწვანებული ვერანდის დამსახურებაც არის, რომელიც Vere Lofts -სა და Vere Blooms -ს შორის მდებარეობს. ცხელ ზაფხულში ქალაქში დარჩენილი ადამიანებისთვის მისწრებაა, რადგან ნაძვნარში მოქცეულ ვერანდაზე საოცარი სიგრილე და სიმყუდროვეა.


Vere Blooms, რომელიც ჩემი და ჩემი ძმის დავითის იდეაა, ჩვენი მეორე პროექტია. პირველი პროექტი Vere Lofts ერთი წლის წინ გავხსენით. ის საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი სამუშაო სივრცეა. მეც და ჩემი ძმაც წლების განმავლობაში უცხოეთში ვცხოვრობდით და ვსწავლობდით, განათლება ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი ინგლისში, ოქსფორდში მივიღე. ვმუშაობდი მიმტანადაც და ამ სფეროში ყველა საფეხური გავიარე. მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, მომსახურების სფერო სიღრმისეულად შემესწავლა.


დღეს ზუსტად ვიცი, როგორ შევთავაზო სტუმარს უმაღლესი სტანდარტის სერვისი, ის, რაც საქართველოში დეფიციტია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის, თანაბრად მნიშვნელოვანია და შესაბამის ყურადღებასაც იმსახურებს." - გვითხრა ეკატერინემ, რომელიც თავადაც ემსახურება Vere Blooms -ში მისულ სტუმრებს. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მათ სახელით მიმართავდა და როგორც მეგობრებს, ისე მიაცილებდა მაგიდასთან.


Vere Blooms -ის მფლობელებს სამომავლო გეგმებიც აქვთ - მესამე პროექტი, რომელსაც და-ძმა თუშიშვილების კომპანია "თუშიკონსეპტი" აბაშიძის ქუჩაზე ახორციელებს, წინამორბედ პროექტებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური იქნება.


როგორც ეკატერინე თუშიშვილი გეგმავს, მესამე პროექტის ფარგლებში ერთსა და იმავე ლოკაციაზე სხვადასხვა კონცეფციის სივრცეები განთავსდება, თავს განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანები მოიყრიან, მოეწყობა ველოსადგომიც და ის თბილისელებისთვის თავშეყრის ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება.



მისამართი: თარხნიშვილის ქ.N2

ტელ: 596 48 84 84

FB @vereblooms

e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it












ფოტო: კახაბერ შარტავა

 

Print