ახალი ამბები
"პომოდორისიმო"-მოდი, ვილაპარაკოთ
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".

ჩემი გამოცდილებით, შვილებთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ისეთი სივრცე უნდა შეირჩეს, სადაც არც დედა მოიწყენს (ან მამა!) და არც შვილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილები იმავე კაფეებსა და რესტორნებში წავიყვანო, რომლებსაც თავად ხშირად ვსტუმრობ. გავა წლები და აქ უკვე საკუთარ შვილებს რომ მოიყვანენ, აუცილებლად გაიხსენებენ ჩვენს საღამოებს და საუბრებს.  სამუშაო დღე იყო. შეხვედრა ხუთი საათისთვის დავგეგმეთ. "პომოდორისიმოში" სტუმრებს მე და ჩემი 18 წლის ანანო ველოდებოდით. აქაურობა ძალიან მიყვარს. ნეოპოლიტანური ხასიათი დაჰკრავს წითელი, კუბოკრული საფირმო გადასაფარებლებისა და შეშის ღუმელში გამომცხვარი, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პიცის გამო. განაპირა მაგიდა შევარჩიეთ, ყველა რომ დავტეულიყავით. ნელ-ნელა გოგოებიც მოვიდნენ: ნინო დარასელი და მარიტა, ლიკა კვარაცხელია და ელენე, მაკუნა გამცემლიძე და მანანიკო. მინდოდა გოგოებს ერთმანეთი გაეცნოთ, დედები ხომ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვიცნობთ ერთმანეთს.

სამსახურიდან მოსული მაკუნა მიყვება, რომ მანანიკოსთან ერთად ხშირად დადის "პომოდორისიმოში", ჭავჭავაძის გამზირზე და აქაც, სავაჭრო ცენტრ "მერანის" ტერასაზე. დაგვიანებით მოსული ნინო დარასელი გვიხსნის, რომ ვიდრე ჩვენამდე ამოვიდოდა, გზად მარიტასთვის კაბის ყიდვა მოასწრო. ლიკა და ელენე პირდაპირ სატელევიზიო გადაღებიდან მესტუმრნენ. რაღა დაგიმალოთ და, სამსახურებიდან გამოვარდნილებს საღამოს ვახშამი არც ჩვენ გვაწყენდა. ამიტომ, ერთი სული გვქონდა ფოტოგადაღება როდის დასრულდებოდა.

ნინო დარასელის მარიტა არაბავშვური კერძების _ ბოსტნეულის სალათებისა და ყველის ტაბლას მოყვარული აღმოჩნდა. მანანიკო პიცის, ლიკა კვარაცხელიას ელენე და ჩემი ანანო _ ბრუსკეტებისა და უგემრიელესი გრილი ლიმონათების.
უფროსებმაც ცოტ-ცოტა ყველაფერი დავაგემოვნეთ და ვიდრე გოგოები სელფებისა და ბუმერანგების გადასაღებად "პომოდორისიმოს" ხედებს ითვისებდნენ, კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ამოცანა "მეტი დრო შვილებთან და მეგობრებთან ერთად", წარმატებით შევასრულეთ!  ასე რომ, მოინიშნეთ "პომოდორისიმოც"!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის
საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას
წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო
ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს
ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა
საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების
გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021

ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა.
ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა. "სითისთვის" უკვე ტრადიციად იქცა მარტის ნომერში ძლიერი და წარმატებული ქალბატონების შესახებ ისტორიების მოყოლა. ამჯერად, ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი უნდა გაგაცნოთ.
11:48 / 11.03.2021

ნინო დარასელი, ჟურნალისტი
ნინო დარასელი, ჟურნალისტი
11:39 / 09.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა