City Story
ოჯახი დიდი ისტორიით
ვერაზე, ზანდუკელის ქუჩაზე, პალმებიან და კიპარისებიან ეზოში, ძველი სახლი დგას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს შენდებოდა. ასეთ უბნებში თითქმის ყველა სახლს საკუთარი ისტორია აქვს. თუმცა, ეს მაინც გამორჩეულია. ქუჩიდან რომ უყურებ, თითქოს ვერაფერს ატყობ განსაკუთრებულს: არც ძალიან მდიდრულია, არც მოჩუქურთმებული. სადა, თეთრი ხის ფანჯრები დახვეწილ იერს აძლევს და ხვდები, რომ ამ სახლს თავისი ხასიათი აქვს, თბილისური ხასიათი.
აქ გვარიშვილების ოჯახი ცხოვრობს. ოჯახი დიდი ისტორიით.

70 წლის წინ, ამ უბანში (მაშინდელ ჯავახიშვილის ქუჩაზე), ილიას გვარიშვილმა სახლი ააშენა. შემდეგ მისმა შვილმა, კუკურიმ ერთი სართული დაამატა. კუკურის შვილმა, მამუკამ, მესამე და დღეს, სამი თაობის აშენებულ სამსართულიან სახლში ცხოვრობს ალექსანდრე გვარიშვილი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. აქ დაიბადა და გაიზარდა ალექსანდრეს დაც, თათო და მისი ოთხი შვილი. სულ ორი თვეა, რაც და-ძმა ქართველი ხელოვანებისთვის ძალიან საინტერესო საქმეს ჩაუდგა სათავეში. ამაზე ქვემოთ უფრო დეტალურად მოგიყვებით. ახლა ისევ სახლს დავუბრუნდეთ.




თათო გვარიშვილი, ერეკლე, გიგი, დანი და ალექსანდრე ანთაძეები

იყო დრო, როცა ამ სახლში ოთხივე თაობა ერთად ცხოვრობდა. თან ისე, რომ ყოველთვის ჰყავდათ მინიმუმ ერთი სტუმარი მაინც. მაგალითად, ნათესავები გურიიდან, რომლებიც უმაღლესში მოწყობის შემდეგ, 5-6 წლით თბილისში რჩებოდნენ. აქ, წლების მანძილზე, ძალიან საინტერესო ადამიანები იკრიბებოდნენ: ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, სერგო ფარაჯანოვი, ჯანსუღ კახიძე, მერაბ მერაბიშვილი, ნოდარ დუმბაძე... ამ ოჯახის წევრი იყო თბილისის ყოფილი მერი ოთარ ლითანიშვილი და მისი პირველი მეუღლე, მსახიობი სალომე ყანჩელი. 90-იანების დასაწყისში, მაშინ, როცა თბილისში ერთი სასტუმროც კი არ ფუნქციონირებდა, გვარიშვილებთან ფილადელფიის და ჩიკაგოს შერიფებიც კი ცხოვრობდნენ, რომლებიც საქართველოს ოფიცილური ვიზიტით სტუმრობდნენ. აქ გადაიღო პოეტმა პაკო სვიმონიშვილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კენტი რიცხვები".

აი, ამას ვგულისხმობდი ზემოთ - ეს არის სახლი თბილისური ხასიათით.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: ვინ იყვნენ ამ სახლის მასპინძლები ასეთი დიდი სამეგობრო წრით? მამუკა გვარიშვილი, თბილისის კოლორიტი, წლების მანძილზე მინისტრთა კაბინეტში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მის მეუღლეს, თათოს და ალექსანდრეს დედას, დარწმუნებული ვარ, სახელს რომ წაიკითხავთ, იფიქრებთ, მის შვილებზე აქამდე როგორ არაფერი გვსმენიაო. ისე მოხდა, რომ ცნობილი ტელე და რადიო წამყვანის, ნანა ჯაფარიძის შვილებმა ეკრანის მიღმა არჩიეს ცხოვრება და მედიასთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება. თუმცა, ბოლო ერთი წელია, თათო თავის უფროს შვილთან, გიგი ანთაძესთან ერთად, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როცა 15 წლის გიგის თბილისის მერიამ "მზიურის" პარკში გარე ვაჭრობისთვის ადგილი გამოუყო და წვენსაწური აპარატიც აჩუქა. დიახ, დიახ, ეს ის გიგია, "გიგის წვენები"-ს გიგი.




თუ ჩემი მკითხველი 30 წელს ქვემოთ არის და არ ახსოვს 80-იანების თბილისი, გეტყვით, რომ ნანა ჯაფარიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიოში დაიწყო გადაცემით "პიკის საათი". შემდეგ გადაცემა "საღამო მშვიდობისა" მიჰყავდა მამუკა არეშიძესთან ერთად. ნანა ჯაფარიძის სახელი მაშინდელ ჟურნალისტიკაში ახალ სიტყვასთან ასოცირდებოდა. გადაცემის წაყვანის სტილი, არა "დიქტორული", არამედ უფრო თოქ-შოუს ფორმატის, 80-იანებში ნამდვილი ინოვაცია იყო. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული შვილიშვილების აღზრდაში. ალექსანდრეს უფროსი გოგო, ნანკა, 21 წლისაა და უკვე კარგად აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბებიის მიდგომა სწავლის და, ზოგადად, ცხოვრების სტილის მიმართ.

"ბებიაჩემისგან ვისწავლე დღის გეგმის შედგენა. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება დეტალურად გაწერილი კვირის გეგმის გარეშე. ნანას დამსახურებაა, რომ გამართულად ვსაუბრობ. გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია ყოველთვის მისი პრიორიტეტი იყო და მეც ამ საგნებში განსაკუთრებით ვემზადებოდი. ნანკას შეიძლება ბევრი არ იცნობთ, მაგრამ ცხოველების უფლებადამცველებში მას და მის 3 ძაღლს სახელი დიდი ხანია განთქმული აქვთ. უკვე სტაჟიანი აქტივისტები არიან და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილიც მიუძღვით."




ნანკა გვარიშვილი, ელიჩკა ნადარეიშვილი, კირა გვარიშვილი და ალექსანდრე გვარიშვილი

ნანა ჯაფარიძის აღზრდილია კიდევ ერთი შვილიშვილი, თათოს უფროსი ბიჭი, გიგი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. გიგი 13 წლის ასაკში უკვე თავის შემოსავალზე ფიქრობდა. და არა მარტო ფიქრობდა, მიზანი დაისახა და დღემდე მიჰყვება არჩეულ გზას. დედამისი ხუმრობით ასე ამბობს, - "გიგის რომ ჰკითხოთ 30+40 რამდენია, შეიძლება დაიბნეს, მაგრამ კითხვას თუ ასე დაუსვამთ: რამდენია 30 ლარს + 40 ლარი? მაშინვე გიპასუხებთ." გიგი ფიქრობს, რომ დედამისის და ბებიამისის გარეშე წარმატებული ვერ იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი იყვნენ პირველები, ვინც უთხრეს - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მისცეს სრული თავისუფლება.

ამ დიდ ოჯახში ყველა წევრს თავისი ხასიათი აქვს. ერთმანეთს არ ჰგვანან. თითოეული მათგანი განსხვავებული პერსონაა. ყველაზე პატარებს, 4 წლის კირას და ერეკლეს და 7 წლის ალექსანდრესაც კი ეტყობათ, რომ არავის გავლენის ქვეშ არ ექცევიან. იგივეს ვიტყოდი 14 წლის დანიზეც. აშკარაა, რომ გვარიშვილებმა ერთმანეთის პირადი სივრცის და თავისუფლების ფასი იციან. მაგალითად, როგორც ნანკა ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მამამისი 14 ტატუს გაკეთების უფლებას მისცემდა. არ გაინტერესებთ დედამისი, ელიჩკა ამ ფაქტს როგორ შეხვდა? თვითონაც გაიკეთა ტატუ ხელზე. ასე აარიდა თავის შვილს უფროსი და კონსერვატორი თაობის რისხვა.




ნანკა და ემა

ელიჩკა ნადარეიშვილი, ალექსანდრეს მეუღლე, სოხუმიდანაა. 14 წლის იყო, როცა ოჯახი იძულებული გახდა თბილისში გადმოსახლებულიყო. ზუსტად 2 წლის შემდეგ კი, ალექსანდრე გაიცნო და 10 დღეში ცოლადაც გაჰყვა. დიახ, ასეთებიც ხდებოდა 90-იანებში. მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახს 27 წლის შემდეგაც ინარჩუნებენ. სახლში ყველა თანხმდება, რომ გვარიშვილების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი სწორედ ელიჩკაა.

სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, რომ ბევრ, ასეთი დიდი ტრადიციების მქონე ოჯახის წევრს, საქმის კეთებაც ერთად ურჩევნია. არიან ადამიანები, ვისაც პრინციპულად არ უნდა ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მუშაობა, მაგრამ ალექსანდრეს შემთხვევაში სწორედ ოჯახის წევრებს ენიჭებათ პრიორიტეტი. ზემოთ ვახსენე და-ძმის სულ ახალი წამოწყება, რომელიც ქართველი ხელოვანების კეთილდღეობას ეხება. 2 თვის წინ, ალექსანდრეს ინიციატივით დაარსდა `საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია~, სადაც გენერალური დირექტორი თათოა, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე - თავად არის. როგორც გითხარით, ამ ოჯახის მეგობრების წრეში ძალიან ბევრი ხელოვანია. სწორედ მათი სათანადო დონეზე დაუფასებლობა გახდა ალექსანდრესთვის "საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის" დაარსების მიზეზი.

"ჩვენ საქართველოში დავნერგეთ ახალი, ციფრული ტექნოლოგია Rozum B2B ფლეიერის სახით, რომელიც მუსიკალური გაფორმების მიზნით, ნებისმიერ ობიექტში შესაძლოა განთავსდეს. დანადგარში ჩატვირთულია როგორც უცხოელი, ისე ქართველი მუსიკოსების კატალოგები. ფლეიერი საშუალებას იძლევა მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და შემოქმედი ადამიანის შრომის სათანადოდ, ობიექტურად და მაქსმალურად სწრაფად ანაზღაურება. დროა საქართველოშიც ამუშავდეს თანამედროვე მიდგომა საავტორო უფლებების დაცვის მიმართ. ჩვენ უკვე მივიღეთ ცობილი ხმის ჩამწერი ბრენდების Warner Music-ის და Sony-ს პროდუქციის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება. ჩვენი ასოციაციის უახლოესი გეგმაა დიდი პრეზენტაცია თბილისში." - ამბობს ალექსანდრე გვარიშვილი.




ალექსანდრე გვარიშვილი, თათო გვარიშვილი

კიდევ ერთი სიახლე, რასაც ახალი ასოციაცია სთავაზობს საზოგადოებას, ეს არის ვებგვერდი www.allart.ge
რომელიც საქართველოს მსოფლიო კულტურის სიახლეებს გააცნობს. თათოს დიდი სურვილი იყო ისეთი პლატფორმის ამუშავება, სადაც გამოქვეყნდება ყველა საინტერესო ამბავი ქართველ ხელოვანებზე.

ასე აგრძელებს და-ძმა დედის გზას, რომელიც სულ სიახლეების ძიებაში იყო. ახლა უკვე შვილები ამბობენ ახალ სიტყვას საკუთარ საქმეში.


ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
5 წლის წინ მისი დაბადება
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ
მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო
მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება.
მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება
და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი
აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად
განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური
და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
ახალი ეტაპი ცხოვრებაში ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ კი დაგეგმილად იწყება. პირველი თითქოს უფრო მარტივია რადგან არ ელი და მოულოდნელად გიწევს სიახლეებთან შეჯახება. მეორე ბევრად რთულია - გიწევს უკვე შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოწვევების დასახვა. ნინო ბერიძემ უფრო რთული ეტაპი აირჩია. კლინიკის დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ, შექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი კლინიკა - ბავშვთა სტომატოლოგიური და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორთოდონტიული ცენტრი.
15:42 / 26.09.2019
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი,
ტელეწამყვანი
დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ტელეწამყვანი
11:24 / 26.09.2019
მალე ქართულ-ამერიკული
რეპროდუქციული კლინიკა
მალე ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" ახალ შენობაში გადავა, ცინცაძის #23-ში. "სითის" წინა ნომერში "რეპროარტის" დამფუძნებლებზე, ლიკა ჭყონიასა და ნინო ოკუჯავაზე გიამბეთ. ამ სტატიას მოჰყვა ბევრი კითხვა, უფრო სამედიცინო მიმართულების. აინტერესებთ რა არის კლინიკის ძირითადი საქმიანობა და რა გამორჩევს მას მსოფლიოს სხვა მსგავსი კლინიკებისან. იყო კითხვები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ამ კლინიკას, როგორია მკურნალობის პროცესი და ა.შ ამიტომ, ჩვენ "რეპროარტს" ისევ ვესტუმრეთ. თქვენს კითხვებს ქალბატონი ლიკა პასუხობს.
14:57 / 25.09.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა